Part 14

247 7 0
                                    

"ჰარი? ჰერმიონა?" დავიყირე ცარიელ ტყეში. შევამჩნიე რომ ვიღაც ჩემს უკან მოძრაობდა და მაშინვე იქით შევტრიალდი და მაშინვე შევხვდი ერთსა და განუმეორებელ მეთიუ რიდლს.

"მეთიუ? აქ რას აკეთებ?" ლამის დავუყვირე, როცა ხეს მიეყრდნო. "შემაშინე"

"ვიფიქრე დახმარება დაგჭირდებოდა" მხრები აიჩეჩა.

"ანუ ჩემი დახმარება გინდოდა?" ჩავიღიმე.

"არა, მაგრამ აქ მარტო მოკვდები" თვალი ჩამიკრა მოფლირტავე ღიმილით, როგორც ყოველთვის. ღმერთო, გამაღიზიანებელია. შემიძლია აქ მარტო ვიყო, ასეთი მოუხერხებელი არ ვარ.

"ნაბიჭვარი ნუ იქნები რიდლი" გავაფრთხილე რამაც მისი ჩაღიმება უფრო გააფართოვა და ჩემსკენ ნელა წამოვიდა. ის უფრო და უფრო მიახლოვდებოდა სანამ უკვე არანაირი სივრცე არ იყო ჩვენს შორის,  მაგრამ არ გავწეულვარ.

"ჩუმად იყავი" ჩუმად თქვა და მაღალი ხის უკან დამმალა, ხელი კი პირზე ამაფარა. შევეცადე მომეშორებია მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ უბრალოდ ხელზე ვუკბინე.

"შენ ახლა-შენ ახლა მიკბინე?" სრულიად გაოცებული იყო, რაც დავაიგნორე.

"არ მინდა შენი ბინძური ხელი ჩემს პირზე, ღმერთმა იცის სად ქონდა" სიმართლე ვუთხარი მაგრამ მეთიუმ ცადა ჩემი წინადადების დაიგნორება და გველურად ჩაიღიმა.

"შეწყვიტე ჩაღიმება" თვალები ავატრიალე. "სახეზე შეგეწეპება" 

"მაიძულე" ლამის სახე ჩამომივარდა, როცა ჩემს სახესთან კიდევ უფრო ახლოს მოვიდა. ერთმანეთის სუნთქვა სახეზე გვეცემოდა.

"მეთიუ?" ამოვისუნთქე. არ შემეძლო. ჩვენ არ შეგვეძლო. ჩემი ძმა სადღაც აქ იყო და მერლინმა იცის სად წაიყვანა ამბრიჯმა ის და ჰერმიონა მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მასზე ნერვიულობაც კი დამავიწყდა. მეთიუს თვალებში ჩავიხედე და მათში ჩავიძირე. რამდენიმე წამში კიდევ უფრო ახლოს მოიწა და მეც იგივე გავაკეთე. მან ნაზად მაკოცა, თითქოს ასე რომ არ მოქცეულიყო დავიმსხვრევოდი. მისი ხელი ჩემს ტანზე ააყოლა და ჩემი სახე მათში მოიხცია.

მოულოდნელად უკან დგადახტა და მისი მარცხენა ხელი ტკივილის გამო მეორეთი დაიჭირა.

"მეთიუ?" გაოცებულმა ვიკითხე, ეს ხმაშიც მეტყობოდა. ის მთლიანად შებრუნდა ჩემგან. რომ არ დამენახა. მასთან ახლოს მივიწიე და ცრემლებით სავსე მისი თვალები დავინახე.

"სასახლეში უნდა დაბრუნდე არი" ემოციების დამალვას შეეცადა.

"არ შემიძლია" ვცადე მეთქვა მაგრამ შემეწყვეტია, როცა ჩემსკენ შემობრუნდა.

"სასახლეში წადი პოტერ"

"ჩემი ძმა სადღაც აქაა მეთიუ, უბრალოდ ვერ მივატოვებ!" ხმას ავუწიე მაგრამ მეთიუ ჯიუტია.

ხელი მომკიდა და მოულოდნელად მის მარწუხებში ვარ. ხელი წელზე მომკიდა. როგორღაც როცა თვალები გავახილე ჰოგვართსის გარეთ ვიყავი. ჩვენ ახლა აპარაცია გავაკეთეთ?"

"შიგნით შედი, აქ საშიშია" ხელი გამკრა მაგრამ მაინც ისევ იქ ვიყავი.

"ჩემთან ერთად შემოდი, გთხოვ მეთიუ" ვცადე მაგრამ ისევ უშედეგოდ. ახლა ყველაფერი უაზრო იყო.

"არ შემიძლია და იცი რატომაც არია" თავი ნელა დახარა და მე ვიცოდი რომ უნდა წასულიყო მაგრამ მძულდა ეს. გული მტკიოდა, რადგან არ ქონდა მნიშვნელობა რამდენჯერ ვისაუბრებდით, ვაკოცებდით ან უბრალოდ ვიჯდებოდით ერთმანეთის პირისპირ, ჩვენ ერთად ყოფნას ვერასდროს შევძლებდით. მეთიუ რიდლი მომწონს? კი, კი და კი. სამწუხაროდ.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now