Part 24

242 8 0
                                    

"ნამდვილი ხარ?" თავი გვერდით გადავწიე, მის თვალებს დავაკვირდი და გავიაზრე რომ ის ნამდვილად არ არის წარმოსახვითი და ის ნამდვილად საკნის მეორე მხარეს დგას.

"კი არია, ნამდვილი ვარ" თვალები აატრიალა. ამან ლამის გამაცინა. ლამის.

"დაახვიე, შენი დახმარება არ მჭირდება. შენ ხარ მიზეზი რატომაც ვარ აქ" პირდაპირ თვალებში ვუყურებდი როცა ამას ვამბობდი.

"გჭირდება" წარბი აწია და საკანში შემოიხედა, თითქოს ნიშანს მიგებდა. "და მე არ მომიყვანიხარ აქ"

"თუ გავითვალისწინებთ რომ ახლა მამაშენი აკონტროლებს ჩემს ცხოვრებას, მგონი მართალი ვარ" ვთქვი თუ არა ჩემგან შებრუნდა.

"კარგი არია, შენი არჩევანია. ან დამთანხმდი ან დაივიწყე" თქვა და წასასვლელად მოემზადა. ამ მომენტში თავი უსუსურად ვიგრძენი. რას ვაკეთებ? მას ვერ ვენდობი. მაგრამ აქიდან გასვლა მჭირდება.

"მეთიუ... მოიცადე" ვთქვი თავდახრილმა.

___________________________________________

მეთიუმ მისი მთელი გეგმა მითხრა. ის ხვალ დილით გამაქცევდა, როცა ყველა სიკვდილის მხევალი მამულიდან გასული იქნებოდა, თქვა რომ ისინი წავიდოდნენ "ჯადოქრული რეიდისთვის". ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო რომ ვოლდემორტი აქ არ იქნებოდა და მეთიუმ დანარჩენი გეგმა არ მითხრა მაგრამ მითხრა რომ უბრალოდ უნდა ვენდო. სიტუაციას შეესაბამება არა. ის არის მიზეზი რატომაც ვარ აქ და ის ვოლდემორტის ვაჟია. მას ნამდვილად შემიძლია ვენდო. ეს ნამდილად ლოგიკურია. მივცე უფლება ვოლდემორტის შვილს დამეხმაროს? რათქმაუნდა, მე კარგად ვიქნები. სრულიად კარგად. 

ფიქრები საკნის კარების ხმაურიანად გაღებამ შემაწყვეტია. ავიხედე და დავინახე გრეიბეკი და ორი სხვა სიკვდილის მხევალი, რომლებიც ადრე არასდროს მინახავს, როგორ მიშვერდნენ თავიანთ ჯოხებს სახეში.

"ადექი ნახევარსისხლა" ბოლო ნაწილი განსაკუთრებით გამოკვეთა. როცა არ გავინძერი ადგილიდან, მტკივნეულად მომკიდა  ხელი მხარში და მისი ფრჩხილები ჩამასო, მაღლა ამწია და საკნიდან გამათრია. ჩემი აწ უკვე კვირეული სესიის დრო დამდგარა. მუხლები კიბის საფეხურებზე მეკეცებოდა, ყოველი მათგანი მტკივნეული იყო, სანამ დიდ ოთახში არ შევედით. თვალები სინათლის გამო დავუჭე და მასთან შეჩვევას შევეცადე, როცა ეს გამომივიდა მაშინვე მეთიუს თვალებს შევეჩეხე,

"იმედია მტკივნეული იქნება" მალფოიმ ჩაიჩურჩულა როცა ჩამია, მე კი ტკბილად გავუღიმე.

"ჯოჯოხეთში დაიწვი" ვთქვი და მისი სახეც მაშინვე გაქვავდა და მის ძვირფას მამასთან წავიდა.

devoted-M.R  (დასრულებული)Where stories live. Discover now