Part 5

261 8 0
                                    

"მადლობა, ვფიქრობ" მხრები ავიჩეჩე. პენსიც კი დაბნეული იყო და მე მიყურებდა, მზერას რომ ვინმეს მოკვლა შეეძლოს, ახლა ნამდვილად მკვდარი ვიქნებოდი.

"მეთიუ, სიმართლე თუ მოქმედება?" დაფნიმ იკითხა მოთამაშე ღიმილით.

"სიმართლე" მშვიდად უპასუხა.

"სიკვდილის მხევალი ხარ? უნდა უპასუხო" მისი თვალები განათდა როცა ეს იკითხა. 

"კი" მეთიუმ ჩუმად თქვა, თითქოს იმედოვნებდა რომ ვერავინ გაიგებდა, მაგრამ მე გავიგე. მას შევხედე, ის კი უბრალოდ მიყურებდა, ცარიელი გამომეტყველებით სახეზე, თუმცა ღიმილმა მაინც გაიკაფა გზა. მისი არსებობაც კი უბრალოდ გამაღიზიანებელია ჩემთვის, მე კი მას ახლახანს შევხვდი.

"არია, სიმართლე თუ მოქმედება?" მალფოიმ იკითხა.

"მოქმედება" ალბათ ახლა ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი.

"ტედორს აკოცე 10 წამის განმავლობაში" მალფოიმ თქვა და მე უბრალოდ თავი დავუქნიე. თან ტეოდორს გავუღიმე. პენსი მიყურებდა როგორ ვუახლოვდებოდი მას.

"მოიცადე, არ შეგიძლია" პენსიმ თქვა და ტეოდორი მისკენ შეტრიალდა. 

"ეს უბრალოდ კოცნაა, დამშვიდდი." ტეოდორმა მკაცრად უთხრა.

მის გვერდით დავჯექი და ის ჩემსკენ მოიწა. ჩემს ტუჩებს უყურებდა სანამ მას თავისას მიაწეპებდა. მისი ხელი წელზე შემეხო და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დრო არც გასულიყო, როცა პენსიმ დაიყვირა "დრო" და ჩვენც ერთმანეთს მოვშორდით. მან გამიღიმა და საწურგეზე გადაწვა, მეც უბრალოდ იქვე დავჯერი და ირგვლივ მიმოვიხედე, შევნიშნე რომ მეთიუ წასულიყო.

__________________

მე საერთო ოთახიდან გავედი, ვცდილობდი რომ იმ ხმაურს გავცლოდი, რომელსაც მთვრალი სლიზერინები გამოსცემდნენ. კიბეებზე ავედი და ინტერესით ველოდი სად წამიყვანდა ის. რაც უფრო მაღლა ავედი სინათლე შევნიშნე და მაშინვე ვიფიქრე რომ აქ არ უნდა ვყოფილიყავი.  უკან შევტრიალდი და წასასვლელად მოვემზადე როცა ხმა გავიგე. 

"ვინ არის აქ?"

"უკვე მივდიოდი, ბოდიში" ისევ წასასვლელად მოვემზადე როცა ხელზე შეხება ვიგრძენი.

"არია?" შევხვდი მუქ ყავისფერ თვალებს და ღიმილს რომელიც მძულდა იმ წამიდან როცა აქ მოვედი. მეთიუ რიდლი.

"მეთიუ" 

"არია აქ რას აკეთებ?" მეთიუმ თვალები აატრიალა.

"შენ რას აკეთებ აქ მეთიუ?"

"მე პირველმა ვიკითხე"

"მე მეორემ"

"არ მადარდებს"

"ღმერთო, როგორი გამაღიზიანებელი ხარ და მე უბრალოდ ახლა შეგხვდი"

"ოჰ, დიახ, რადგან შენ ბევრად უკეთესი ხარ პოტერ" 

"დამშვიდდი რიდლი, თავდასხმა საჭირო არ არის" გავუღიმე. მისი გაღიზიანება სასაცილოა, განსაკუთრებით მაშინ როცა ფხიზელია.

"ოჰ, მე არ ვიზამ, არ იდარდო პოტერ" ჩაიცინა. მეზიზღება.

_________________________

"არ ვიცი დაფნი, ის საშინელია" ვთქვი და შევხედე დაფნის, რომელიც ნამდვილად არ არის დაინტერესებული ჩემს პატარა სიძულვილში მეთიუ რიდლის მიმართ.

"იმისთვის, ვისაც ასე ძულს, შენ ძალიან ბევრს საუბრობ მასზე" გაიცინა, თან თმას იკეთებდა.

:სიძულვილი ამდენად ღრმაა დაფნი" ვაღიარე. ის ძალიან მაღიზიანებს. მიუხედავად იმისა რომ ვიცი დაფნი ამას არ გულისხმობდა, გადავწყვიტე რომ მისი ფარული მინიშნება დამეიგნორებია. ვგულისხმობ რომ როგორ შეიძლება მოგეწონოს ასეთი ნარცისი, უხეში და ბოროტი ადამიანი. ეს შეუძლებელია.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now