ჰარი წავიდა. უკვე სასაუბროც არაფერი მაქვს. არაფერი დაუტოვებია ჩემთვის. სიჩუმე. ტკივილი. მარტოობა. სიძულვილი. უსამართლობა. ზუსტადაც რომ უსამართლობაა. როცა ადამიანი შენს ცხოვრებაში დაუკითხავად შემოდის და დაუკითხავადვე გადის. ერთადერთი რაც დამრჩა მოგონებებია. სასაცილოა, მაგრამ სწორედ ის მოგონებები მანადგურებენ,რომლებიც ერთ დროს ქვეყანას მერჩივნა. თურმე ნამდვილი ჯოჯოხეთი სანტაკრუზის გარეთ ყოფილა.იქ სადაც ასე ნანატრი თავისფულებაა. როგორ მინდა დილით ისევ როჩესტერის ყვირილმა გამაღვიძოს. როგორ მინდა ღამის სამ საათზე კაფეტერიის იატაკზე ვიყო და არა გაყინულ საწოლში. ერთადერთი რაც დამრჩენია ტირილია. ღმერთო როგორ მინდა ისე ვიყვირო რომ ყველამ გაიგოს ჩემი ხმა.. და ყურადღება მომაქციონ. შეიძლება მარტოობისკენ მივიწევდე, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდება ვერავინ რომ ერთადერთი რაც მჭირდება გვერდშიდგომა და მხარდაჭერაა. ადამიანი მჭირდება,რომელიც გვერდით მეჯდება. უბრალოდ დამანახებს რომ მარტო არ ვარ. შეიძლება ეს ტკივილი სიკვდილს მანდომებს მაგრამ რაც სინამდვილეში მინდა გადარჩენაა. ამ ტკივილს დროც ვერ განკურნავს და მასთან ერთად ცხოვრებასაც ვერ მასწავლის, იმიტომ რომ ყოველთვის როცა სარკეში ჩემს ანარეკლს დავაკვირდები, დაუკითხავად, სადღაც გვერდით ჰარიც გამოჩნდება. მთელი თავისი დიდებით. ჰარის თქმის არ იყოს. იმდენი განსაცდელი გამოვიარეთ თითქოს ბოლოს ერთად უნდა დავრჩენილიყავით, მაგრამ როგორც ჩანს სიყვარულს ყველასთვის ბედნიერება არ მოაქვს. ამბობენ- სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი არისო.. და მეც მძულხარ ჰარი სტაილსს. მძულხარ რადგან ბედნიერი ხარ.. უჩემოდ... შავებში ჩაცმული გასასვლელისკენ მივდივარ. ტირილისგან დასიებული თვალები სათვალით მაქვს დაფარული. მივდივარ და პატარა გაქუცული თეთრი კურდღელიც თან მიმყავს. ჩემს ტკივილს მარტო მე ვერ დავიტევ.. ვინმეს უნდა ვუთხრა.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...