Part 8

246 8 0
                                    

მთელი თვე გავიდა, შობი ჩუმი იყო და ჰოგვართსი მიტოვებული. მე ჩემს სწავლას მივუბრუნდი მაგრამ ახალი მასწავლებელი გამოჩნდა წლის დასაწყისში და ფაქტიურად მთელი ადგილი დაიკავა. და დამბლდორს ვერსად ნახავდით.

"მის პოტერ ჩემს ოფისში გაკვეთილის მერე?"

"რატომ პროფესორო უმბრიჯ?" იგივე ხმით ვუთხარი, რომლითაც ყველას ესაუბრება.

"სასჯელი გაკვეთილის მერე"

________________

მის ოფისში შევედი, რომელიც მთლიანად ვარდისფერი იყო. როგორც ჩანს ის კატების მოყვარულია რადგან მთელი კედელი მათი ფოტოებითა და ნახატებით აქვს მორთული. 

"მის პოტერ შემოდით და დაჯექით, თქვენ რამდენიმე წინადადებას დაწერთ დღეს" ზრდილობიანად გაიღიმა. მასთან აქამდე სასჯელი არასდროს მქონია, ეს სახალისო იქნება.

"მშვენიერი" სარკასტულად ვთქვი და მისგანაც გამკიცხავი მზერა დავიმსახურე. მან ფურცელი და ფრთა მომაწოდა მაგრამ არა მელანი.

"მელანი არ არის მის?"

"არა, ეს მაგიური ფრთაა, ახლა დაწერე "სიტყვა არ უნდა შევუბრუნო" გაიგე/" იკითხა და მეც თავი დავუქნიე. ფურცელი ცარიელია და მელანი არ არის. ეს ქალი გიჟია? ეს წინადადება ორჯერ დავწერე და ხელის ტკივილი ვიგრძენი. დავიხედე და ჩემს ხელზე ამოტვიფრული იყო აღნიშნული წინადადება.

"რა--"

"შეიძლება ისწავლი რამეს მის პოტერ" თქვა როცა ჩემი ხელი დავიზილე.

ღმერთო ტკივილი საშინელი იყო, სისხლიც გამოჩნდა, მაგრამ სკამიდან ისევე სწრაფად ავდექი როგორც დავჯექი. ფაქტიურად ოთახიდან გავარდი და შემეძლო მეგრძნო მისი ღიმილი, რომელსაც ზურგს უკან მჩუქნიდა. სისხლი ხელიდან წვეთავდა და იატაკზე იწვეთებოდა. როცა კუთხეში შევუხვია ვიღაცას დავეჯახე. არც ამიხედავს შევეცადე გავცლოდი მაგრამ ჩემი სისხლიანი ხელი დაიჭირა.

"ვინ გაგიკეთა ეს?" ხმა ეკუთვნოდა ერთადერთს მეთიუ რიდლის. როცა ავხედე ველოდი რომ ნასიამოვნებ ან დამცინავ გამომეტყველებას დავინახავდი, მაგრამ რაც მის სახეზე იყო ამისგან სრულებით განსხვავდებოდა. "მე კითხვა დაგისვი პოტერ" თვალების ტრიალით თქვა.

"არავინ, გამიშვი" ვთქვი და მის ყავისფერ თვალებს შევხვდი. ხელი გამიშვა და ჩემს სახესთან მოიტანა. იმის შემდეგ რაც საუკუნეს გავდა ისევ ძირს დაუშვა ხელი თითქოს ყოყმანობდა, არ იცოდა რას აკეთებდა. ამის მერე კი შეტრიალდა და წავიდა.

ხმამ ზურგს უკან შემაშინა. "რატომ ელაპარაკებოდი რიდლის?" ჰარიმ ჩემს სახესთან დაიყვირა, მხრები ავიჩეჩე უდანაშაულოდ, ვიმედოვნებდი რომ არაფერი დაუნახავს. "მიპასუხე არია" მიბრძანა და მეც დავნებდი.

"ეს არაფერი იყო ჰარი, ხელი გავიჭერი ესაა და ეს." ნახევრად სიმართლე ვუთხარი.

"თქვენ ორნი ახლოს ჩანდით, მაგრამ ის ვოლდემორტის შვილია. მას ვერ ენდობი."

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now