ლეონარდო ბლანკო სიგარას აბოლებს, მედიდურად იჯდა თავის სკამზე და მისი გამოხედვა იმდენად ძლევამოსილი და შემზარავი იყო, რომ მის წინ მჯდარი კაცი მომენტებში მზერას ვერ უსწორებდა.- ბატონო ბლანკო მშვენიერი პროგრესი გაქვთ, მიხარია რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და სიარული კვლავ შეგიძლიათ - თეთრთმიანმა ხანში შესულმა კაცმა თქვა
(არ გვინდა ამის გამოჯანმრთელება გმადლობთ და ნახვამდის 😘👋)- ჯერ კიდევ მჭირდება გავარჯიშება ალფონსო- მკაცრად გახედა ლეონარდომ,- იცი რატომ აგირჩიე შენ ჩემს ექიმად? იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, თუმცა რაღატომაც ჩემი მკურნალობა ზედმეტად გაიწელა!
- ბატონო ბლანკო მკურნალობის პროცესი ინდივიდუალურია, ყველა ადამიანს სხვადასხვა დრო სჭირდება, ეს იმაზეც არის დამოკიდებული რამდენად რთულ სიტუაციაში ბრძანდება პაციენტი, თქვენს შემთხვევაში კი საქმე ძალიან რთულად იყო, არ გვეგონა რომ ოდესმე კიდევ გაივლიდით. წინ ჯერ ყველაფერი გაქვთ, მესმის რომ მალევე იღლებით, მაგრამ თქვენც უნდა გესმოდეთ რომ წლები ინვალიდის ეტლში გაატარეთ და ახლა სიარულს თავიდან სწავლობთ. თქვენ წლებია რაც მკურნალობთ და საბოლოოდ ამან შედეგიც გამოიღო
- სწორედ რომ ჩემი დამსახურებაა რომ კვლავ შემიძლია სიარული, მაშინ როდესაც ექიმებმა თქვეს რომ შედეგს ვერ ხედავდნენ, მე არ დავნებდი!
- დიახ, ამის გამო დიდად მოხარული ვარ და...
ალფონსო საუბარს ვეღარ ასრულებს, რადგან კარზე კაკუნი ისმის, ლეონარდო წარბს სწევს, დაცვისკენ იხედება და ანიშნებს კარი გააღონ. მალევე ოთახში მომნუსხველი ღიმილის და მაცდუნებელი გამომეტყველების მქონე კაცი შედის.
- მოგესალმებით ბატონო ბლანკო, - კაზუმა ამბობს და ექიმის შემჩნევის შემდეგ ამატებს,- ხომ არ გავიდე სტუმარი გყოლიათ
YOU ARE READING
გონების თამაშები
Romansaრა ხდებ როცა ვაიოლას მამა მაფიის ბოსს ყოველთვიურად ფულს პარავს...რატომ მოუწვეს მას ამ ყველაფერზე პასუხის გება? დანებდება კი ლილიანა მარტინეზი და საშუალებას მისცემს მაფიის ბოს რომ ეს საქმე მარტივად დასრულდეს ? თუ ის იქნება მთავარი საიდუმლოს გასაღები...