• თავი 15 - " ის რაც ჩვენში იმალება"

65 9 37
                                    


ლილიანას ღრმა ძილის შემდეგ გამოეღვიძა, გოგონა გაიზმორა, ტელეფონი აიღო და დახედა, თვალები მაშინვე გაუფართოვდა, როცა დაინახა გუშინდელი ლაპარაკისას როცა მას ჩაეძინა ემილიოს ჯერ კიდევ არ გაეთიშა ტელეფონი.

- ემილიო - გოგონამ დაუძახა,- გღვიძავს?

ლილიანას ეცინება, როცა კაცის ღრმა სუნთქვა ესმის, ხვდება რომ მას ჯერ კიდევ ძინავს.

- უნდა გავუთიშო?- გოგონამ თავის თავს ჰკითხა,- რა მჭირს ? რატომ ვერ ვხვდები რა გავაკეთო!

ლილიანამ ეირფოდები აიღო, ცალ ყურში გაიკეთა, ჩაიცვა, მობილური ჯიბეში ჩაიდო და ქვემოთ ჩავიდა.

- დილამშვიდობისა- მიესალმა გოგონა მის ოჯახის წევრებს

- დილამშვიდობისა- გაუღიმა დედამისმა,- მოდი ჭამე

- ვაიოლაზე რამე ისმის?- კითხულობს ედუარდო, როცა გოგონა სკამზე ჯდება

- ამ საქმეში ადვოკატი მეხმარება, ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით, გავარკვევთ სამხილები თუ არის.

- შენს ლექტორზე ლაპარაკობ?- ტომასი დის პირისპირ ჯდება

- ლექტორზე ?- წარბს სწევს ედუარდო.

- ხო ბატონი რამოსი ჩემი ლექტორიცაა

- რამოსი?- წარბებს ჭმუხნის ედუარდო,- რამოსების ოჯახთან რა გესქმება?! - მის ნათქვამზე ლილიანა გაოცებული უყურებს.

- ედუარდო ! რანაირად ლაპარაკობ? - მარიანა ჩანგალს მაგიდაზე დებს.

- ჩემს დაბადების დღეზე ვინ რას მჩუქნით? - ტომასი სიტუაციის განმუხტვას ცდილობს, ლილიანა ძმას უყურებს და პირით მადლობას უხდის.

- რა გინდა რომ გაჩუქოთ?- მარიანა შვილს ხელზე ეფერება.

- მანქანა კარგი იქნებოდა

- ჯერ მართვის მოწმობა აიღე სულელო - ჩაიცინა ლილიანამ

- მაშინ ახალი ლეპტოპი, აიპადი ან რაიმე სახის სამკაული, მაგალითად საათი.

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now