აბიგეილ პ.ო.ვ
ჩემი ოთახის თავზე მიმაგრებულ კალენდარზე კიდევ ერთი დღე გადავშალე. უკვე 1 თქვე და რამდენიმე დღეა რაც ნორმალურად ვცხოვრობ. ჩემს ისედაც დამძიმებულ სულს უფრო ამძიმებს სიცარიელე. ამოუვსებელი დიდი შავი რგოლი. ხანდახან მგონია რომ თავისუფლება ყველაფერი არ არის. საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოდან ტელეფონი ავიღე.
*2 გამოტოვებული ზარი კევინისგან.
-კევინ მირეკავდი? - პირველივე ზარზე აიღო მან ყურმილი.
-კი გირეკავდი..გეძინა? - ყურმილის მეორე მხრიდან მისი ბოხი ხმა გაისმა. მასთან საუბარისას ყოველთვის გაუგებარ ემოციას ვგრძნობ.
-ხო მეძინა.
-გინდა დღეს ჩვენს ადგილას შევხვდეთ? - მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი რომ იღიმოდა.
-კი კევინ შემიძლია.
-კარგი მაშინ. იქ შეგხვდები.
უპასუხოდ დავტოვე და ისე გავთიშე. ეს „ჩვენი ადგილი" მიტოვებულ სანაპიროს წარმოადგენდა და სინამდვილეში სულაც არ იყო ჩვენი. მანდ სიარული იმიტომ დავიწყე რომ ოკეანე ჰარის მახსენებდა. ასე რომ ის ადგილი არ იქნება ჩემი და კევინის.. იმიტომ რომ მე და ჰარის გვეკუთვნის. უხალისოდ ჩავიცვი. ჯინსი და თეთრი მაისური. დიდად არ შემიწუხებია თავი მაკიაჟისთვის. კარები გამოვაღე და ერთ ადგილას გავშეშდი. ჩემს კარებთან პატარა დაწნული კალათა იდო. შიგნით საყვარლად მცქმუტავი ბაჭია იჯდა და რეზინის სათამაშოს ეჯაჯგურებოდა. ხელში ავიყვანე. არანაირი წერილი. ან პატარა ბარათი,რომელიც მიკარნახებდა გამომგზავნელის სახელს. თავში მხოლოდ ერთადერთი აზრი მომდიოდა.. მაგრამ, ის ხომ აქ არ არის.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...