როცა ისინი ჩვენსკენ წამოვიდნენ მე გაქცევა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. დავინახე როგორ დაიჭირა დრაკო მალფოიმ ჰერმიონა, კრაბმა და გოილმა კი ლუნა და რონი. ამჯერად რა გააკეთე ჰარი?!
"მეთიუ გამიშვი!" დავუყვირე, როცა დამიჭირა.
"ბოდიში პრინცესა არ შემიძლია" ყურჩი ჩამჩურჩულა, მაგრამ ერთადერთი რაზეც ვფიქრობ იყო ის თუ რამდენად ახლოს იყო ის ჩემთან.
მან ამბრიჯის ოფისისკენ წამიყვანა დანარჩენ ჰარის ბანდასთან ერთად. ღმერთო ეს ყველაფერი პათეტიკურია.
როგორც აღმოჩნდა, ჰარის შეყვარებულმა ჩაუშვა მთელი გუნდი. დაიმსახურა, ჩემი აზრით. საბოლოოდ ამბრიჯის ოფისშიც შევედით და მისი თვალები მაშინვე ჩემსას შეხვდა, ყველა ვხვდებით შემდეგ რაც მოხდებოდა. შესაძლებელია რომ მას მე უფრო ვძულდე ვიდრე ჰარი?
"თქვენ დამბლდორთან მიდიოდით არა?" ის ჩემსკენ წამოვიდა.
"არა" ჰარიმ დაიყვირა და ისისც მისკენ წავიდა. მეთიუს მკლავებში შევხტი, როცა მან ჩემს ძმას სახეში გაარტყა და "მატყუარა" დაიყვირა.
მოულოდნელად სნეიპმა კარი გააღო და ყველგან დაბნეულმა მიმოიხედა.
"მეძახდით მის?" მისი მოსაწყენი ხმით თქვა და იატაკს დახედა.
"სნეიპ დიახ" მან თავი ამაყად აწია. "ელექსირი მოიტანე?"
"ვშიშობ არა. თქვენ ყველა გამოიყენეთ სტუდენტების დაკითხვის დროს. ბოლო მის ჩანგზე." სნეიპმა თქვა და ოთახს მოავლო თვალი, შემდეგ კი მე და მეთიუს შემოგვხედა. თუმცა ბოლოს ისევ ამბრიჯს მიუბრუნდა. "თუ მისი მოწამლა არ გინდათ, და დამიჯერეთ თქვენი მესმის თუ ამას იზამთ" სნეიპი წასასვლელად მოემზადა როცა ჰარიმ ხმა ისევ ამოიღო.
"მან მაწანწალა დაიჭირა. იქ ყავს სადაც ის ნივთია დამალული." მაწანწალა? რა? მგონი ჩემი ძმა გაგიჟდა. შევეცადე მეთიუს ხელი მომეშორებია მაგრამ უფრო ახლოს მიმწია მასთან. ნაბიჭვარი.
"გამიშვი" ჩუმად დავუყვირე, უკვე აღარ მესმოდა სნეიპისა და ამბრიჯის საუბარი.
"იცი რომ არ შემიძლია. დაგსჯის" თბილად მითხრა. ღმერთო მძულს ის.
"შენ არჩევანს არ მიტოვებ. ალტერნატიული არჩევანი. პატარა კრუციუს შელოცვა აგალაპარაკებს" ამბრიჯმა წყნარად თქვა.
"ეს უკანანოა" ჰერმიონამ ისევ თავი გამოიდო.
"რაც კორნელიუსმა არ იცის, მას ვერ ავნებს" თვალები შოკისგან გამიფართოვდა. ეს ქალი შეშლილია.
"მეთიუ არია აქ მოიყვანე" დაუყვირა მას, მაგრამ მეთიუმ კიდევ უფრო მომიჭირა ხელი.
"ეს ნამდვილად აუცილებელია? მან სავარაუდოდ არაფერი იცის. ნამდვილად არ არის ბრწყინვალე ჯადოქარი." უთხრა და მე თვალები ავატრიალე.
"ნაბიჭვარი ხარ იც-" დავიწყე ჩურჩული, მაგრამ გასაჩუმებლად კიდევ უფრო მომიჭირა ხელი და მეც გავჩუმდი.
"კარგი" ამბრიჯი დაეთანხმა. მართლა ასეთი სულელი ვჩანვარ?!
"უთხარი ჰარი" ჰერმიონამ დაიყვირა, რის გამოც ამბრიჯი მისკენ შეტრიალდა.
"რა უნდა მითხრას?"
"შენ თუ არ ეტყვი მე ვეტყვი" დანებებული ჩანდა. "მე ვეტყვი სად არის ის."
"სად არის რა?" მან ჰერმიონას გაუღიმა.
"დამბლდორის საიდუმლო იარაღი"
YOU ARE READING
devoted-M.R (დასრულებული)
Fanfictionარია პოტერი ჰოგვრათსში გადავიდა სასწავლებლად, მის ძმასთან რომ ყოფილიყო. ის დამალული იყო წლების განმავლობაში ჯადოქრების სამყაროს სიბნელისგან. თუმცა როცა ის მეთიუ რიდლს შეხვდება მისი სამყარო სწორედ მაშინ გადაქიცევა წამებად. ეს ორი ერთმანეთს ვერ იტანს...