გაფრთხილება: +18 სცენა• • •
მარტინეზის ოჯახის სამზარეულოში მაგიდასთან სუფრა გაშლილიყო და იქ მჯდომები საჭმელს გემრიელად შეექცეოდნენ. ნაომ სასმელი აიღო და დალია, თან მარიანას გახედა.
- მისის მარტინეზ არაჩვეულებრივი ხელი გაქვთ, ყველაფერი უგემრიელესია- ნაომ თქვა.
- მადლობა - მარიანამ გაუღიმა.
- ნაო UFC-ზე რა ისმის? ჯერ არავის უნდა შეეკრკინო? - ტომასი ეკითხება
- უკვე დაინტერესი? ჩემი ფანი ხომ არ გახდი?
- იოცნებე - ჩაიცინა ბიჭმა,- სხვათაშორის მგონი მაშინ ჩემს ჯინაზე მოიგე
- შესანიშნავი რჩევა მომეცი და მეც გავითვალისწინე - ჩაეღიმა ნაოს
ტომასმა თვალები გადაატრიალა და მამამისს შეხედა, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად იჯდა და
ჭამდა, მას დააკვირდა და წარბები შეჭმუხნა.- მამა კარგად ხარ?
- ჰმ? ხო შვილო უბრალოდ ჩავფიქრდი - ედუარდომ თქვა
ნაომ მას გახედა და დააკვირდა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ლილიანამ ხან ერთს გახედა ხამ მეორეს. რამოდენიმე წამის მერე ნაომ კაცს მზერა მოაშორა და თეფშს დახედა, თუმცა ედუარდოს მისთვის მზერა არ მოუშორებია.
- კარგი...- გოგონამ მამამისიდან მზერა ნაოსკენ გადაიტანა,- თუ მორჩი ბაღში გავისეირნოთ
ნაომ თავი დააქნია და წამოდგა, ლილიანამაც იგივე გააკეთა.
- ვახშმისთვის მადლობა - ნაომ გაიღიმა და გოგონასთან ერთად გავიდა.
ვაიოლა დღეს სახლში მარტო იყო, მოწყენილმა გადაწყვიტა ბლანკოების დიდ ეზოში გასულიყო, შადრევანს უყურებდა როცა კარიბჭესთან შავი მანქანა გაჩერდა. გოგონამ წარბები შეკრა, რადგან მანქანა არ ეცნობოდა. რამოდენიმე წუთის წინ ვაიოლამ დაცვა მისი ბრძანებით საჭმელად გაუშვა, ამიტომ შესასვლელს თავად მიუახლოვდა, რკინის კარებთან დადგა და ხელი მოკიდა. მანქანიდან მაღალი და ძლიერი აღნაგობის კაცი გადავიდა, უკანა კარს მიუახლოვდა და გააღო, ვიღაცას ხელი ჩასაჭიდებლად გაუწოდა, მალევე კი მეორე კაციც გამოჩნდა, რომელიც ნელ-ნელა გადავიდა მანქანიდან, მიკეტილ კარს ხელი დასაყრდენად მოკიდა და გოგონას გახედა.
YOU ARE READING
გონების თამაშები
Romanceრა ხდებ როცა ვაიოლას მამა მაფიის ბოსს ყოველთვიურად ფულს პარავს...რატომ მოუწვეს მას ამ ყველაფერზე პასუხის გება? დანებდება კი ლილიანა მარტინეზი და საშუალებას მისცემს მაფიის ბოს რომ ეს საქმე მარტივად დასრულდეს ? თუ ის იქნება მთავარი საიდუმლოს გასაღები...