Part 7

247 8 0
                                    

"მე ვიკითხე რა ხდებათქო?" მან საშიში ხმით თქვა.

"უბრალოდ პოტერს ოდნავ შევარყევთ. შენი დახმარება საჭირო არ არის." ნოტმა თავდაჯერებულმა თქვა ღიმილით, თუმცა ინანა როცა ძლიერი მუჭი მის სახეს შეეხო.

"რა ჯან-"ჩურჩული შევწყვიტე.

"ოჰ, შეწყვიტე მეთიუ გთხოვ" პენსიმ თხოვნა დაიწყო სანამ მეთიუ ნოტს სახეში ურტყამდა.

მოულოდნელად სნეიპი შემოვიდა და ადგილზე გაჩერდა.

"რიდლი! ნოტ! შეწტვიტეთ ეს სისულელე" დაიყვირა ოთახის ბოლოდან და ყველას ყურადღება მიიპყრო.

"რიდლი, პოტერ ჩემს ოფისში. ახლავე!" გამოაცხადა. მოიცა რა?

"სერ, მე არაფერი გამიკეთებია"ვცადე შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ აზრი არ ქონდა. მის ოფისში შემათრიეს და სნეიპმა კარი მაგრად მიკეტა. 

"ეს რა იყო? რიდლი ახსენი ახლავე" ის გამკიცხავად უყურებდა მას, თუმცა მეთიუს თითქოს არც დაენახა ეს, ჩუმად იყო.

"მიპასუხე" ისევ თქვა და მე ნელა ავხედე მას.

"არაფერი იყო" მეთიუმ თქვა,

"პოტერ, ის სიმართლეს ამბობს?" მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად რადგან არ მინდოდა უფრო დიდი პრობლემა გაჩენილიყო.

"რიდლი, მამაშენი ამის შესახებ გაიგებს" თქვა და მისი ოფისიდან გამოგვიშვა. მეთიუს დერეფანში გავყევი და კარი ისევ მაგრად დაიხურა. გადავწყვიტე რომ მისთვის მადლობა მეთქვა.

"ჰეი, მადლობა ადრინდელისთვის" თბილად ვთქვი და პასუხს დაველოდე.

"ეს შენთვის არ გამიკეთებია პოტერ" შემოხედვის გარეშე წავიდა.

_______________________

ეს საბოლოოდ შობის დასვენებები იყო, სამწუხაროდ მე ჰოგვართსში დავრჩი, მაგრამ ამას დიდად არ ვჯავრობდი. უნდა მესწავლა რომ არ ჩამოვრჩენილიყავი.

"უკვე გითხარი ჰარი, უნდა დაელაპარაკო" გავიგე ჰერმიონას ხმა დერეფნის ბოლოდან. გადავწყვიტე მომესმინა, მართალია ეს სწორი არ არის, მაგრამ ვინ შეეწინააღმდეგება სურვილს?

"შობაა ჰარი. ოჯახი ყველაფერია შობას" რონალდ ვიზლიმ გამოაცხადა. ვფიქრობ როგორც იქნა ის რაღაცაში არის მართალი.

"შეგიძლია დაპატიჟო ჩვენს სახლში. ისევ ისე იქნება როგორც ადრე' რონმა მონდომებით თქვა.

"არ შემიძლია რონ, გაიგე რაც მოხვდა წინა კვირას სლიზერინებთან. ის ჩემთან უსაფრთხოდ არ იქნება"

ამის მერე არაფერი გამიგია, ისე წავედი. როგორც ჩანს მთელმა სკოლამ გაიგო რა მოხდა გასულ კვირას. მაგარია, ჩემი თავი ნაწამები იქნება...

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now