Part 15

250 7 0
                                    

"ჰარი სად ჯანდაბაში მიდიხარ?" ხიდის ბოლოდან დავიყვირე და მანაც შემომხედა.

"სირიუსის გადასარჩენად და შენ აქ რჩები" ჰარიმ ცადა ჩემგან წასვლა მაგრამ სირიუსი ჰარის ნათლიაა, ამიტომ ყველაფერს ვიზამ რომ ის გადავარჩინო.

"მეც მოვდივარ" ჯიუტად ვთქვი, ნამდვილად არ ვაპირებ ის მარტო გავუშვა.

"ჩვენ ყველა მოვდივართ. ამას მარტო ვერ იზამ ჰარი" ჰერმიონამ გაიღიმა და პირველად მადლიერი ვიყავი რომ ის აქ იყო. ერთად უნდა ვიმუშაოთ თუ გადარჩენა გვინდა. 

ამის მერე ხმა არცერთ ამოგვიღია და მაგიის სამინისტროში წავედით. დროა სირიუსი დავიბრუნოთ.

_____________________

მინისტრში შესვლისას სიჩუმე იყო, ზედმეტად სიჩუმე. კრისტალების ბურთებით სავსე ოთახში შევედით, უფრო სწორად ჯადოქრების წინასწარმეტყველები რომლებსაც მათი სახელები აწერიათ. ჟრუანტელმა დამიარა როცა გავიაზრე რამდენად სიბნელე იყო ირგვლივ, როგორი პატარა სინათლე შემოდიოდა ოთახში.

"ლუმოს" ჩვენ ყველამ ჩავიჩურჩულეთ და ოთახიც უფრო განათდა.

მოულოდნელად ნუ ჩემთვის მოულოდნელად სიკვდილის მხევლები გამოჩნდნენ და ნელა დაიწყეს სვლა ჩვენსკენ. მათი ნიღბები ჟრუანტელს მგვრიდნენ. 

"სად არის სირიუსი?" ჰარი ცადა ბრძანება გაეცა მაგრამ ჩაფლავდა, რადგან მისი ხმა ნამდვილად არ გავდა ბრძანების ტონს, თუმცა მისი მესმის ამ ხალხმა ჩვენი მშობლები მოკლეს.

"იცი?! დროა უკვე განსხვავების თქმა შეგეძლოს" დაბალი ბოხი ხმით დაიწყო ერთმა "სიზმარსა და რეალობას შორის" სიკვდილის მხევალმა ნიღაბი მოისხა და ის იყო ლუციუს მალფოი. დრაკოს მამა. "შენ მხოლოდ ის ნახე, რაც ბნელ ლორდს უნდოდა რომ გენახა. ახლა წინასწარმეტყველება მომეცი" მან ჩემს ძმას მოთხოვა, თითქოს ის ამას გააკეთებდეს.

"თუ რამეს იზამ, მას დავამსხვრევ" ჰარი დაემუქრა, რის გამოც ლუციუსმა ცოტათი ჩაიღიმა. მოულოდნელად საშინელმა სიცილის ხმამ რეალობაში დამაბრუნა. ბელატრიქს ლესტრეინგი...

"მან იცის როგორ უნდა ითამაშოს" ფსიქოპატმა დაიწყო." პატარა პოტერი" ბოლო ნაწილი ზიზღით თქვა, რამაც ოდნავ შემახტუნა და უკან დავიხიე.

"ბელატრიქს ლესტრეინჯი?" ბიჭმა გრიფინდორიდან თქვა. თუ ზუსტად მახსოვს ის ნევილ ლოგბოტომია. გამიგია რა საშინელება გაუკეთა მის მშობლებს ბელატრიქსმა.

"ნევილ ლოგბოტომი არა? როგორაა დედა და მამა?" გაიცინა მათი წამების გახსენების გამო.

"ახლა უკეთ რადგან სამაგიეროს მიიღებ" მისი ჯოხი მას დაუმიზნა და ფსიქოპატმა უბრალოდ ჩაიცინა და მისი ჯოხი დაუმიზნა, მაგრამ ლუციუსმა შეაჩერა.

"მოდი ყველა დავწყნარდეთ" შეეცადა სიტუაცია დაეწყნარებია.

"რატომ ჭირდებოდა ლორდემორტს ჰარის აქ მოყვანა მის მისაღებად?" ხმა ამოვიღე და ბელატრიქსმა მე შემომხედა დაბნეულმა.

"ბედავ და მის სახელს ამბობ?" ლამის დაიჩურჩულა, კარგად დამაკვირდა, "შე ნახევარსისხლა!" დაიყვირა.

"კარგი.. ვინ გვყავს აქ?" ლუციუსმა იკითხა, მაგრამ გავჩერდი და ხმა აღარ ამომიღია.

"ჩემი დაა, და თუ გაბედავ და მას რამეს დაუშავებ-" ჰარიმ დაიწყო ყვირილი მაგრამ ისევ ლუციუსმა შეაწყვეტია.

"არც კი ვიოცნებებთ" მოიტყუა და ინტერესით მიყურებდა. როგორც ჩანს დრაკოს ჩემზე არაფერი უთქვამს მისთვის. სასაცილოა.

მოულოდნელად მე და ჰერმიონამ შევნიშნეთ რომ სიკვდილის მხევლები წრეს კრავდნენ ჩვენს გარშემო, ჩვენს შეტყუებას ცდილობდნენ, როგორც ცხოველების რომლებსაც მხოლოდ ლოცვა დარჩენიათ.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now