• თავი 6 - "მტრის მკლავებში"

95 13 24
                                    


ლილიანა მარტინეზი თვალებს ახელს, რომელშიც ემოცია არ იკითხება, ტელეფონს იღებს და რეკავს, იმის იმედად რომ გუშინდელი ამბავი კოშმარია და ვაიოლა უპასუხებს, თუმცა ამაოდ. გოგონას თვალებიდან ცრემლი გზას იკვალავს. კაკუნის ხმა ისმის და ლილიანა ცრემლების მოსაწმენდად სახეზე ხელებს ისვამს.

- შემოდით

კარი იღება და ოთახში მარიანა შედის.

- ჩემო გოგონა- მარიანა შვილის საწოლზე ჯდება და გოგონას იხუტებს,- მას იპოვიან, აუცილებლად იპოვიან გესმის?

- დედა რაღატომაც ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გუშინდელი დღიდან ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ვაიოლას კი მარტივად ვერ დავიბრუნებ...

ლილიანას ტელეფონი ვიბრირებს, გოგონა იღებს და მესიჯს კითხულობს.

იონასი 👻
"დღეს შენ და ვაიოლა უნივერსიტეტში არ ხართ? ვაიოლას მივწერე, მაგრამ არ მიპასუხა, ხომ კარგად ხართ?"

- იონასი მწერს...

- გაიგო?- მარიანა კითხულობს

- არა, ახლა უნივერსიტეტშია და ჯერ არაფერი იცის.

- მასთან წადი, ცოტა გულს გადააყოლებ.

- დედა ახლა უნივერსიტეტში წასვლის თავი არ მაქვს.

- მაგრამ იონას უფლება აქვს იცოდეს ვაიოლას რაც დაემართა.

ლილიანა სახეზე ხელს ისვამს, შემდეგ კი დგება და ტანსაცმელს იცვამს.

ვაიოლა გონსალესი თვალებს ახელს, ხვდება, რომ ისევ იმ ცივ ოთახშია, თუმცა რაღატომაც სიცივეს ვერ გრძნობს, რადგან ვიღაცას მისთვის თბილი საბანი მიეფარებინა. ვაიოლა სწირდება, პალტოდან სიგარეტის პაჭკას იღებს, რომელიც ცარიელი ხვდება, გოგონა ბრაზდება, პაჭკას ხელით კუჭავს და მოშორებით ისვრის. ვაიოლა მუხლებს კეცავს, ხელებს მასზე ადებს და თავს ხრის. რამოდენიმე წუთში საკეტის ხმა ისმის, კარი იღება და ვიღაც შიგნით შედის.

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now