მოდი იქიდან დავიწყოთ სადაც შევჩერდით. მე და ჰარი. მისაღებ ოთახში ჩახუტებულები ვდგავართ და არ ვფიქრობთ რა იქნება შემდეგ. მომწონსკიდეც პირსახოცის ამარა რომ ვდგავარ მის წინ და ერთადერთი რაც მათბობს მისი სხეულის ტემპრერატურაა. ყველაფერი კარგადაა მაგრამ მე ისევ მჭირს რაღაც. რაღაც გაურკვეველი. თითქოს ამ ნაჩუქარ ბედნიერებას კბილი გავუსინჯე და ღმერთმა არ შემარგო. ბოლომდე მაინც ვერ ვძღები მისით. იმდენად მიყვარს რომ აქედანვე ვღელავ. არ მინდა ისევ დავკარგო. ხო ეს ბედნიერება მაჩუქეს, მაგრამ მე უკან ვიხევ თითქოს ჩემ თავს არ ვთვლი ღირსაც ამ სიყვარულის.
-რაუნდავქნათ? - ჰარის ხრინწიანი ხმა მესმის.
-ერთად ვიყოთ? - თითქოს ამაში საკითხავიც არაფერია.
-გაცივდები-ნაძალადევად მიღიმის.
-დამშვიდდი არ მცივა. თან შენი აქ ყოფნა მათბობს - უფრო მაგრად ვიკრავ გულში.
-არა მე სხვა გაციება ვიგულისხმე - პასუხს არ ვცემ - დარწმუნებული ხარ რომ შენ ცხოვრებაში ჩემი შემოშვება გინდა?
-სხვა ვინ უნდა მინდოდეს?
-კევინი?
-კევინი არავინაა - გულმოსული უკან ორ ნაბიჯს ვდგამ.
-კევინი ისაა ვისაც უკეთესი მომავლის შემოთავაზება შეუძლია.
-ჩემი უკეთესი მომავალი შენ ხარ.
-გინდა დღეს აქ დავრჩები ?
-მინდა.
ჰარისთან რომ ვარ თავი პატარა ბავშვი მგონია. თმები გამიშრო, მასშემდეგ რაც დარმწუნდა თეფში მოსუფთავებული მქონდა. ახლა ტელევიზორის წინ ვზივართ. X-ფაქტორს ვუყურებთ, უფრო სწორად ვუყურებ. ჰარის გონება აქ არ არის.
-გეძინება? - პირველ კითხვაზე პასუხს არ მცემს, ამიტომ ვუმეორებ.
-ჰა? აჰჰ.. წამო დავწვეთ - პატარა ბავშვივით ხელში ავყავარ და საძინებელში გავდივართ.
-ჩემთან არ დაწვები? - გაკვირვებისგან პირს ვაღებ როცა ჩემი ლოგინში მოთავსებისშემდეგ ზურგით ბრუნდება.
-არა... აქვე სკამზე, ან ტახტზე წამოვწვები.
-რატომ ტახტზე როცა შემიძლია ლოგინში ჩაგიწვინო და არ დაგაძინო? - ჩემი ხელები მისი კისრისკენ სრიალებს.
-აბიგეილ - ჩემს ხელს ხელს კიდებს - გეყოფა.
-რატომ არ გინდა შეგეხო? -მისკენ ვიწევ რომ ტუჩებს შევეხო.
-აბიგეილ - მკაცრად ამბობს - ეს არ ქნა !
-აღარ გიყვარვარ? ჩემთან სექსი აღარ გინდა? - პირველად ვტირი იმისგამო რომ ბიჭი არ მეხება.
-აბიგეილ.. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ ვიდრე უბრალო სექსია. და ზუსტად იმიტომ არ მაქვს შენთან სექსი რომ მიყვარხარ.
-ადრე ბაჭიას მეძახდი...
-დაიძინე - შუბლზე მკოცნის და ოთახიდან გადის.
*****
გაგუდული ყვირილი მაღვიძებს.ღამის 3 საათია. თხელი საღამურებით ამ გრილ ნიავში საძინებლის გარეთ გავდივარ. ირგვლილ გამაყრუებელი სიჩუმეა. ერთადერთი რაც ისმის წყლის წვეთების ცვენაა. ყოველ 5 წამში ახალ-ახალი. სააბაზანოს კარებს ვაღებ. იატაკის ყოველი წერტილი თეთრი პირსახოცებით არის დაფარული. აბაზანაში ჰარი წევს. სრულიად შიშველი და მოკუნტული. მისკენ მივდივარ. სიცივისგან კბილები უკანკალებს. ხელს წყალში ვყოფ, რომელიც ახალი გაციებულია. დავიჯერო საღამოდან ღამის 3 საათამდე ჰარი ასეთ პოზაში იწვა?
-ჰარი რაგჭირს? - როგორც შემიძლია ხელში ამყავს და მისი ოდნავი დახმარებით აბაზანის გარეთ გამომყავს. მისმიერ დაფენილ თეთრ პირსახოცზე ვაწვენ და დარჩენილს ზემოდან ვაფარებ.
-ჰარი რაგჭირს? - ჩემი ხმის გაგონებაზე ტირილს იწყებს და ცახცახებს.
-ო ღმერთო - მისი შემშრალების შემდეგ მხარზე მეყრდნობა და საძინებელში გავდივართ. თბილ საწოლში ვაწვენ. ჩემს ხელ ეჭიდება.
-ბაჭია.. მე არ.. ლოგინში...შნნ - კბილები უკანკალებს
-დამშვიდდი ჰარი. ერთ ლოგინში არ დავწვებით.
-წადი.... - ჩუმად ამბობს. ოთახიდან გავდივარ და ვიკეცები. პირველად გავაცნობიერე რომ ჰარის ჩემი დახმარება სჭირდება. როგორც ავადმყოფს. ამჯერად მისი ფსიქიკისთვის კი არა გულისთვის უნდა მემკურნალა.
უსასრულო ტირილი ფინალამდე მივიდა. ბოლო ცრემლიც გადმოვაგდე თვალებიდან და იქვე მდგარ ცხელ შოკოლადს ხელი დავავლე. კარგახანს ვიდექი მიხურული კარის პირდაპირ. არვიცოდი შეიძლებოდა თუ არა შესვლა.
-ჰარი გძინავს? - დახუთულ ოთახში ვჩურჩულებ.
-არა - უკვე თავისუფლად შეუძლია ლაპარაკი. ეტყობა გათბა და ჩვეულ აზროვნებასაც დაუბრუნდა.
-ცხელი შოკოლადი მოგიტანე - საწოლთან წამოვჯექი - უფრო გაგათბობს.
-მადლობა - გამიღიმა და ოდნავ წამოიწია. ფაფუკ ბალიშს მიეყრდნო და დიდი ყლუპებით გამოცალა ჭიქა.
როგორციქნა ერთად ვართ და მაინც ვერ ვტკბებით ერთმანეთით. არვიცი ჰარის რა აფერხებს. ახლა როცა არც როჩესტერი გვყავს და არც იმ ოთხკედელშუა ვართ გამოკეტილი, თითქოს ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს მაგრამ წინ მაინც ვერ მივდივართ.
-გინდა ვილაპარაკოთ? - ენა ტვინს ასწრებს. შეიძლება არცისე სწორი გადაწყვეტილება იყო. იქნებ არ ღირდა ჰარისთვის მომხდარის გახსენება ან განმარტების მოთხოვნა.
-აუცილებელია რომ ვილაპარაკოთ - ღიმილით მითხრა და ჭიქა გვერდზე გადადო. გულზე ერთბაშად მომეშვა, როგოციქნა გავარკვევ მისი უცნაური ქმედების მიზეზს. საბანი ზემოთ აწია და თვალებით მანიშნა შემომიერთდიო.
-ჰარი შიშველი ხარ - თვალებს ვარიდებდი.
-მერე რა ? - ხმამაღლა გაიცინა.
ცოტახანში მის გვერდით ვიყავი გაწოლილი და სახით ერთმანეთს ვუყურებდით.
-დავიწყოთ? - დიდიხნის ყურებისშემდეგ ხმა ამოიღო.
-დავიწყოთ.
თანხმობის მიუხედავად არცერთს არ დაგვიწყია. რაღაც უხილავი კავშირი იყო ჩვენს შორის, თითქოს ორივენი რაღაცაზე ვფიქრობდით და ამით ვესაუბრებოდით ერთმანეთს.
-ვიცი რომ ბევრი დაგვიგროვდა ერთმანეთისთვის სათქმელი - იმ ღიმილით მითხრა,რომელიც ყველას და ყველაფერს მერჩივნა - როგორც გოგოს გითმობ.
ღრმად ჩავისუნთქე. ისე ღრმად რომ ალბათ მთელი კვირა შევძლებ სუნთქვის შეკავებას.
საუბრის დაწყებისთანავე თავი ქვემოთ დავხარე, რადგან ლაპარაკს და ჰარის თვალებში ყურებას ერთად ვერ მოვახერხებდი.
-შეიცვალე. საშინლად მტკივნეულია ის ფაქტი,რომ მაშინ ტყვეობაში უფრო ბედნიერები ვიყავით ვიდრე ახლა თავისუფლებისდროს. არვიცი რა დავაშავე. ჩემი ბრალია თუ მართლა შენ შიცვალე. ჩემგან შორს იჭერ თავს. ერთად დაწოლაზეც კი უარი მითხარი. ხანდახან მეფიქრება, რომ მაშინ , სანტაკრუზში, ჩემთან იმიტომ იყავი რომ სხვა ვარიანტი, სხვა გოგო არ გყავდა. და ახლა როცა გარეთ გამოხვედი...
-ტყუილია - მითხრა და მანიშნა გააგრძელეო.
-მეტი არც არაფერი მაქვს სათქმელი. იცი რომ მიყვარხარ. ეს ერთი თვე ისეთი რთული იყო ჩემთვის. არ მოგატყუებ დასაწყისში ყველაზე მეტად გამიჭირდა, მაგრამ. კევინი. ის ხომ ნახე შენც. არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ შენთან შედარებით მის მიმართ არაფერს ვგრძნობ. ვარიანტშიც არ მყავს შენს გარდა სხვა.
-კევინზე ნუ მელაპარაკები.
გამეცინა მის ეჭვიანობაზე.
-აბაზანაში მომხდარზე მინდა მითხრა რამე.
ზურგზე წამოწვა. ცალი ხელი ბარძაყზე დამადო და ცერით დამიწყო ფერება.
-გავაცნობიერე რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოვკალი და ისიც რომ მათი სისხლი ჩემს კისერზეა.ეს დასაწყისი იყო და ვიცი შემდეგში უარესები დამემართება. როჩესტერი... ასეთი ბოროტი იმიტომ იყო რომ შვილი მოვუკალი. ბაჭია.. მე ისეთი სულელი ვიყავი. ვკლავდი ყველას და ვერც ვაცნობიერებდი რომ ნახევარზე მეტი ჩემ დას ჰგავდა. მასავით დაზარალებულები იყვნენ. ამიტომ ვერ მოვკალი როჩესტერი ჩემი ხელიტ. ვიცოდი უსამართლობა იქნებოდა - ერთი კაცურად შეკავებული ცრემლი გადმოუვარდა, თუმცა მაშინვე მოიშორა და სახით ჩემკენ შემობრუნდა - მზად ხარ მკვლელი გიყვარდეს?
ჯერ ის გადავხარშე რომ ჰარიმ როჩესტერის შვილი მოკლა, შემდეგ ის ფაქტი რომ თვითონ როჩესტერიც მკვლალია, სანამ მის კითხვას მივადგებოდი თვალებგაფართოებული ვიყურებოდი.
-მზად ვარ.
-მზად ხარ ჩემს ხასიათს და დღევანდელივით არანორმალურ ქცევებს, რომლებიც ხშირად შემაწუხებს, შეეგუო?
-მზად ვარ.
-მზად ხარ ჩემი გჯეროდეს და დარჩე მანამ სანამ სიკვდილი არ გადვაშორებს? - ღიმილით მითხრა.
ფეხზე წამოვდექი, დიდი საბანი საპატარძლო კაბასავით შემოვიხვიე, ფარდის ქვეშ დავდექი, ვითომ გრძელი ფატა ყოფილიყოს და ხელში სამუშაო მაგიდიდან აღებული კაკტუსი დავიკავე.
-მზად ვარ - ჩემს საქციელზე გაეცინა.
-დღეიდან ჩემად გაცხადებ.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...