სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ ქარის ნაზი შრიალის ხმა ისმოდა. ლილიანა და ნიკოლაი ერთმანეთს უყურებდნენ, კაცი ელოდებოდა როდის ჩაჯდებოდა გოგონა მანქანაში, ლილიანა კი ადგილიდან არ იძვროდა და იმაზე ფიქრობდა რა უნდოდა მისგან მისტერ ბლანკოს.- ჩაჯექი - ნიკოლაი გოგოს უმეორებს
- რატომ?- ლილიანა ხმას იღებს
კაცი მანქანის კარს კეტავს და გოგონასკენ მიდის, რომელიც ჩანთას მჭიდროდ ეჭიდება და შიგნით მალულად ხელს ყოფს, როგორც კი ნიკოლაი მის წინ დგება, ლილიანა უკან იხევს, თუმცა კაცი კვლავ მისკენ დგავს ნაბიჯს.
- არ მომიახლოვდეთ თორემ ინანებთ! - ლილიანამ ელექტროშოკერი ამოიღო და კაცს დაანახა
- მაგ პატარა ნივთით რის გაკეთებას აპირებ ლილიანა?
- ჩემგან რა გინდათ? რატომ მითვალთვალებდით?
- არ გითვალთვალებდი - გაიცინა კაცმა
- 15 წუთის განმავლობაში ნელი ტემპით გოგონას უკან დაბურული მანქანით სიარული, მერე მანქანის გაჩერება და შუქების ჩაქრობა, შემდეგ კი როცა ვიძრები თქვენც მაშინვე რთავთ ძრავას და უკან მომყვებით, ჩემთვის ეს თვალთვალს ჰგავს - ლილიანა ნიკოლაის აკვირდება.
- იმ ადგილას მეც საქმე მქონდა, აფთიაქთან დაგინახე და გიცანი, შევამჩიე რომ გვიან ღამით მარტო იყავი, ამიტომ გადავწყვიტე სახლამდე მიმეცილებინე.
- და გგონიათ რომ ამას დავიჯერებ?
- რატომ არ უნდა დაიჯერო? მოტყუება რაში მჭირდება? - ნიკოლაიმ გოგოს თვალებში ჩახედა, - ჩაჯექი ემილიოს სახლამდე მიგიყვან
- საიდან იცით რომ იქ მივდივარ? - ლილიანამ წარბი ასწია, ცდილობდა კაცი გამოტეხა.
- იქიდან რომ მის სახლთან ახლოს მდებარე ქუჩაზე ხარ, ჩაჯექი მიგიყვან
YOU ARE READING
გონების თამაშები
Romanceრა ხდებ როცა ვაიოლას მამა მაფიის ბოსს ყოველთვიურად ფულს პარავს...რატომ მოუწვეს მას ამ ყველაფერზე პასუხის გება? დანებდება კი ლილიანა მარტინეზი და საშუალებას მისცემს მაფიის ბოს რომ ეს საქმე მარტივად დასრულდეს ? თუ ის იქნება მთავარი საიდუმლოს გასაღები...