ხშირ ტყეში გაურკვეველი მიმართულებით მივრბივარ. ისე ბნელა რომ ცხვირწინ რახდება მასაც ვერ ვხედავ. წამდაუწუმ უკან ვიყურები. ვგრძნობ როგორ მიახლოვდება ხალხის ბრბო და ეს უფრო მაჩქარებს. ვცდილობ ფეხი რამეს არ წამოვკრა არ დავეცე. შორიდან მომავალი ფეხის ნაბიჯების ხმა იქაურობას აყრუებს. ხანდახან ბუც გაჰკივლებსხოლმე და ისიც ჩაწყნარდება. ჯერკიდებ გაუკვალავ ბილიკზე ბალახს ვთელავ. ვიცი რომ ვერ გადავრჩები. თუ ვერ მიპოვეს შიმშილით მოვკვდები, თუ მიპოვეს კი საექპერიმენტო საკაცეზე გაკვეთილი. არცერტი არ მაწყობს. ფეხს ავუჩქარე. როგორცჩანს მომიახლოვდნენ, რადგან გზას უკვე მათი ფანრის შუქები მინათებს. გამწარებული უფრო ჩქარა დავდივარ. ულევ ხეებს თითქოს გავცდი და პატარა კენჭებს მივადექი. მდინარის პირას ვდგავარ და ყველა გზა მოჭრილი მაქვს. მორჩა ! გავიფიქრე და ის იყო უნდა დავნებებოდი, რომ მეწყვილეს ხმა გაისმა.
-ზურგზე შემაჯექი - თმახუჭუჭა და მწვანეთვალება, ჩემზე ბევრად მაღალმა ბიჭმა დახმარება შემომთავაზა.
-ჰარი ვერ გადავრჩებით.. - აღელვებულმა ვუთხარი, თუმცა მაინც მოვახტი და მანაც მდინარეში შეცურა.
-გადავრჩებით - თითქოს თავისი თავის დასარწმუნებლად თქვაო.
დინება ძლიერი იყო, რამდენჯერმე წაგვიღო კიდეც. ჰარის ძლიერი მკლავებისგამო ადვილად გადავრჩით. შუა მდინარეში მიგდებულ ქვას მოეჭიდა. ვიცი რა რთული როდესაც ჩემი წონის ადამიანი ზედ გაწევს და ასეთ ძლიერ დინებას ეწინააღმდეგები. 5 წუთში უკვე მეორე ნაპირას ვიყავით გალუმპულები და სუნთქვაგახშირებულები. უცნაურ ბუჩქებს ამოვეფარეთ.
-სად არიან? - თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი მდევრები დაგვეძებდნენ.
-არ ვიცი. მდინარეს ვერ გადაცურავდნენ- ერთმა უთხრა მეორეს.
-მაშინ ნაპირს დავუყვეთ - ერთმანეთს შესთავაზეს, დათანხმდნენ და გზას გაუყვნენ.
-მგონი გვეშველა -ჰარის გადავულაპარაკე.
-სანამ აქაურობას თავს არ დავაღწევთ გადარჩენილებად არ ვითვლებით - ჩაილაპარაკა და მკვეთრი მოძრაობით მიწაზე დავარდა. კრუნჩხვები დაეწყო. ხელ-ფეხს უმიზეზოდ იქნევდა და თვალებს საშიშად აცეცებდა.
ან მე თვითონ უნდა მეშველა ან ვინმე ისეთისთვის უნდა დამეძახა ვისაც შეეძლო მისი დახმარება.
-გვიშველეთ.. აქ ვართ - ხელების ქნევით ნაპირზე ჩაყოლილ თეთრხალათიანებს დავუძახე. მაშინვე აქეთ ამოირბინეს. მკლავებში ჩამაფრინდნენ.
-მე თავი დამანებეთ მას უშველეთ - ტანჯულ ჰარიზე ვუთითებდი, ძლივს მიაქციეს ყურადღება.
-წამალი ახალი მიღებული ქონდა, მდინარის დაბალმა ტემპერატურამ მასზე ცუდად იმოქმედა. ვერ გადარჩება მისი სხეულის ტემპერატურა ნორმალურამდე თუ არ ავიყვანეთ -ერთ-ერთმა მათგანმა თქვა და იმას გადმოხედა, რომელსაც ვეჭირე და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
-შენობაში მის დაბრუნებას აზრი არააქვს. აქ დავტოვოთ.
-არაა - წამოვიყვირე და გავიბრძოლე, რომ როგორმე გავთავისუფლებულიყავი -მას აქ ისე უბრალოდ ვერ დატოვებთ... ის მოკვდება - ვყვიროდი სანამ პირზე ხელი არ ამაფარეს. არც შემდეგ დავმუნჯებულვარ, ხელზე ვუკბინე და ჰარის დავუწყე ძახილი - ჰარი.. არ დანებდე.. ჰარი..
ნელ-ნელა ვშორდებოდი მის უგონო სხეულს და კარგად შეჩვეული ჯოჯოხეთისკენ მივდიოდი.
ვუახლოვდებოდი და ვფიქრობდი. რა მოხდებოდა აწი.. ჩემთავს კი არა... ჰარისას. დავიჯერო მოკვდებოდა და ტყეში მცხოვრები ნადირები მის კვალსაც არ დატოვებდნენ?
დიდ თეთრ შენობაში შემიყვანეს და ოთხ თეთრ კედელს შუა გამომამწყვდიეს, თან გამომიცხადეს ცოტახანში მეცამეტე ოთახში შეგიყვანთო.
ჩვენთან ყველამ იცოდა მეცამეტე ოთახი რასაც ნიშნავდა,მაგრამ არავინ იცოდა იქ რა ხდებოდა. დაუმორჩილებელი პაციენტები შეყავდათ ხოლმე, იქიდან გაუძლურებული და ტანჯულები გამოდიოდნენ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. თითქოს მომხდარის განმეორებისა ეშინოდათ და ტკივილს გულში იმარხავდნენ.ეს იყო სანტაკრუზის ფსიქიატრიული და ყველაფერი აი ასე დაიწყო....
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...