ლილიანა ფეხზე დგება, კაცისკენ გაბრაზებული იყურება, პირს აღებს რაღაცის სათქმელად, მაგრამ საკუთარ თავს აკონტროლებს, უკან იხევს და ბრუნდება. ნაო მოტოციკლეტს ასწორებს, მერე კი გოგონას უკან ედევნება.-თქვენი სახელი?
- შეშლილი ხარ?- ლილიანა კაცისკენ ბრუნდება.
- ასეთი სიუხეშე რატომ?
- ამას მართლა მეკითხებით?!
გოგონა ტრიალდება და მიდის, ლილიანა გრძნობს უკან კაცი როგორ მიჰყვება, იქვე არსებულ კაფეში შედის და კარებს პირდაპირ ცხვირწინ უჯახუნებს, რაზეც ნაო ხელებს მაღლა სწევს და გოგონას გვერდულად უყურებს.
- იდიოტი!- ლილიანა სკამზე ჯდება და ტელეფონს იღებს.
- კარგი გავიგე ცუდად მოვიქეცი- ნაო გოგონას წინ ჯდება,- ტყვილად არ უნდა ამენერვიულებინე.
- მეგონა რომ ჩემს გამო მოკვდით! ასე რომელი ნორმალური ადამიანი იქცევა!- გაბრაზებულმა ლილიანამ შეხედა.
- მაპატიე. ჩათვალე ეს შენი გაკვეთილია, ზებრაზე ასე უყურადღებოდ აღარ გადახვიდე.
- ახლა თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ვაკონტროლებ თავს რომ რამე ცუდი არ გითხრათ!
- შეგიძლია რაც გინდა ის მითხრა. გეფიცები არ მეგონა თუ ჩემს კოცნას გადაწყვეტდი.
- მე თქვენს კოცნას კი არა გადარჩენას ვცდილობდი! იცით რაც უფრო ბევრს ლაპარაკობთ მით უფრო მაღიზიანებთ! - გოგონა წამოდგა, წასვლა დააპირა, როცა ნაომ მკლავზე ხელი მოკიდა.
- თქვენი შეკვეთა- მიმტანი მაგიდასთან მიდის და საჭმელს დებს.
- მე არაფერი შემიკვეთავს- ლილიანა ამბობს.
- ბატონმა შეუკვეთა- მიმტანმა თქვა,- კიდევ რამე ხომ არ გნებავთ.
- არა მადლობა,- ნაო ეუბნება და მიმტანიც მიდის, კაცი გოგონას უყურებს,- ნება მომეცი ბოდიშის ნიშნად საჭმელზე დაგპატიჟო.
YOU ARE READING
გონების თამაშები
Romanceრა ხდებ როცა ვაიოლას მამა მაფიის ბოსს ყოველთვიურად ფულს პარავს...რატომ მოუწვეს მას ამ ყველაფერზე პასუხის გება? დანებდება კი ლილიანა მარტინეზი და საშუალებას მისცემს მაფიის ბოს რომ ეს საქმე მარტივად დასრულდეს ? თუ ის იქნება მთავარი საიდუმლოს გასაღები...