Part 25

239 9 0
                                    

იმედი საშიში რამაა. იმედი იმედგაცრუებაა. მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ რომ მეთიუ რიდლი დამეხმარება და აქიდან გავაღწევ. ძალიან ახლოს ვარ რომ ჩემი თავის სრულიად საპირისპირო რამ გავხდე. როცა, თუ ჰოგვართში დავბრუნდებო შეიძლება იმის თავიც და სურვილიც არ მქონდეს რომ სლიზერინის საერთო ოთახში ვიყო. მე მენტალურად და ფიზიკურად მაწამებენ, ზოგჯერ იმასაც ვოცნებობ რომ უბრალოდ მომკლან და დამასვენონ.  მოტივაცია აღარ მაქვს, ჰარი უჩემოდაც კარგადაა და კარგადაც იყო 4 წლის განმავლობაში. მე კი მის გარდა არავინ მყავს და ზოგჯერ ისეც ვგრძნობ თავს თითქოს ისიც არ მყავს. 

"არია" გავიგე ჩურჩული საკნის გარედან. შევბრუნდი და დავინახე როგორ მიყურებდა მეთიუ, ეს რაღაც მხრივ უცნაურიც კი იქნებოდა ნორმალურ სიტუაციაში მაგრამ არაფერია ნორმალური ახლა.

"მეთიუ"ჩემი ხმა იმაზე ჩუმი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, გუშინდელი ჩემი ყვირილის გამო. მე ახლა ნამდვილად საშინლად გამოვიყურები მაგრამ რატომ არის ეს ის რაზეც ახლა ვფიქრობ? გამოერკვიე არია.

"გასაღები მაქვს არია, ყველა წასულია" მან ოდნავ გამიღიმა, რამაც ლამის მეც გამაღიმა. გასაღები საკნის კართან მოიტანა და კარიც გაიღო. ნელა ავდექი და მისკენ წავედი. 

მეთიყ გამოიქცა და ჩემი ხელი მის მხარზე გადაიდო, რომ გავეყვანე 'სახლიდან' როგორც ამას მე უკვე თვეებია ვეძახი. ხელები მტკიოდა და ფეხები მეკვეთებოდა, გუშინდელის გამო. ისიც კი მაოცებს რომ ახლა მღვიძავს.

"თითქმის მოვედით" მეთიუმ ჩუმად მითხრა, არ ვიცი საიდან აპირებს ჩემს ან მის გაყვანას.

მოულოდნელად ცოცხების კარადაში ამოვყავი თავი და მეთიუს ხელიც ჩემს პირზე აღმოოჩნდა. ცოტა მაკლია რომ მისი ხელი არ ავლოკო რომ მომაშოროს და შევხედო როგორი გაღიზიანებული იქნება მაგრამ ვიცი რომ შეიძლება ორივე მოვკვდეთ ნებისმიერ წამს, ამიტომაც ასე არ მოვიქეცი. მან ნელა გააღო კარი და ირგვლივ მიმოიხედა მერე კი მასთან ერთად წამიყვანა დერეფნის ბოლოსკენ, სადაც ვფიქრობ მისი ოთახია.

"რამდენიმე საათი გვაქვს სანამ მამაჩემი და სიკვდილის მხევლები მოვლენ. შეგიძლია იბანაო შემდეგ კი აქიდან წავალთ" ამიხსნა და მეც თავი დავუქნიე, შემდეგ კი სუფთა პირსახოცი მესროლა და აბაზანიში შევედი.

ნარკეში ჩემი ანარეკლი დავინახე. ამას არ ველოდი, ვერ ვცნობდი გოგოს რომელიც იქიდან მიყურებდა. ჩემი ერთ დროს სუფთა სახე ახლა ნაიარევებითა და ჩალურჯებებით იყო სავსე, და ჩემი თვალები ისე გამოიყურებოდა თითქოს სიკვდილს უყურებდაო. საშინლად გამოვიყურები.  

შხაპი ჩავრთე და ცხელი წყლის შეხებისას ოდნავ შევხტი. ჭრილობები ჩემს მუხლებზე წყლის გამო გაიხნა, ჩემი ზურგი იწვოდა როცა წყალი ეხებოდა იარებსა და ჩალურჯებებს. 

აქიდან რაც შეიძლება მალე უნდა გავიდე.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now