Part 22

242 9 0
                                    

ხელი მხარზე ძლიერად და უხეშად შემეხო და ჩემი სიკვდილისკენ მიმათრევდა. ეს ჩემი მეშვიდე დღე იყო აქ და პირველი შემთხვევა როცა ჩემი საკნიდან გამომიყვანეს. შეიძლება გადაწყვიტეს რომ ჰარის დასაჭერად გამომიყენონ. უბრალოდ იმედი მაქვს რომ აქ მალე იქნება.

მალევე ვოლდემორტის წინ მიწაზე გამაბრტყელეს, ავიხედე და პირდაპირ თავლებში მიყურებდა. არავის შეუძლია ის ჩემზე მეტად ძულდეს ამ მომენტში.

"შეხედეთ აქ რა გვაქვს" გაიცინა, რამაც ლამის ჩემი ყურებისგან სისიხლის გამოდენა გამოიწვია.

"აქ რატომ ვარ?" ვთქვი და ჩემს ხმაში შიშიც კი არ გაისმა, რის გამოც კმაყოფილი ვიყავი, რადგან ამ წამს ნამდვილად არ მინდოდა სიკვდილი. მე სიცოცლე მინდოდა.

"კითხვებსაც სვამს" თქვა და ყველამ გაიცინა ერთად. 

"ახლოს მოიყვანეთ" ბრძანება გასცა და მოულოდნელად მის სახეთან ვიყავი. იმდენად ახლოს რომ შემეძლო მისი ამონასუნთქი მეგრძნო სახეზე. ის სიკვდილისა და შახმის სუნით იყო გაჟღენთილი.

"მოიცა.-მამა" ხმამ რომელიც კარგად ვიცი ის გააჩერა როცა მისი ჯოხი ჩემს კისერთან იყო.  ვოლდემორტმა ჩაიღიმა და ჩემს მხარს ზემოთ გაიხედა.

"შეგვიძლია გამოვიყენოთ. მას ომამდე შევინარჩუნებთ და მის ძმას ჩვენთან მოიყვანს" მეთიუმ მშვიდად თქვა, თითქოს მისთვის ეს ყველაფერი ნორმალური იყო.

მან შემატრიალა რომ მისთვის შემეხედა, ვისურვებდი რომ ეს არ ექნა, რადგან ახლა ერთადერთი რასაც ვხედავდი იყო ღალატი. ვიცოდი რომ ბოროტი იყო, მაგრამ არ ვფიქრობდი რომ ასეთ რამეს გააკეთებდა, ცრემლები სახეზე ჩამოსვლას ლამობდა მაგრამ ამაის საშუალება არ მივეცი. ის ჩემს ტირილს ვერ ნახავს.

"საბოლოოდ რაიმე კარგი იდეა მაინც ამოვიდა შენი სულელი პირიდან" ვოლდემორტმა გაიცინა და დავინახე მეთიუს თვალებში ტირილმა როგორ გაირბინა მაგრამ მხოლოდ წამით, მერე კი ის ისევე გაქრა, როგორც გამოჩნდა.

შემდეგ ისევ იატაკზე აღვმოჩნდი მაგრამ ამჯერაც ვფიქრობდი რომ თავისუფალი ვიყავი და შემეძლო ისევ უკან საკანში დავბრუნებულიყავი მაგრამ ვოლდემორტმა ხელი აწია დაა საშინელი ტკივილი ვიგრძენი ყველა ძვალში, სიკვდილს გავდა. სიკვდილი მასურვებია.

"კრუციუ" მან დაიყვირა და ტკივილიც ისევ გაძლიერდა ვყვიროდი ბოლო ხმაზე, ლამის ვიფიქრე რომ ხმას დავკარგავდი. ასეთი ტკივილი არასდროს მიგვრძნია.  მოულოდნელად ის გაჩერდა და მე უმოძრაოდ ვიყავი იატაკზე. გვერდით გავიხედე და იგივე ფეხსაცმელები დავინახე რომლებიც მაშინ როცა მომიტაცეს. ერთადერთი რაც დავინახე დრაკო მალფოი იყო რომელიც ამაყად იდგა მამამისის გვერდით.

ეს დრაკო იყო.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now