• თავი 37 - "ბედის ჯაჭვები"

99 13 52
                                    


და აი დადგა აუქციონის დღეც...შავთმიანი გოგო ფეხზე მაღალქუსლიანებს იცვამს, დგება და სარკესთან ინაცვლებს, საყურეებს იღებს და იკეთებს, მერე თავის თავს უყურებს და ჰაერს ღრმად ისუნთქავს. მისი მზერა თავდაჯერებულობით სავსეა, თითქოს ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა
გულის სიღრმეში შიგნით რაღაც ვერ ასვენებდა,
უცნაურად ცქმუტავდა. ვაიოლა თმას მაღლა იწევს და ბასრ დანას, რომელიც სარჭს ჰგავს თმაზე იმაგრებს.

პარალელურად სწორედ ამ დროს იდგა ჟღართმიანი გოგო სარკესთან და კაბას ისწორებდა, ქსოვილს ეხება და მატერიას ხელს უსვამს, მერე საკუთარ თავს უყურებს, ძალიან მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, შემზარავად მშვიდი, არ ეშინოდა, თითქოს დარწმუნებული იყო რომ დღეს ყველაფერი ისე წავიდოდა როგორც მას სურდა. ლილიანა კაბას მაღლა იწევს და ფეხზე იარაღის ჩასადებს იმაგრებს, მასში იარაღს დებს, მერე საწოლისკენ მიდის, საშუალო ზომის ყუთს უახლოვდება და მას თავს ხდის, გოგონას წითელი ნიღაბის დანახვაზე ეღიმება, მას ხელს უსვამს და იღებს. ლილიანა კვლავ სარკეს უახლოვდება, ნიღაბს სახეზე იკეთებს და თავის თავს სარკეში ისე უყურებს, თითქოს მოაჯადოვესო...

ვაიოლა კისერზე ხელს ისვამს და იმასაჟებს, კარი იღება ოთახში ნიკოლაი ყუთით ხელში შედის, მაგიდაზე დებს და გოგონასკენ იხედება.

- საყვარელო ჩემთან მოდი - თქვა ნიკოლაიმ

ვაიოლამ კაცს შეხედა, გაუღიმა და მისკენ დაიძრა, რომ მიუახლოვდა ნიკოლაიმ სახეზე ხელი მოკიდა და აკოცა.

- ულამაზესი ხარ

- გეყოფა - ვაიოლამ მკერდზე ხელი მიარტყა

- ერთი რამ გაკლია - ნიკოლაიმ ყუთს დახედა, თავი ახსნა და ორი შავი ფერის ნიღაბი ამოიღო

- ერთმანეთს ჰგავს

- ჩვენთვის შევუკვეთე, მინდოდა მიახლოებითი დეტალები ჰქონოდათ

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now