• თავი 27 - "მოთვალთვალე და მისი რჩეული"

105 10 71
                                    

გაფრთხილება: +18

• • •

ორი დღე გავიდა, ამ დღეების განმავლობაში ვაიოლა ნიკოლაის მათი ბოლოს საუბრის მერე იშვიათად ხედავდა, კაცი სხვა კაბინაში გადავიდა და იქ ეძინა ხოლმე, გოგოსაც მხოლოდ ჭამის დროს ნახულობდა, თავიდან ვაიოლა ფიქრობდა რომ დალაპარაკებოდა, მაგრამ როცა მისი ცივი მზერა დაინახა გადაიფიქრა.

რაც შეეხება ლილიანას გოგონა ახლა ემილიოს გვერძე საწოლში წევს, ეს ორი დღე მასთან რჩებოდა და უვლიდა. ლილიანას უნდოდა ემილიოსთვის ეთქვა რაც გაიგო, მაგრამ მისი რაღაც ნაწილი ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა. ახლაც დილის 9 საათზე გაღვიძებოდა, საწოლზე იწვა და ფიქრობდა. როცა ლილიანა წელზე შეხებას გრძნობს ცბება, მაგრამ მალევე მშვიდდება, ემილიო მის ზურგს მკერდით აწვება და კისერში თავს უდებს.

- დილამშვიდობისა - გაისმა ემილიოს ახალგაღვიძებული ხმა.

- დილამშვიდობისა - ლილიანამ თვალები დახუჭა და უნებურად გაეღიმა, - მხარი ხომ არ გაწუხებს?

- არა ტკივილიც აღარ მაქვს

- ძალიან კარგი

ემილიომ გოგონა თავისკენ გადააბრუნდა და ზემოდან დახედა.

- დღესაც ლექციას ნუ გააცდებ

- ემილიო აქ უნდა ვიყო და მოგხედო, ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია

- ხომ გთხოვე ჩემს გამო ნუ აცდენ, - კაცმა გოგოს თვალებში შეხედა, - თანაც მე უკვე კარგად ვარ, ამიტომ დღეს ლექციაზე წახვალ

- მაგრამ შენ არ იქნები

- ჩემი შემცვლელი იქნება, გეყოფა წუწუნი და გაემზადე. - ემილიომ თქვა, მერე როცა გოგონამ ამოიოხრა დაამატა,- ლილიანა არ მინდა ჩემს გამო შენს განათლებას დრო მოაკლო

- შენ ხომ ჩემი ლექტორი ხარ არა?

- მერე ?

- პირად ლექციაზე რას იტყვი? - ლილიანამ ეშმაკურად შეხედა.

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now