Part 4

259 7 0
                                    

"არია, ჩემთან ერთად მოდიხარ წვეულებაზე დღეს" დაფნიმ სიმღერით თქვა ოთახში შემოსვლისთანავე.

"რა? რატომ? დაკავებული ვარ" მოვიტყუე და თავი მოვაჩვენე თითქოს ძველ მაგლების ჟურნალს ვკითხულობდი.

"ორივემ ვიცით რომ ეს სიმართლე არ არის" მან ჩემს ყურში თქვა. თვალები ავატრიალე და მისკენ შევტრიალდი. მას დიდი ღიმილი ქონდა სახეზე.

"კარგი, მაგრამ ორივემ ვიცით რომ არ მომეწონება" ოთახი დავტოვე. მე წინა კვირას გრიფინდორთა წვეულებაზეც კი არ წავედი, რადგან მეთიუ რიდლს გადავეყარე. სერიოზულად? ეშმაკი ახსენეო, რათქმაუნდა ის სკამზე იჯდა ცეცხლის პირისპირ. ოთახში უნდა დავბრუნდე, მაგრამ რატომ უნდა მივცე მას ნება რომ მის გამო დაფნის აღელვებულ ვარიანტს ვუყურე მთელი დღე? ზუსტად.

სავარძელში მოვთავსდი და ჩემი "სიამაყე და ცრუწმენა" გადავშალე. რაც ნამდვილად პოპულარული მაგლების წიგნია და მე საფრანგეთში ვიყიდე. ალბათ სულ ცოტა 50ჯერ მაინც მაქვს წაკითხული და წიგნის ყდაც კი ძლივს იკავებს წიგნს.

მეთიუს გადავხედე რომელიც ასევე წიგნს კითხულობდა, მაგრამ ვფიქრობ ეს ნამდვილად მაგლების წიგნია. ვფიქრობდი რომ მისი მთელი ოჯახი ჯადოქრების მომხრე იყო თავიანთი იდეალებით. გავიგე რომ მამამისმა ბევრი მაგლი მხოლოდ იმის გამო მოკლა რომ ეს შეეძლო.

"შენ კითხულობ მაგლების წიგნს" გაოცებულმა ვთქვი, ნამდვილად არ ვაპირებდი ამის ხმამაღლა თქმას, მაგრამ უკვე გვიანია.

მისი მუქი თვალები ჩემსას შეხვდა და მას გაღიზიანება მანდვილად ეტყობოდა. სწრაფად დამალა წიგნი ბალიშის უკან. ოთახს რამდენჯერმე შეავლო თვალი სანამ ისევ მე მომიბრუნდებოდა.

"ვინმეს ეტყვი და მკვდარი ხარ" დამემუქრა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა. უცნაური ბიჭია.

_______________________________

"წამოდი, ლამაზად გამოიყურები!" დაფნი თქვა და საერთო ოთახში ჩამათრია. მძულს ეს, ვგულისხმობ რომ არ მინდა გავერთო სლიზერინების გროვასთან, როცა ისინი დათვრებიან ან კაიფში იქნებიან. მუსიკა ხმამაღალზე იყო და სტუდენტები ცეკვავდნენ მაგიდებზე და ყველგან. შეიძლება ეს არც ისე ცუდია. 

"მოდი დავლიოთ" დაფნიმ თქვა და სასმელების მაგიდასთან მიმიყვანა. მან ვისკი მომაწოდა და მეც მაშინვე დავლიე.

"ვუა, დამშვიდდი" მე ისევ დავლიე, ნამდვილად მჭირდებოდა ეს ამ ღამის გადასაგორებლად.

დაფნიმ ამჯერად საცეკვაო მოედნისკენ წამიყვანა, შუა ოთახში. სლიზერინის ბავშვები გროდ იყვნენ შეკრებილნი და ცეკვავდნენ. ნამდვილად მადლიერი ვიყავი რომ ვისკი დავლიე.

"მოდი ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება! დაფნი, დრაკო, მეთიუ და ტეოდორ მოდით აქ!" პენსის ხმა გაისმა მთელ ოთახში და ყველა დადუმდა. ველოდი რომ დაფნი დამტოვებდა მაგრამ მეც თან წამიყვანა. ნელა მივიწევდით რბოში და ხალხს გვერდით ვწევდით რომ მდივნების ადგილას მივსულიყავით. 

"ეს არია პოტერია, კარგად მოიქეცით" მან ისინი გააფრთხილა. გავიცინე მის გაფრთხილებაზე თუმცა მერე მეთიუს გადავეყარე თვალებით. ის უბრალოდ იჯდა არ ადარდებდა რომ ყველა მას უყურებდა.

"სიმართლე თუ მოქმედება ტეოდორ" პენსიმ იკითხა.

"სიმართლე"

"ვინ არის ყველაზე მომხიბლავი ამ მაგიდასთან?" ის მომღიმარი ელოდა მის პასუხს.

"ვფიქრობ პოტერი" მცრები აიჩეჩა და მაიძულა მისთვის შემეხედა.

"მადლობა, ვფიქრობ"

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now