"თუ შენ მოკვდები, მაშინ მეც მოვკვდები" ვიცოდი,რომ ჩემი ძმის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი. თავი გააქნია მაგრამ იცოდა რომა ამს მაინც ვიზამდი.
ამის მეტი არაფერი გვითქვას ერთმანეთისთვის და ჩვენი სიკვდილის მიმართულებით წავედით. სასაცილოა, ამას წლები თავს ვარიდებდით, მაგრამ მაინც მისკენ მივიწევთ ახლა.
"ჰარი? არია? არა!" ჰაგრიდმა დაიყვირა როცა ვოლდემორტისკენ წავედით. "რას აკეთებთ?" მაგრამ არცერთმა ვუპასუხეთ, მისი სახეზე არსებული გამოხედვა ყველაფერს გვეუბნებოდა.
ავიხედე და დავინახე მეთიუ, რომელიც ბელატრიქსის გვერდით იდგა. მან შემომხედა და თავი გააქნია და ვიცოდი რასაც ნიშნავდა, მაგრამ მისთვის აღარ გამიხედავს, რადგან ვიცოდი, ეგოისტი გავხდებოდი და მთელი ცხოვრება ტანჯვაში ვიცხოვრებდი.
"ჰარი პოტერი... ბიჭი რომელიც გადარჩა." ვოლდემორტმა თქვა, "მოვიდა რომ მოკვდეს" ჯოხი ნელა აწია და შემეძლო დამეფიცა რომ ამით სიამოვნებას იღებდა. "ავადა კედავრა"
მწვანე შუქი ჩემს გვერდით გაიჭრა და ჰარი ჩემს გვერდით უკვე აღარ იყო, მიწაზე იყო უმოძრაოდ. ამოვიტირე და ვიცოდი შემდეგი მე ვიყავი. ველოდი მწავნე შუქი ჩემი მიმართულებით როდის წამოვიდოდა მაგრამ ეს არ მოხდა. ვოლდემორტს ავხედე და იღიმოდა.
"მომკალი" ვუბრძანე და ყველამ მე შემომხედა. დაბნეული გამომეტყველება იყოს ყველას სახეზე და მალევე სიჩუმე ჩამოვარდა. "არ გესმის? მე ვთქვი მომკალი!" დავიყვირე და ვოლდემორტმა თავის მიმდევრებს გახედა, თითქოს ეს უჩვეულო ბრძანება იყო მისთვის."მომკალი, როგორც დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა მოკალი. გააკეთე!" ამოვიტირე, ცრემლები უკვე მთელ სახეს მისველებდა. იმ ადამიანს შევხედე რომელიც უკვე აღარ მყავდა. ვიმედოვნებ რომ ისევ გადაურჩება ამ შელოცვას მაგრამ როგორც უკვე ვიცი, იმედი სახიფათო იარაღია. იმედმა უიმედოდ დამტოვა.
ჰარის დავყურებდი, როცა ხელები ვიგრძენი ჩემს გარშემო და ვიცოდი ეს ვინც იყო. "უნდა წახვიდე არია" ყურში ჩუამდ მითხრა, როცა ცრემლებს მწმენდდა.
"არ შემიძლია. აღარ მინდა სიცოცხლე ტეო. ჩემი ძმის გარეშე არა" მის მხარზე ამოვიტირე და ყველაფერი ჩვენს გარშემო დადუმდა.
"რას აკეთებ ბიჭო?!" ვილდემორტმა დიაყვირა. "გაიწიე რომ მისი ფატეთიკური არსებობა დავასრულო" თქვა, მაგრამ მეთიყ არ განძრეულა. წამითაც კი არა.
"არა" მტკიცედ თქვა და მაიძულა მისთვის ამეხედა. სახეზე მიზანდასახულობა ეტყობოდა.
"არ მითხრა რომ ეს გოგო მოგწონს" ვოლდემორტის სიბრაზე უკვე ყველგან იყო.
"არ მომწონს ის მამა" დაიწყო და წამით დადუმდა. "მიყვარს"
YOU ARE READING
devoted-M.R (დასრულებული)
Fanficარია პოტერი ჰოგვრათსში გადავიდა სასწავლებლად, მის ძმასთან რომ ყოფილიყო. ის დამალული იყო წლების განმავლობაში ჯადოქრების სამყაროს სიბნელისგან. თუმცა როცა ის მეთიუ რიდლს შეხვდება მისი სამყარო სწორედ მაშინ გადაქიცევა წამებად. ეს ორი ერთმანეთს ვერ იტანს...