Part 11

240 9 0
                                    

"როგორი იყო შენი პაემანი მისტერ რიდლთან" დაფნიმ ჩაიღიმა, როცა დერეფანში გავედით.

"მოსა-" დავიწყე მაგრამ სიტყვა გაბრაზებულმა ხმამ შემაწყვეტია.

"შენ რა? მე გითხარი რომ მასთან ახლოს არ ყოფილიყავი" ცარიელი ვუყურებდი ჩემს გაბრაზებულ ძმას. როდიდან გახდა ასეთი დამცველი? ზუსტად არასდროს ყოფილა ასე.

"ჰარი, სამწუხაროდ მასთან უნდა ვიყო რადგან ორ საგანში ვიჭრები და შეიძლება აქიდან გამრიცხონ. როგორც ვამბობდი მოსაწყენი იყო და მთელი დრო ერთმანეთს ვაწვალებდით" ისევ დაფნისკენ შევტრიალდი.

"ოჰ, მაინც არ მომწონს" ჰარიმ თქვა და მის მეგობრებს დაუბრუნდა.

"რა პრობლემა აქვს?" დაფნი ჩემი ძმის ფანი ნამდვილად არ იყო. მისგან საინტერესო ამბებიც კი გავიგე. ის როგორც ჩანს ფიქრობს რომ ყველა სლიზერინელი მისი მტერია და ჩვენ ყველა ბოროტები ვართ.

ჩვენ შხამების გაკვეთილზე ისევ დავიგვიანეთ, მაგრამ ჩვენი მასწავლებელი არსად იყო. ამბრიჯს ახალი წესები აქვს როგორც ამას თავად ეძახის, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. ჩვენ უნდა ვიყვეთ 2 მეტრით შორს ერთმანეთისგან ყოველთვის ან სასჯელს მივიღებთ, რაც ჩემი აზრით სისულელეა. ის ცდილობს რობოტებად გვაქციოს, რომლებიც მის ყველა ბრძანებას დაემორჩილება.

მადლობა ღმერთს ორ თვეზე ნაკლები დარჩა, შემდეგ კი მთელი ზაფხული ჩემთვის ვიქნები.

"ბოდიში სერ, თავს კარგად არ ვგრძნობ, შეიძლება ექიმთან წავიდე?" ვიტყუებოდი რომ ამ გაკვეთილიდან წავსულიყავი. მან თავი დამიქნია თითქოს არც ადარდებდა ჩემი იქ ყოფნა, ეს სიუხეშეა.

როცა დერეფანში მივდიოდი დავინახე ჩემი ძმა, რომელიც სადღაც მიძვრებოდა. არაფერი მქონდა საქმე ამიტომ მას გავყევი. ის ბევრ დერეფანსა და კოლიდორში შევიდა, ლამის დავკარგე კიდეც, მაგრამ ის რაღაცას მალავს. საბოლოოდ ერთ კართან მივიდა და შიგნით შევიდა, მეც მას მივყევი.

ყველას იქ შევხვდი. აქ იყვნენ ყველა სახლიდან, ჰაპლეფაპი, გრიფინდორი, რეივენქლოც კი მაგრამ არა სლიზერინი. რა დამთხვევაა. 

"აქ რა ხდება?" ვთქვი და ყველამ მე შემომხედა შეშინებულმა.

"არავინ მოგყვებოდა?" ჰერმიონამ დარდით თქვა.

"არა,- ეს რა არის ჰარი?" დაბნეული ვიყავი.

"არაფერი მართლა! მე უბრალოდ ბავშვებს მაგიის სწავლაში ვეხმარები რადგან ამბრიჯი ამის უფლებას არ გვაძლევს" გულწრფელად თქვა, ცოტა დანაშაულიც კი ჩანდა მის თვალებში.

მოულოდნელად დიდი ხმაური გაისმა კარიდან. მე ჩემი ძმის უკან დავდექი და დავინახე ამბრიჯი და მისი სლიზერინელების კლანი, თუ რასაც უძახის მათ, როგორ შემოვიდნენ.

"აიყვანეთ!" დაიყვირა და ისინიც ჩვენსკენ წამოვიდნენ.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now