• თავი 12 - " სიმართლე, რომელსაც ვმალავთ"

73 11 107
                                    

•კომენტარები და ვოუთები არ დაგავიწყდეთ💖

• • •

მეორე დღეს ლილიანა თვალებს ახელს, როგორც კი ხედავს რომ თავის სახლში არაა საწოლიდან იწევა და მიდამოს ათვალიერებს, ახსენდება რომ გუშინ ემილიოსთან ჩაეძინა და მშვიდდება. გოგონა დგება და მისაღებში გადის, ხედავს როგორ სძინავს ემილიოს დივანზე და თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მან მისი ოთახი დაიკავა. ლილიანა კაცისკენ მიიწევს, იხრება და მის სახეს უყურებს, ეღიმება, გვერძე დადებულ თხელ საბანს იღებს და აფარებს. გოგონა მისაღები ოთახიდან გადის და საპირფარეშოს ძებნას იწყებს, შავ კარს პოულობს, სახელურს წევს და შიგნით შესვლას აპირებს, თუმცა რაღატომაც ის არ იღება, როგორც ჩანს ვიღაცას ის საგულდაგულოდ ჩაეკეტა.

- აქ რას აკეთებ?!- ემილიოს ხმაზე გოგონა ხტება და მისკენ იხედება, კაცის მკაცრ გამომეტყველებას ხედავს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.

- შემაშინე

- ბოდიში - ემილიოს სახე ულბება და ეცინება,- რამე გინდოდა?

- საპირფარეშოს ვეძებდი

- მეორე ბოლოშია.

- მადლობა

- წავალ საჭმელს მოვამზადებ.

- საჭირო არაა აღარ შეგაწუხებთ.

- ლილიანა არ მაწუხებ, დღეს ლექციები გაქვს?

- დიახ

- კარგი შევჭამოთ და უნივერიტეტში წავიდეთ, მე წაგიყვან.

- კარგით- გაიღიმა გოგონამ, როგორც ჩანს ლილიანას სულ გადაავიწყდა რომ მისი მანქანა ემილიოს სახლის წინ იდგა.

ვაიოლა გონსალესი ოთახის ფარდებს წევს და მზის სხივებს შიგნით უშვებს, გოგონა იღიმის როცა მის სხეულს სითბო ედება, იცვამს და კარს აღებს, გასვლას აპირებს, თუმცა კარის წინ თეთრ ბანტიანი ყუთი ხვდება. ვაიოლა მას ხელში იღებს და შიგნით შეაქვს, საწოლზე ჯდება, ყუთს ხსნის და ნივთების დანახვაზე გაკვირვებული წარბებს მაღლა სწევს, სიგარეტის ახალ კოლოფსა და სანთებელას იღებს და ეღიმება, მერე კი ყუთში არსებულ წერილს კითხულობს.

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now