გაფრთხილება: +18
.....
ანტონიო მანქანას ბიუროს პარკინგზე აჩერებს, თავის ჩანთას იღებს, რომელშიც საბუთები უწყვია და კიბეებისკენ მიდის. როგორც კი შიგნით შედის, ლიფტისკენ ინაცვლებს, შესვლისთანავე სარკეში იხედება და კოსტუმს ისწორებს. ლიფტის კარი იღება, ისიც გადის და თავისი კაბინეტისკენ მიემართება.
- მისტერ რამოს- გზაში თავისი მდივანი ეწევა და ეუბნება,- გეფიცებით ვუთხარი გარეთ დაგლოდებოდათ მაგრამ არ მომისმინა
- ვისზე ამბობ ანაბეტ?
- ქალი...
ანტონიოს თვალები გაუფართოვდა, აღელდა, მხოლოდ ერთადერთი ქალი შედიოდა ხოლმე მის ოფისში დაუკითხავად, და იცოდა ეს ვინც იყო, ამიტონაც ფეხს აუჩქარა, კაბინეტის კარი შეაღო და მაშინვე თქვა
- იზაბელა?
- არა - დივანზე მჯდარი ქერათმიანი გოგო სიგარეტის ბოლო ნაპას არტყავს და ფეხზე დგება, - გამარჯობა ბატონო რამოსს. ბოდიშით დაუკითხავად შემოვედი და კაბინეტში სიგარეტის სუნი დაგიყენეთ.
- შენ...
- კატალინა ვენტურა, გახსოვართ? ერთმანეთს მამაჩემის წვეულებაზე 3 წლის წინ შევხვდით.
- კატალინა... მახსოვხარ, "შხამიანი აჩრდილის" წარმომადგენელი ხარ - კაცი მაგიდას მიუახლოვდა, ჩანთა დადო და გოგოს სერიოზული გამომეტყველებით შეხედა,- ჩემს კაბინეტში დაუკითხავად რატომ შემოხვედი?
- გარეთ ლოდინი მომბეზრდა- გოგო ფანჯრის ზალუზებს მიუახლოვდა და ჩამოსწია. ანტონიომ მისი ქმედება შეამჩნია და წარბი ასწია
- არავის აქვს უფლება ჩემს კაბინეტში დაუკითხავად შევიდეს!
- უკაცრავად, ჩემი ქმედების გამო ბოდიშს გიხდით.
- კარგით, მითხარით აქ რას აკეთებთ მისის ვენტურა? როგორც მახსოვს შეხვედრა ჩანიშნული არ გვქონია
YOU ARE READING
გონების თამაშები
Romanceრა ხდებ როცა ვაიოლას მამა მაფიის ბოსს ყოველთვიურად ფულს პარავს...რატომ მოუწვეს მას ამ ყველაფერზე პასუხის გება? დანებდება კი ლილიანა მარტინეზი და საშუალებას მისცემს მაფიის ბოს რომ ეს საქმე მარტივად დასრულდეს ? თუ ის იქნება მთავარი საიდუმლოს გასაღები...