• თავი 4 - "სამიზნე"

65 11 28
                                    


ლილიანა მარტინეზი მანქანას ვაიოლას სახლის წინ აჩერებს. გოგონები მაშინვე ამჩნევენ სახლთან მდგომ ნაცნობ მანქანას და ერთმანეთს უყურებენ.

- არ წასულა?- ვაიოლას თვალებში იმედი ისახება,- ლილიანა მამაჩემი არ წავიდა!

- ეს ძალიან კარგია- ეღიმება ლილიანას, მერე კი სახლისკენ იყურება, რომელიც ჩაბნელებულია,- ვი შუქები რატომ არ ანთია.

- ალბათ სძინავს, მანქანა აქ დგას, ისიც აქ არის.

- და თქვენს ეზოში ლამპიონები რატომ არ ანათებს?

- სავარაუდოდ დენი წავიდა, ან ნათურა გადაიწვა,- ვაიოლამ გოგონას გახედა.

- მაგრამ სხვა სახლის ლამპიონები ანათებს.

- ღმერთო ჩემო ლილიანა შენი კითხვებით დავიღალე! - ვაიოლამ სახელურს ხელი მოკიდა.

- გამოგყვები- ლილიანამ კარი გააღო.

- არა, დაღლილი ხარ, წადი დაისვენე.

- ვი მთელი დღეა ისედაც უცნაური შეგრძნება მაქვს, გთხოვ უნდა დავრწმუნდე, რომ სახლში უსაფრთხოდ ხარ.

- ლი ხო ხედავ მამაჩემი სახლშია, სავარაუდოდ ლამპიონი გადაიწვა, მაგ შენს გონებას უთხარი რომ ამდენ საშინელებათა ფილმს ნუ უყურებს,- ვაიოლა გოგონას ჩაეხუტა, მერე კი თვალებში შეხედა,- კარგად ვიქნები, გპირდები.

- ვი...- უნებურად ლილიანამ გოგონა კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში და მისი სურნელი შეისუნთქა,- გზიდან დაგირეკავ, იცოდე თუ არ მიპასუხებ გავბრაზდები!

- კარგი! ფრთხილად იარე,- ვაიოლამ კარი გააღო და გოგონას შეხედა, - თუ მოგენატრე მაგ ყელსაბამს დახედე,- გოგონამ ლილიანას ყელზე არსებულ სამკაულზე ანიშნა და თან ენა გამოუყო.

- მომშორდი! - ლილიანამ უთხრა.

- აღარ მიდიხარ?

- ჯერ სახლში შედი და მერე წავალ.

- უკვე დამღალე!- ვაიოლა შეტრიალდა და სახლისკენ წავიდა, კარი გააღო, მეგობრისკენ გაიხედა, რომელიც მას აკვირდება და ეცინება,- წადიი!

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now