7

968 85 5
                                    


 - იქნებ რამე სხვა სასჯელი მოვიფიქროთ.. ვიცი ჰარიმ დააშავა.. მაგრამ წაკითხული მაქვს რომ თუ პაციენტს წავახალისებთ მის გულს მოვიგებთ.. - კაბინეტისკენ მიმავალ მისის როჩესტერს უკან მივზდევდი და ვცდილობდი მისთვის ჰარის დასჯა გადამეფიქრებინა - მისის როჩესტერ გთხოვთ..
-აბიგაილ - ჩემი სახელის არასწორად თქმა შევარჩინე, გული ახლა უფრო მნიშვნელოვანის მოსმენაში იყო გადართული- ჰარი სტაილსმა დააშავა. ჩვენ მას სამაგალითოდ დავსჯით, რომ სხვებმა მისი შეცდომები აღარ გაიმეორონ.
-მაგრამ ხომ შეგვიძლია დაველაპარაკოთ, ყველაფერი ავუხსნათ და ისე მოვარჯულოთ.
დირექტორი ცოტახანი გაჩუმდა, მიყურებდა, თავი ზედმეტად უხერხულად ვიგრძენი. თავი დავხარე და ქუდის გასწორება დავიწყე, რომელიც საუბედუროდ უნიფორმის ნაწილში შედიოდა.
-და შენი აზრით. ჰარი სტაილსი, რომელიც 7 წელია აქ არის,უბრალო დარიგენით მორჯულდება? - გამომცდელი მზერა მომაპყრო.
-შეგვიძლია ვცადოთ.- ტუჩის კვნეტით ვუთხარი.
-კარგი.. ჰარისთან დაცვის თანხლებით მიდი და დასაკითხ ოთახში შეიყვანეთ. მეც მალე მოვალ.
-უღრმესი მადლობა -გახარებული მოვრბოდი და თან ვცდილობდი ჩემი ბედნიერება როგორმე დამემალა.. არ მინდოდა როჩესტერს ის ეფიქრა რაც არ იყო..
ყოველშემთხვევაში რამდენიმე დაცვა გავიყოლე და ჰარის საკანთან გავჩნდი.
კარები გასაღებით გავაღე და პირველი დაცვა შევუშვი.
-რახდება ახვრებო.. მე-13 ოთახში მივდივართ? - მხიარულად წამოიწყო ჰარიმ,ნეტა რა ახარებს ასე.. ჩემი ნახვისას პირზე ხელი აიფარა-არვიცოდი არ რომ იყავი ბაჭია, თორემ არ ვიუზრდელებდი.
თვალები გადავატრიალე, პასუხი არ გამიცია.
-არ მითხრა რომ მე-13 ოთახში შენ უნდა შემიყვანო.. მმმ შენს მიერ მოყენებულ ნებისმიერ ტანჯვაზე თანახმა ვარ ლამაზო - მოულოდნელად ჰარის ხელი უკანალზე ვიგრძენი.
-ჰარი კმარა - ლოყებაწითლებულმა გავაფრთხილე.
-უფ.. გაბრაზეული ბაჭია. ბაწია.. ბაჭია. აბა ორი ყური აწიე - გაფართოებული გუგებით მიყურებდა.. დავიჯერო ამას მეორე კარგი მხარეც აქვს? გულშეწუხებული დაცვის უკან გავედი და ჰარის ჩამოვრჩი.
ცეკვა-ცეკვით სიარულის შემდეგ როგორციქნა მივაღწიეთ დასაკითხ ოთახამდე. ჰარი შიგნით შეიყვანეს. სპეციალური პერანგით ხელები ზურგსუკან შეუკრეს და თეთრ სკამზე დასვეს თეთრი მაგიდის წინ.
-შეგიძლიათ დაგვტოვოთ - დაცვისწევრებს გავუღიმე და ზურგსუკან კარი მივიხურე.
-სიმართლე გითხრა მე-13 ოთახი სულ სხვანაირი წარმომედგინა -ღიმილით მითხრა ჰარიმ.
-7 წელია აქ ხარ და მე-13 ოთახში ჯერ არ შესულხარ?
-როგორ გითხრა... აქამდე ბეჯითი , დამჯერი პაციენტი ვიყავი. შენ მოხვედი და გამატუტუცე - თვალისჩაკვრით მითხრა. მისი ხასიათი ნამდვილად მაბნევს, არ ვიცი რადროს უნდა გავუცინო. რა დროს უნდა გავჩერდე.. ზოგჯერ საშიშია, ზოგჯერ კი ზედმეტად მხიარული.
-წესიერად მოიქეცი, ცოტახანში აქ მისის როჩესტერი შემოვა ...იცი რამდენი წვალება მიწევს რომ მე-13 ოთახს გადაგარჩინო?
-ვახხ. ჩემ გადარჩენას ცდილობ? შემთხვევით ხომ არ შეგიყვ..
-ჰარი მოკეტე.. ჩემი პაციენტი ხარ და ვალდებული ვარ შენზე ვიზრუნო..
-არა ისე ვთქვი.. სხვათაშორის სანამ აქ მოვხვდებოდი ბევრი ქალი მყავდა..მკვდარი.. მაგრამ მაინც ხომ მყავდა არა?..
-ანუ ქალებს კლავდი? - ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.. ამას არ მოველოდი. სერიული მკვლელი..
-ქალებს არა.. ბოზებს.. ნუ ჩემთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, მაგრამ ფსიქიატრიულში გამომამწყვდიეს. მასიური მკვლელობებისთვის.. კარგი რა..16 წლის ვიყავი.. ეს გაორება ცუდი რამეა -თავი გააქნია ჰარიმ - არადა მართლა ბოზები იყვნენ.
-არ მაინტერესებს.. ამას თერაპიაზე მივუბრუნდებით - თემის შეცვლა ვამჯობინე- მოკლედ.. როგორმე ეცადე რომ მე-13 ოთახს გადაურჩე.
-მიყვარს ჩემზე რომ ზრუნავ.. დაუკითხავად ბილწი ფანტაზიები მიჩნდება.. და საერთოდ მისის როჩესტერი კი არა.. ძუკნა უნდა დაუძახო.
-ჰარი ! როგორ ბედავ? ის ხომ.. ის ჩემი უფროსია..
-მერე რა რომ უფროსია.. მაინც ძუკნაა.
-ჰარი
-აღიარე.
-რა ვაღიარო? - თავი გავიდებილე.
-რომ ძუკნაა. - მიცინოდა, უნებურად მეც გამეღიმა.
-ნუ.. ცოტა..
-ცოტა ძუკნა არ არსებობს. ძუკნა ან ხარ ან არ ხარ. ცოტა და დიდი არ არსებობს - სიცილით მითხრა.
-ნუ ხო მაშინ ძუკნაა -სიცილში ავყევი..
-მაგარი ძუკნა..
-უძუკნესი ძუკნა - ვიცინოდით როდესაც კაბინეტში როჩესტერი შემოვიდა.
-როგორც ჩანს თქვენ ერთმანეთს კარგად გაუგეთ.
ორი ნაბიჯით უკან დავიხიე და კარს მივუახლოვდი. როჩესტერმა ჩემი ადგილი დაიკავა და ჰარის კითხვების დასმა დაუწყო.
-ჰარი მაინტერესებს შენ მოაწყვე თუ არა გაქცევა... - უკან ვიდექი და ჰარის ვანიშნებდი უარი ეთქვა.
-დიახ მე მოვაწყვე.. ბაჭია ნუ დახტიხარ - შუბლზე ხელი მივირტყი, რა დებილია. !
-რატომ არ გაიქეცი?
ჰარიმ თავი დახარა.. ეს რაღაც არ მომწონს. ჰარისთვის სპეციალურად განკუთვნილი წიგნაკში ჩავწერე < ჰარი აქედან წასვლაზე არ ფიქრობს>
და მზერა ისევ რესპოდენტს მივაპყარი.
-რაღაც საქმე მქონდა - უპასუხა ჰარიმ და მაშინათვე ჩვენი საუბარი გამახსენდა. როდესაც მეკითხებოდა ჩემი ნდობა შეიძლებოდა თუ არა.
-შეიძლება ვიკითხო რა საქმე?
-რათქმაუნდა არა..
-მისის როჩესტერ - ოთახში თეთრხალათიანი შავკანიანი შემოვდია - ერთ-ერთი პაციენტი მდგომარეობიდან გამოვიდა. ყვირის რომ გაქცევა მან მოაწყო და ჰარის უსაფუძვლოდ სჯიან..
-ვინ არის? - როჩესტერი ადგილიდან წამოვარდა.
-ელაიზა მარტინესი.
დირექტორმა ჯერ ჰარის შეხედა, შემდეგ მე მომიბრუნდა, დარჩიო მითხრა და ოთახიდან გავიდა.
-დებილი ელაიზა, შტერი ელაიზა.. დებილი.. -იქით-აქეთ დადიოდა ჰარი, შემდეგ ჩემი აქ ყოფნა შეამჩნია და ჩემკენ წამოვიდა -შენ.. შენ დაგვეხმარები.
-როგორ?
-როგორდა იტყვი რომ გაქცევა მე მოვაწყვე და შენ ეს შენივე თვალებით ნახე.
-მე არ ვიცი მართლა შენ მოაწყ..
-ნუ სულელობ.. რათქმაუნდა მე მოვაწყვე მინდოდა შენთვის ჭკუა მესწავლებინა.. ელაიზა.. ის დებილი გოგო კი ჩემ დაცვას ცდილობს.
-მე.. მე ა რვიცი...
-ბაჭია.. ახლა კარგად მომისმინე. მე ბიჭი ვარ.. კაცი ვარ.. რაც არ უნდა ხდებოდეს მე-13 ოთახში მე გადავიტან.. ის ამას ვერ შეძლებს.
თავი დავუქნიე.. ჰარი თავის ადგილს მიუბრუნდა.. წამებში როჩესტერიც შემოვიდა ელაიზასთან ერთად, ჰარის გვერდით მიუსვა და წინ დაუდგა.
-რომელი უნდა დაისაჯოს იმისთვის რაც მოხდა..? - სასხვათაშორისოდ იკითხა დირექტორმა.
-მისის როჩესტერ. -ძლივს წამოვიწყე.. ღმერთო არ მინდა ჰარის რამე დაემართოს, მაგრამ ელაიზა.. ის... - ეს ჰარიმ გააკეთა.. ჩემი თვალით ვნახე.. არეულობა მან გამოიწვია და პაციენტებმაც ამით ისარგებლეს..
-ბალთაზარ - ცოტახანში იგივე შავკანიანი დაცვა შემოვიდა- ელაიზა თავის პალატაში გადაიყვანეთ.. ჰარისთვის კი მე-13 ოთახი მოამზადეთ.
-არა.. არა.. -ყვირილი დაიწყო ელაიზამ -ხელი გმაიშვით.. ეს ჰარის არ ჩაუდენიაა.. - ელაიზა ძლივს გააჩუმეს და ოთახიდან გაიყვანეს.
ცოტახანში ჰარიც ფეხზე წამოდგა. გასასვლელთან მდგარმა ჯერ მე შემომხედა, შემდეგ როჩესტერს..
-ამან თქვენზე თქვა ძუკნააო - თავისი წამოწყებული გადმომაბრალა და ოთახიდან სიცილით გავიდა.
* * *
უკვე 20 წუთია ჰარი მე-13 ოთახში შეიყვანეს და 20 წუთია ჰარის ყვირილი არ შეუწყვეტია.. ხან ტიროდა, ხან იხვეწებოდა გაჩერდითო, ხან იცინოდა.. ხანკი ბოლოხმაზე ყვიროდა. 5 წუთი ძაღლის წკმუტუნივით ხმაც ისმოდა, შემდეგ კი სრული სიჩუმე ჩამოწვა. 30 წუთის შემდეგ ეტლში ჩასმული ჰარი გამოიყვანეს. ერთ ადგილას მიშტერებული თვალებს საათში ერთხელ ახამხამებდა. პირი ღია ქონდა დარჩენილი, თმები აბურძგნული. გამიკვირდა ერთი წვეთი სისხლიც არ მინახავს. თითქოსდა დადებილებული ჰარი დერეფანში დაიკარგა.. ნეტა მართალს ამბობდა როცა თქვა რომ ამ ყველაფრის გადატანა შეეძლო? 

#HeForSheWhere stories live. Discover now