• თავი 13 - " წარსულის ნაწილი"

61 10 84
                                    

• პირველ რიგში მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ძალიან ემოციური თავია, ცოტათი ფსიქოლოგიური შეშლილობა/ არეულობაც არის ამ თავში მოცული ამიტომ თუ ვინმეს ასეთი რაღაცის წაკითხვა არ შეუძლია, მაშინ ეს წიგნი თქვნთვის არაა. კომენტარები და ვოუთები არ დაგავიწყდეთ💖

• • •

ემილიო მანუელ რამოსი მანქანას დიდი სიჩქარით მართავს, საჭეზე ხელებს უჭერს, თვითონაც ვერ ხვდება ეს რეაქცია რატომ აქვს ან როგორ მოხდა რომ ლილიანაზე ეჭვიანობს. კაცი საჭელს ხელს მაგრად ურტყავს და ყვირის.

- რატომ! რატომ მიეცი ამ გოგოს შენში რაღაც კარგის შეგრძნობის უფლება!- ყვირის ემილიო,- ეს არ უნდა მოხდეს, ეს ისევ ვერ დამემართება...

მალევე კაცი მოტოციკლეტის წინ მკვეთრად აჩერებს, მანქანიდან გადადის, მერე კი ნაოსკენ მიდის, მისკენ აბრუნებს და საყელოში ექაჩება.

- რა ხდება?- ნაო კითხულობს და როცა ემილიოს ხედავს წარბებს ჭმუხნის.

- ლილიანას შეეშვი!

- მეღადავები?!- ნაომ კაცს ხელი ჰკრა,- სრულ ჭკუაზე თუ ხარ?!

- არ გინდა...დამიჯერე ის გოგო შენსა და ჩემს ცხოვრებას არევს...კარგს არაფერს მოგვიტანს. ამიტომ შეეშვი და ნუ ცდილობ თავი მოაწონო!

- შენ ვერ მეტყვი რა გავაკეთო და არა !- ნაომ კაცს მხარზე ხელი მიარტყა, ემილიომ კი მის მოქმედებას მკაცრი გამომეტყველებით გახედა.

- კიდევ ერთხელ შემეხები და ისე გაგაქრობ რომ ვერავინ გიპოვოს

- მემუქრები ბატონო ემილიო? - ჩაიცინა ნაომ,- დიდებული და საამაყო ადვოკატი. ჰა ჰა ჰა ლილიანას უკვე უთხარი რომ ჩვენ აქამდეც ვიცნობდით ერთმანეთს ? რომ ერთ დროს რაღაც გვაკავშირებდა?

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now