• თავი 19 - " ის რაც ჯერ კიდევ დამალულია"

59 10 98
                                    


• გაფრთხილება: ბოლოში შოკში ჩავარდებით...
🤭
• • •

ლილიანამ თვალები გაახილა, მაშინვე იგრძნო წელზე მძიმე ხელი, რომელიც ემილიოს მისთვის ისე შემოეხვია, გეგონება გოგონა სადმე გარბოდა.
ლილიანამ კაცს გახედა.

"რატომ მაინც და მაინც შენ?"- გაიფიქრა გოგომ

ლილიანა ემილიოს ხელი აიღო და გადასწია, წამოდგა, კომოდს მიუახლოვდა, ოქროსფერი სანთებელა ხელში მოიმარჯვა და გადასწია, ცეცხლის მოგიზგიზე ალი გოგონამ სახესთან ახლოს მიიტანა, მერე კი ემილიოს გახედა, ლილიანან სანთებელა დაკეცა და კვლავ თავის ადგილას დააბრუნა. გოგონა ოთახიდან გავიდა და კოლიდორს გაუყვა, კარის წინ აღმოჩნდა, რომელიც ჩაკეტილი დახვდა

- აქ რას მალავ- ჩაიჩურჩულა ლილიანამ და სამზარეულოსკენ წავიდა.

გოგონამ საჭმლის გამზადება დაიწყო, ორ-ორი გახუხული პური თეფშებზე დადო, სალათა გადაანაწილა და შემწვარი კვერცხი გვერდით მიუდო, ბოლოს კი ფორთობლის წვენიც დაასხა.

"ვერ ვხვდები თუ ემილიო და ნიკოლაი ერთად მოქმედებენ, ნიკოლაიმ რატომ მითხრა ემილიოზე ასეთი რაღაცები..."- გოგონა ფიქრობდა.

ლილიანამ ხილი დაჭრა და თეფზე დაალაგა,
მერე კი ემილიოს ოთახისკენ დაიძრა. შიგნით შესვლისთანავე დაინახა კაცი, რომელსაც მშვიდად ეძინა. გოგონას თავიდან გაეღიმა, მაგრამ როცა გაახსენდა კაცის ვინაობა ღიმილი მაშინვე შეწყვიტა. ლილიანა საწოლთან მუხლებზე დაჯდა, იდაყვები საწოლს დაადო, კაცს მხარზე ხელი მოკიდა და ნაზად შეანჯღრია

- ემილიო

- აჰა?- კაცმა ისე თქვა თვალები არ გაუხელია,-რა კარგი სურნელია

- საჭმელი გაგიკეთე

- არა ეგ არა, შენ აგდის სასიამოვნო სურნელი,- ემილიომ თვალები გაახილა და გოგონას შეხედა,- შენი სურნელი...

- ემილიო!- ლილიანას გაეღიმა.

კაცმა გოგონას წელზე ხელი მოკიდა, ასწია და საწოლის მეორე მხარეს დააწვინა

გონების თამაშებიWhere stories live. Discover now