Part 2

261 10 0
                                    

ანუ არავინ იცის ვინ ვარ. ამას დამატებული ჩემი ძმა მაიგნორებს იმის გამო თუ რომელ სახლში მოვხვდი, თუმცა ვის ადარდებს, არა? მე მას გვერდს ვუვლი დერეფნებში მაგრამ არ მელაპარაკება. მის გვერდით ვჯდები მაგიდასთან, არც კი მიყურებს. ეს გამაღიზიანებელიც კი ხდება. მე ის წლებია არ მინახავს და ის იმასაც კი არ აკეთებს რომ შეიჩნიოს ჩემი არსებობა..

"ჰეი, არია არა?" გრიფინდორელმა გოგომ მკითხა. მას ყავისფერი თმები და რამდენიმე ჭორფლი ქონდა სახეზე. მე თავი დავუქნიე და მანაც განაგრძო."გრიფინდორელებს წვეულება გვაქვს დღეს, მოხვალ? ტყუპები აწყობენ."მე ნამდვილად მომეწონა წვეულების აზრი, თან არაფერი მაქვს გასაკეთებელი.

"კი იქ ვიქნები" გავიღიმე და ისიც თავის მეგობრებთან დაბრუნდა. რატომ ვარ აღელვებული წვეულების გამო? წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ წვეულებაზე ყველა დაბოლდება ან დალევს და მთლიანად გასულები იქნებიან. საბოლოოდ კი მაკგონაგელი ან დამბლდორი გამოგვიჭერს.

ჩემი ოთახისკენ წავედი და შევნიშნე რომ ვიღაც იყო შიგნით. სწრაფად გავაღე კარი და ველოდი რომ დაფნის ვნახავდი თავის ლოგინზე წიგნით ხელში, როგორც ყოველთვის. თუმცა არა. ის მის საწოლზე იყო და ვიღაც ჰაპლეფავს კოცნიდა.

"მერლინს. დაფნი!" დავიყვირე და თვალებზე ხელი ავიფარე რომ ეს საშინელი სცენა არ მენახა.

"ბოდიში" ბიჭის კალთიდან გადმოხტა და ისიც ოთახიდან გაიქცა. როგორც ჩანს არ უნდოდა რომ გამოეჭირათ.

"ვინ იყო ეს?"სიცილით ვიკითხე.

"არავინ მნიშვნელოვანი, არ ინერვიულო ამაზე." თქვა და ოთახი დატოვა, ალბათ მას ეძებდა. ვინ იცის?

ჩემს საწოლზე მოვთავსი და ვცდილობდი მომეშორებინა გონებიდან ის სცენა რაც რამდენიმე წამის წინ ვნახე. გრიფინდორის წვეულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავი თანაც.

მე მხოლოდ სამ კაბას ვფლობ. ყვავილებიან იისფერს რომელიც მაშინ ვიყიდე როცა 10 ვიყავი, მუქი მწვანეს რომელიც ქორწილში მეცვა საფრანგეთში და ბრჭყვიალებით გაწყობილ ლურჯს. ვფიქრობ, რომ თუ იისფერს ჩავიცვამ მთელი წელი ბულინგის ქვეშ ვიქნები. ჩემი საუკეთესო არჩევანი მწვანეა, უფრო მეტად იმიტომ რომ ეს ჩემს ძმას გაამწარებს. მწვანე ხომ სლიზერინის სახლის ფერია. სწრაფად ჩავიცვი კაბა და ოდნავი მაკიაჟი გავიკეთე, სარკეში რამდენჯერმე შევამოწმე ჩემი თავი და ვფიქრობ რომ მზად ვარ.

ჩემი ოთახიდან გამოვედი და საერთო ოთახში შევედი. უკვე გავდიოდი საერთო ოთახიდან რომ ვიღაც მაღალს შევეჩეხე. 

"უყურე სად მიდიხარ" ფიგურამ მითხრა. 

"უყურე სად მიდიხარ" გავაჯავრე ჩუმად და იმედი მქონდა რომ ვერ გაიგებდა, თუმცა მოულოდნელად ჯოხი ვიგრძენი ყელთან და უცნობის ჩურჩულიც გაისმა, რომელიც მისკენ შებრუნებას მიბრძანებდა.

ნელა შევტრიალდი მისკენ და მუქ ყავისფერ თვალებს შევეჩეხე. ისინი მუქი იყო და ბრაზსაც ვხედავდი მასში. 

"გინდა გაიმეორო რაც თქვი?" მან საშიშად მითხრა და ოდნავი მოთამაშე ღიმილიც სახეზე ქონდა გამოსახული. ჩუმად დავრჩი იმ იმედით რომ მასში რაიმე ადამიანური იყო და თავს დამანებებდა. მაგრამ იღბალი ჩემს მხარეს ნამდვილად არ არის. 

"რა გქვია?" თავიგვერდით გადაწია.

"შენ რა გქვია?" სიმამაცე მოვიკრიბე და ჩავიღიმე.

"მეთიუ რიდლი. ახლა მგონი ვიკითხე რა გვქიათქო?"

2

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now