Part 17

240 8 0
                                    

ჩემს ოთახში ვიჯექი და არაფერს ვუყურებდი. სირიუსი მკვდარი იყო და ჩვენ ახლა ზაფხულისთვის ვტოვებდით აქაურობას. სად უნდა წავსულიყავი? ჰარი ყველასგან შორს იჭერდა თავს, რაც ნორმალურიც იყო, მან ერთადერთი ოჯახის წევრის, ჩემს გარდა, სიკვდილი ნახა. ყველაფერს უარეს კი ის ხდიდა რომ დრაკომ გადაწყვიტა ამის გამო მისი გაღიზიანება. ღმერთო, მძულს დრაკო.

მე დაფნის დავემშვიდობე და ლანჩისთვის წავედი. წინ მოსაწყენი ზაფხული მელოდა.

___________________

"სხვა კუპე იპოვე რიდლი" ვანიშნე რომ წასულიყო.

"ყველა სავსეა" თქვა და ჩემს წინ დაჯდა, უბრალოდ რომ წავიდეს არა?!

"ის-არია სერიოზულად?" ჰარი კარებში იდგა და იმედგაცრუებული მიზურებდა, შემდეგ კი მეთუს მიუბრუნდა. "ის სირიუსის მოკვლაში დაეხმარა და შენ მასთან ერთად ზიხარ?" დაიყვირა და ყველამ ჩვენსკენ დაიწყო ყურება.

"ის უკვე მიდიოდა." ვცადე ჰარი დამემშვიდებია.

აეა, მას შეუძლია დარჩეს. უბრალოდ არ ელოდო შენთვის ადგილს ვიზლებთან რომ დარჩე" თქვა და გააგრძელა გზა დერეფანში, სანამ რამის თქმას შევძლებდი. მერლინ.

ავდექი რომ ჩემს ძმას გავყოლოდი, მაგრამ ხელმა გამაჩერა და ისევ უკან დამაბრუნა თან ხელი ჩემს თეძოზე დატოვა. ქვემოთ დავიხედე და შემდეგ დაბნეულმა გავხედე მეთიუს.

"რას ფიქრობ რომ აკეთებ?" გავხედე.

"არ წახვიდე" შეეცადა ებრძანებია მაგრამ ჩაფლავდა, რადგან მძულს მისი გამოხედვა ამ წამს.

"და რატომ არა? ის ჩემი ძმაა და მე ადგილი მჭირდება ზაფხულში დასარჩენად" ვკითხე და ნორმალური პასუხის იმედი მქონდა.

"ის განრისხებულია" თვალები აატრიალა და მეც ავდექი რომ ჩემი ძვირფასი ძმა მეპოვნა. ეს გრძელი ზაფხული იქნება.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now