• თავი 43 - "დაკარგული სისხლი"

45 13 94
                                    


გაფრთხილება: +18 ცენზურა

• ბევრ კომებს ველი, ეს ის თავია რომელიც...
აჰ! მოიმარჯვეთ კაპლი...

....

ოქროსფერი ჭიშკარი იღება, ნიკოლაი ბლანკოს მანქანა შიგნით შეჰყავს, მისი დაცვა უკან მიჰყვება და როგორც კი მათი უფროსი ჩერდება ისინიც იმავეს აკეთებენ. კაცი მანქანიდან გადადის, სახლთან მდგარი დაცვა მას ესალმება და მათ უფროსამდე მიჰყავთ, დაცვას ეუბნება რომ ოთახის გარეთ დაიცადონ, თავად კი შიგნით შედის, მყუდრო გარემოს თვალს ავლებს და მაშინვე ნოსტალგია აწვება, ხშირად მოდიოდა ხოლმე აქ ბავშვობაში და თავის ბებია-ბაბუასთან დროს ატარებდა. ბუხართან კაცს ხედავს, რომელიც წიგნს კითხულობს, ნიკოლაის ეღიმება, მისკენ მიდის, მხარზე ხელს ადებს, კაცი თავს სწევს და შვილიშვილს როგორც კი ხედავს მკრთალად ეღიმება, სათვალეს იხსნის, დივნის დასადებზე დებს, ფეხზე დგება და ეხუტება.

- ნიკოლაი - ლორენცო ჩახუტებისას იღიმის.

როგორც კი კაცი ბაბუამისს ხელებს ხვევს, მაშინვე დიდ სითბოს გრძნობს, სწორედ იმ სითბოს,რომელიც მამამისისგან წლებია აკლია. იგი ბაბუამისთან ყოველთვის გახსნილი იყო და არასდროს უწევდა საკუთარი თავის დამალვა.

- შენთვის საჩუქარი მაქვს - ნიკოლაი გაიწია და ბაბუამისს კრაფტის პარკი მიაწოდა

- რა საჭირო იყო, - გაიღიმა ლორენცომ და პარკზე გამოსახულ წარწერას შეხედა,- წიგნია არა?

- კი

- მადლობა - კაცმა შვილიშვილს მხარზე ხელი დაუტყაპუნა,- ახლა სწორედ ახალ წიგნს ვკითხულობდი, როგორც კი დვასრულებ ამას დავიწყებ, მოდი დაჯექი

- სულ მიკვირს მაფიის მართვას და კითხვას ერთდროულად როგორ ახერხებ - ნიკოლაი დივანზე მოთავსდა

- რთულია, მაგრამ იმისთვის რაც მიყვარს დროს ყოველთვის გამოვნახავ. დიდი სიამოვნებით გადმოგაბარებდი ჩემი მაფიის სადავეებსაც, მაგრამ "ეშმაკის თვალის" გამო შენ ისედაც გადატვირთლი ხარ. ჯერ-ჯერობით ჩემს სიკვდილს დაველოდოთ, ანდერძში ყველაფერს შენ გიტოვებ, ამიტომ ჩემს შემდეგ "სისხლიანი ფენიქსის" ბოსი შენ იქნები - გაიცინა კაცმა

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now