• თავი 33 - "სიჩუმის ხმა"

75 9 70
                                    


ორი თვე...აი რამდენი ხანია გასული იმ დღიდან რაც ლილიანა კომაშში ჩავარდა, დღეები კვირებად გადაიქცა, კვირები კი თვეებად, ყველაფერი იცვლებოდა, მაგრამ ლილიანას ოთახში არსებული სიჩუმე უცვლელი იყო...ყოველი შემდგომი დღე უფრო და უფრო საშინელი ხდებოდა, არავინ იცოდა როდის გაიღვიძებდა და კიდევ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ასე. ჭრილობები რომელიც ავარიის დროს მიიღო შეხორცებოდა, თუმცა ერთხელაც არ გაუღვიძია. მისთვის ძვირფასი ადამიანები მას ელოდნენ, მაგრამ მათ გულებს მაინც ღრღნიდათ რაღაც გრძნობა, რომელიც შიგნიდან შავი ღრუბელივით მოდებულიყო, ეს კი იყო უიმედობა, უიმედობა იმისა რომ გოგონა ვეღარ გაიღვიძებდა.

ემილიო ყოველ დღე იქ იყო, როცა ლილიანა თვალებს გაახელდა სურდა მის გვერდით ყოფილიყო, ამის გამო უნივერსიტეტის სამსახურიდანაც კი წამოვიდა. ნორმალურად არ ჭამდა და ეძინა, გადაღლილი სახე ჰქონდა, მშვიდად მხოლოდ მაშინ იძინებდა, როცა ლილიანას პალატაში ჩათვლემდა. ხშირად რჩებოდა ხოლმე გოგონას პალატაში და როგორც ადრე მის სუნთქვას ითვლიდა, ბევრჯერ გაუთენებია მის გვერდით და იმაზე ესაუბებოდა რა მოხდებოდა ერთმანეთი სხვანირად რომ გაეცნოთ და ასეთ რთულ სიტუაციაში არ ყოფილიყვნენ. კაცი ძალიან განიცდიდა რომ მის ღიმილსა და თვალებს ვერ ხედავდა. მიუხედავად ექიმების ნათქვამისა, რომ გოგონას შესაძლოა კიდევ დიდი ხანი არ გაეღვიძა ემილიოს იმედი არც ერთი წამით დაუკარგავს.

ვაიოლა გოგონასთან ხშირად მიდიოდა, მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა გულს უმძიმებდა, ერთი სული ჰქონდა გაეღვიძა, რათა მშვიდად ამოესუნთქა. ვაიოლა საათობით პალატაში იჯდა და მისი ხელი ეჭირა, ძველ ამბებს უყვებოდა, იმასაც რაც მის თავს ახლა ხდებოდა, თუ როგორ სწავლობდა მაფიის საქმეებს, ბრძოლას, იარაღის გამოყენებას, უყვებოდა როგორ დაულაგდა ნიკოლაისთან ურთიერთობა. მაგრამ რაც უფრო მეტს საუბრობდა მით უფრო უმძიმდებოდა გული იმით რომ პასუხი არ ისმოდა, ლილიანას გარეშე ის თავს ცარელად გრნობდა.

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now