• თავი 23 - "ის ვის ხელებშიც ყველა კარტია"

89 10 37
                                    


• გაფრთხილება: ძალიან დიდი, მაგრამ
დაურედაქტირებელი თავია. აბა თქვენ იცით გამახალისეთ კომენტარებით 🫶🏻

• • •

ვაიოლა თვალებს ახელს, იზმორება და იღიმის, გვერძე იხედება იმის მოლოდინით რომ ნიკოლაი დახვდება, თუმცა როცა მას ვერ ამჩნევს ღიმილს წყვეტს და იწევა. მიდამოს თვალს ავლებს, კაცის კვალს ვერსად ხედავს, თავს აქნევს და ფეხზე დგება, ტანისამოს იცვამს და სარკეში იყურება. იქვე დაკიდებულ ლამაზ შავ კაბას ხედავს, რომელზეც წერილი ჩამოკიდებულიყო. გოგონამ დაკეცილი წერილი გადაშალა და კითხვა დაიწყო.

"საღამოს მინდა ამ კაბაში გამოეწყო, ვიცი რომ თვალისმომჭრელი იქნები. დღეს მე
და შენ ძალიან ბევრ ფულს ვიშოვით ვაიოლა"

გოგონამ წარბი ასწია, ღრმად ჩაისუნთქა და კაბას ხელი გადასუვა. ვაიოლამ უკან დაიხია და კარისკენ წავიდა, დერეფანში გასვლისთანავე კარებთან ნიკოლაის დაცვა დახვდა.

- გამარჯობა, ხომ არ იცით ნიკოლაი სად არის? - გოგონა კითხულობს

- გამარჯობა მის გონსალეს როგორც ვიცი საუზმობს.

ვაიოლამ მადლობის ნიშნად გაიღიმა და გზა გააგრძელა. ოთახებს გაუყვა და მალევე თეთრი კარის წინ გაჩერდა, სახელურს ხელი მოკიდა და შიგნით შევიდა, ადამიენებს გადახედა, რომლებიც საუზმობდნენ და მათ შორის ნიკოლაის ძებნა დაიწყო. როცა ვაიოლამ მომღიმარი კაცი შეამჩნია, თითქოს უცნაურად აცქმუტუნდა, მაგრამ როგორც კი მის წინ ქერათმიანი ქალი შენიშნა წარბი ასწია და სერიოზული სახით მათკენ დაიძრა. ვაიოლაში ბრაზი მით უფრო მძაფრდებოდა, რაც უფრო მათ უახლოვდებოდა და ქალის კისკისი ემოდა.

- გამარჯობა- ვაიოლა მათ მიუახლოვდა და ნიკოლაიმ მას ახედა

- შეკვეთა უკვე მივეცით გოგონა მადლობა- ქალმა გაიღიმა

- უკაცრავად?- ვაიოლამ შოკისგან წარბი ასწია

- ჯულიანა ეს ვაიოლაა, ვაიოლა ეს კი ჯულიანა- ნიკოლაი ხმას იღებს, - ვაიოლა შემოგვერთდები?

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now