გუშინ ამ თავის გამო გავათენე ისე მინდოდა მალე დამეწერა და შოკში ჩამეგდეთ, მერე რედაქტირებისას ისე მეხუჭებოდა თვალები 😭
სხვა თავისუფალი დრო კიდე არ მქონდა 😭 ამის შემდეგ მართლაც შემდეგ კვირას შევხვდებით! ისიამოვნეთ 💘სანამ კითხვას დაიწყენთ თხოვნაა დაწეროთ ვინ გგონიათ რომ დანიელა მოკლა, რადგან ამ თავში გაიგებთ 😏
• • •
ვაიოლამ თვალები გაახილა, ოთახს თვალი მოავლო და გაეღიმა, ნიკოლაის გახედა, რომელიც მშვიდად თვლემდა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. გოგონა წამოდგა, საათს შეხედა 12-ის ნახევარი იყო, სიგარეტი და სანთებელა აიღო, აივანზე გავიდა და მოწევა დაიწყო. გოგონა აუზის მხარეს იყურება, ნაცნობ სილუეტს ამჩევს, რომელიც სასმლის ბოთლს ბოლომდე ცლის, მიწაზე გაბრაზებული ამსხვრევს და სიგარეტს ჯიბიდან იღებს, ვაიოლა ემილიოს ასეთ ქცევაზე წარბებს ჭმუხნის. კაცი სიგარეტს ნაპას არტყავს და აუზისკენ მიდის, ცოტა ხანს წყალში იყურება, მერე ზურგით დგება, თავს უკან წევს და მთელ ხმაზე ყვირის.
- ამ ჯოჯოხეთის დედაც შევეცი!
ემილიომ სიგარეტს ნაპასი დაარტყა, ბოლო გამოუშვა, ხელები გაშალა დ უკან ინერციით აუზზში გადაეშვა. ვაიოლა ცოტათი დაიძაბა და იმის იმედად რომ კაცი მალე წყლიდან ამოვიდოდა სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და მისკენ გაიხედა, თუმცა ემილიო წყლიდან არ ამოდიოდა, არამედ მისი სხეული წყლის წნევამ ზემოთ ამოსწია და ტივტივებდა. კაცს თავი წყალში ჰქონდა და არ ინძრეოდა. ვაიოლას შფოთვა დაეწყო, სწრაფად შევარდა ოთახში და გეზი აუზისკენ აიღო, ისე ჩქარობდა რომ ნიკოლაის გაღვიძება აზრადაც არ მოსვლია. როცა აუზს მიუახლოვდა კაცს შეხედა, რომელიც იგივე მდგომარეობაში იყო.
- ემილიო! - ვაიოლამ დაუძახა,- ემილიო არ მეცინება!
გოგონამ გარშემო მიმოიხედა, არავინ იყო, მერე კი თავად გადაეშვა წყალში. ვაიოლა ემილიოს მიუახლოვდა, ხელები დაავლო და წამოსწია, თავი წყლიდან ამოაყოფინა.
YOU ARE READING
გონების თამაშები
Roman d'amourრა ხდებ როცა ვაიოლას მამა მაფიის ბოსს ყოველთვიურად ფულს პარავს...რატომ მოუწვეს მას ამ ყველაფერზე პასუხის გება? დანებდება კი ლილიანა მარტინეზი და საშუალებას მისცემს მაფიის ბოს რომ ეს საქმე მარტივად დასრულდეს ? თუ ის იქნება მთავარი საიდუმლოს გასაღები...