Part 16

240 7 0
                                    

ჩვენ გავიქეცით, თან შელოცვებს ვისროდით. ეს ერთადერთი იყო რაც შეგვეძლო, რადგან ისინი რაოდენობით გვჯობდნენ.

"ექსპელიარმუს" დავიყვირე და ერთ-ერთი სიკვდილის მხევალი განვაიარაღე. თუმცა ამან დიდი არაფერი ქნა რადგან ფიგურამ ის ისევ აიღო. მოულოდნელად ბელატრიქსი ჩემსკენ გამოიქცა და მისი დანა მესროლა. დანა. ესეც დაემატება ჩემს სიკვდილთან მაიხლოვებულ გამოცდილებებს. მოდი უბრალოდ ვთქვათ რომ ეს სია დღითიდღე იზრდება.

შოკში ვიყავი და დამავიწყდა რომ შუა ბრძოლაში ვარ, დანა კი ძირს აგდია. რაზე ფიქრობდა ჰარი აქ რომ მოდიოდა?

"დაგიჭირე" ბელატრიქსმა ჩემს ყურთან თქვა როცა დანა კისერზე მომადო. "ყოველთვის მინდოდა პოტერის მოკვლა." გაიცინა.

"ჯოჯოხეთში დაიწვი!" კიდევ უფრო გავაბრაზე.

"უკვე ვიყავი იქ. საკმაოდ კარგია" ჩაიღიმა, ლამის გაიცინა კიდეც საკუთარ ხუმრობაზე.

"სტუპეფუ!" ჰარიმ დაიყვირა და ბელატრიქსიც ჩემგან შორს გაფრინდა ბოლოს კი იატაკზე ძლიერად დაეცა. მადლობა მერლინს ჰარისთვის.

ჰარიმ თავი დამიქნია და ჩვენც ბრძოლა გავაგრძელეთ სირიუსისთვის. მაგრამ უკვე აღარ მჯერა რომ ის მართლა აქ არის. მე და ჰარიმ კოლიდორებში სირბილი დავიწყეთ იმდენად სწრაფად რამდენადაც შეგვეძლო, რომ იმ არეულობიდან დაგვეხწია თავი რომელშიც ჩვენივე თავის გამო აღმოვჩნდით.

მოულოდნელად ჩვენ ყველა ისევ ერთმანეთს შევხვდით. "ჯანდაბა" დავიჩურჩულე როცა დავინახე რომ ყველა სიკვდილის მხევალი ჩვენსკენ მოიწევდა, სანამ ჯინი ვიზლიმ არ დაიყვირა "რედუქტო" და ყველა მათგანი იატაკზე დაეცა. ჩვენ ყველა გაოცებულები ვიყავით როცა კრისტალის ბურთები იატაკზე დაეცა თაროებიდან და სარკის ეფექტი შექმნა. ისინი სწრაფად და სწრაფად ეცემოდნენ და ჩვენ გავიაზრეთ რომ დროა გავიქცეთ. ჩვენ ყველა გავიქეცით და შევეცადეთ იმ კარიდან გავსულიყავით რომლიდანაც შემოვედით.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now