გამთენიისას ვაიოლა სახლის დიდ ეზოში მდელოზე იჯდა, სკამზე მოკალათებული მზის ამოსვლას შესცქეროდა, და თან ეწეოდა. ნიკოლაი რომელიც აივნიდან მას აკვირდება მშვიდად სუნთქავს, იმასაც ვერ იაზრებს როდის აბრუნებს გოგონა თავს მისკენ, ცოტა ხნით აკვირდება, მერე კი კაცს უღიმის. ნიკოლაი ვაიოლას მზერას არ აშორებს, გოგონა ხელს სწევს და კაცს ანიშნებს რომ შეუერთდეს. ნიკოლაი აივანს შორდება, მალევე სახლის მთავარი შესასვლელიდან გადის და გოგოსკენ გეზს იღებს.- დიდი ხანია რაც გღვიძავს? - ნიკლაი ეკითხება, მის გვერდით ჯდება და პირში მოქცეულ სიგარეტს უკიდებს.
- დაახლოებით 2 საათი
- ასე ადრე ამდგარი არ მინახიხარ, ვერ იძინებდი?
- ხო
- რატომ?
- სიზმარი ვნახე - ვაიოლამ ცას ახედა, - მამაჩემი დამესიზმრა, სწორედ იმ დღის წინა ღამე...სანამ გამიტაცებდით, ისეთი ბედნიერი ვიყავი იმით სახლში დაბრუნდა, მეგონა საბოლოოდ სახლში დარჩებოდა, მერე კი...ისიც არ ვიცი ახლა როგორაა, რას ჭამს ან სვამს, რამდენად უსაფრთხოდაა...
ნიკოლაიმ ქვემოთ დაიხედა, ამოისუნთქა, მერე წარბი ასწია და თქვა
- ალბათ ჩემს 7 მილიონთან ერთად კარგადაა
- 7 მილიონი?! - წამოიყვირა გოგომ
- დამავიწყდა რომ შენთვის არ მითქვამს რამდენი მომპარა, რამოდენიმე ასიათასს პერიოდულად მპარავდა, ამბობდა საქმისთვის რაღაცები მჭირდებაო, ბოლოს კი სანამ წავიდოდა 7 მილიონი მოიპარა, იმ ასიათასებს არ ვითხოვ თავისთვის დაიტოვოს, თუმცა 7 მილიონი უკან დააბრუნოს
- დაგავიწყდა რომ მის ვალს მე ვიხდი? - ვაიოლამ უთხრა, - 7 მილიონს სანამ გავისტუმრებ დავბერდები
- არამგონია - ჩაიცინა კაცმა, - შენი წილის გამოკლებით 2 მილიონი უკვე დაფარე
- მოიცა რა?! ჩემი წილი რამდენია?
- ხუთასი ათასი და პლუს მარკო მანჩინის ქონება
YOU ARE READING
გონების თამაშები
Romanceრა ხდებ როცა ვაიოლას მამა მაფიის ბოსს ყოველთვიურად ფულს პარავს...რატომ მოუწვეს მას ამ ყველაფერზე პასუხის გება? დანებდება კი ლილიანა მარტინეზი და საშუალებას მისცემს მაფიის ბოს რომ ეს საქმე მარტივად დასრულდეს ? თუ ის იქნება მთავარი საიდუმლოს გასაღები...