Part 26

241 9 0
                                    


მოულოდნელად ვიგრძენი ცრემლების შეხება სახეზე, თუმცა ეს აღარ მადარდებდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი თავს რომ გამომეხატა ჩემი სიბრაზე და სევდა, თუმცა უკვე აღარ.  მალე ომი იქნება და გულახდილად ჩვენ ყველამ ვიცით ეს. რამდნეიმე წუთის მერე მეთიუ მის ოთახში მიცდიდა.

"მოდი უნდა ვიჩქაროთ" მან ხელი ჩამკიდა და მოულდნელად სრულიად სხვაგან აღმოვჩნდით. ღმერთო ახლა ცუდა გავხდები. თვალები დავხუჭე და როცა გავახილე დავინახე ძალიან დაკუნთული მკერდი. 

"შეგიძლია აქიდან ჰოგვრათსში წავსლა?" თბილად მითხრა და თმა გადამიწია სახიდან. პეპლები. არა, არაა. მამამისმა მომიტაცა. 

უბრალოდ თავი დავუქნიე და ირგვლივ მიმოვიხედე, ჰოგვართსის გარეთ ვიყავით და შემეძლო დამენახა სინათლე რომელიც სასახლიდან მოდიოდა.

"ფრთხილად იყავი, არცერთ სიკვდილის მხევალს არ დაენახო. უბრალოდ ჰარი იპოვე და გააფრთხილე" ამიხსნა და ჩემგან ოდნავ შორს დადგა. როგორ შემიძლია სასახლშე ისე შევიდე რომ ვერავინ დამინახოს.

"რა არის ეს?" ვთქვი როცა ბნელი ღრუბლები და კვამლი დავინახე, რომელიც ჰოგვართსისკენ მიიწევდა. 

"სიკვდილის მხევლები" დაიჩურჩულა, როცა ღრუბლები უკვე ჰოგვართსის თავზე იყო.

ჯანდაბა. დავიგვიანეთ.

"იცოდი რომ თვადასხმა დღეს იქნებოდა?" მთლიანად მაინც ვერ ვენდობოდი მეთიუს. მან თავი გააქნია, თუმცა ჯერაც სასახლეს უყურებდა. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. "ჰარი უნდა ვნახო" ვთქვი და სასახლისკენ წავედი. მეთიუ და მე დიდი ჭიშკრისკენ წავედით და საინტერესოა როგორ ვაპირებთ იქ შესვლას, თუ ისინი დაკეტილია.

"მოიცა არი" მეთიუ გაჩერდა და მოულოდნელად მასთან ახლოს აღმოვჩნდი, უფრო სწორად მის მკერდზე აკრული. ავიხედე და მისი ტუჩები მაშინვე ჩემზე იყო. მეც ვაკოცე, ვიცოდი რომ ომის სხვადასხვა მხარეს ვიყავით. მაგრამ ჯანდაბას ომი. ვისურვებდი რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო მაგრამ უკან დავიხიე როცა ხმამაღალი დაჯახების ხმა გავიგე, რომელმაც მიწა შეარყია.

ახლა ლუჯი ნათელი სხივი ერტყა სასახლეს გარს მაგრამ სიკვდილის მხევლები ცდილობდნენ ბარიერში შეღწევას.

"ჯანდაბა" მეთიუმ თქვა და მისი მარცხენა ხელი დაიჭირა" მამაჩემი მეძახის. წადი და დაიმალე არი, აქიდან შორს წადი, გთხოვ" ხელი ჩამკიდა და მთხოვა.

"მაპატიე მეთიუ, ჩემს ძმას უნდა დავეხმარო" ამის მერე სხვადასხვა გზით გავაგრძელეთ სიარული.

______________

ჰეი, გადავწყვიტე ყველა თავი დღეს დავდო, რადგან ცოტა დარჩა. იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ დატოვეთ კომენტარი, რომ გავიგო რომ მოგწონთ.

მადლობა რომ კითხულობთ.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now