მე ახლა სიჩუმეში მივაბიჯებ ჰოგვართსის დერეფანში იმ იმედით რომ ღამის სასუსნავს მივიღებ. სამზარეულოში შეპარვა ძალიან მარტივია, ჯობდა ნიშნულიც კი დაემაგრებიათ წარწერით "შემოდი".
როცა სამზარეულოს მივუახლოვდი ხმაური მომესმა სიბნელეში.
"ვინ არის აქ?" დავიძახე მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ისევ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია როგორც ჩანს. სიბნელეს ვერ ვიტან, ეს ჩემთვის საშინელება იყო ბავშვობიდან. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ყოველ ნაბიჯზე მაშინებდა.
ნელა გავაღე კარი და სამზარეულოში შევედი როცა გავიაზრე რომ პერიმეტრი თავისუფალი იყო. ნათურა კუთხეში ავანთე, ჯობია ფრთხილად ოყო ვიდრე მერე ინანო. თაროებზე საჭმლის ძებნა დავიწყე. მე არც სადილი მიჭამია და არც ლანჩი, სნეიპთან გავიჭედე. დაგვიანების გამო დამსაჯა. ნაბიჭვარი.
ჯიბეში რამდნეიმე სასუსნავი ჩავიდე და გადავწყვიტე რომ დრო იყო უკან დავბრუნებულიყავი. ნამდვილად არ მინდოდა კიდევ ერთი სასჯელი.
ოთახი სწრაფად დავტოვე და გზაში ვიღაცის მზერა ვიგრძენი, რონელიც მიახლოვდებოდა. ამჯერად ნამვილად არ არის ჩემი წარმოსახვის ნაყოფი რადგან დავინახე შავი ფეხსაცმელები როგორ გამოვიდა სიბნელიდან. ნამდბილად არ დავლოდებივარ რომ დამენახა ვისი ფიგურა იყო ეს, მე უბრალოდ არ მინდოდა ეს.
გავიქეცი იმდენად სწრაფად რამდენადაც შემეძლო. დერეფნებში მივრბოდი და ვცდილობდი სლიზერინის ოთახში უსაფრთხოდ დავბრუნებულიყავი მაგრამ როგორც კი ჩემს დანიშნულებია ადგილს ვუახლოვდებოდი, თავზე შავი ტომარა ჩამომაცვეს.
______________________________________________"აი ასე" ავუხსენი ჩემს საკნის მეზობელს, რომელიც მაგლებში დავადებული იყო, ვოლდემორტს სხვაგვარად როგორ შეეძლო.
პატარა ახსნა, მე გამიტაცეს გუშინ ღამით 12:34 საათზე. ვინ? სიკვდილის მხევლებმა. სიკვდილამდე მეშინოდა? რათქმაუნდა. ამას მათ ვაჩვენებდი? არა, არავითარ შემთხვრვაში. მერჩივნა მოვეკალუ ვიდრე შეშინებული ვენახე.
"მაგრამ მის, როგორ შემოაღწიეს ჰოგვართსში?" პატრიკმა, ჩემი საკნის მეზობელმა მითხრა. მან ჰოგვართსი გასულ წელს დაასრულა. ჩემზე უფროსი ძანაც არ იყო.
"არ ვიცი" თავი ქვემოთ დავხარე. ამ არეულობაში როგორ ამოვყავი თავი? შეიძლება ჰარი მართალი იყო იმის შესახებ რომ მასთან სიახლოვე საშიში იყო. შეიძლება უნდა მომესმინა მისთვის.
დღე 2
მეორე დღეა რაც გალიაში ვარ გამომწყვდეული. არანაირი სიკვდილის მხევალი ან პიროვნება არ გამოჩენილა ვოლდემორტის ბრძანებით. მაგრამ შეგრძენბა მქონდა რომ ეს მალე მოხდებოდა.
ისინი პატრიკის გამო ზუსტად 20 წუთის წინ მოვიდნენ და ის არ დაბრუნდებულა. არ გამიგია არაფერი, ყვირილიც კი მაგრამ ვიცი რომ გავიგებ. იმედი მაქვს რომ ჰარი ან დამბლდორი მოვა ჩემთვის სანამ აქ სამუდამოდ არ გამომკეტეს.
დღე 5
ვგრძნობ როგორ ვიცლები. არაფერი მიჭამია თითქმის კვირაა, ერთადერთი რასაც აქ ვიღებთ არის გამომშრალი ბრინჯი. ისიც სხვისი დანატოვარია, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ვცდილობ რომ ძლიერი დავრჩე პატრიკის გამო, რომელიც უკვე გატეხვის პიკზეა. მათ ის ორჯერ წაიყვანეს, აწამებენ. ისინი შელოცვებს ესვროდნენ რომელიც აკრძალული იყო. მისი სხეული ტკივილის მეტს ვერაფერს აგრძნობიებდა, მისი ღიმილიც კი არ მინახავს.
YOU ARE READING
devoted-M.R (დასრულებული)
Fanfictionარია პოტერი ჰოგვრათსში გადავიდა სასწავლებლად, მის ძმასთან რომ ყოფილიყო. ის დამალული იყო წლების განმავლობაში ჯადოქრების სამყაროს სიბნელისგან. თუმცა როცა ის მეთიუ რიდლს შეხვდება მისი სამყარო სწორედ მაშინ გადაქიცევა წამებად. ეს ორი ერთმანეთს ვერ იტანს...