17

891 79 0
                                    

-აბა რომელს აირჩევ?- კმაყოფილი სახით შემომხედა. 

-ავირჩევ...თქვენ ამას ვერ იზამთ.. ეს.. უკანონობაა - ვცდილობდი არ მეტირა. 

-გირჩევნია შენით აარჩიო თორემ ეჭვი მეპარება ჩემი შერჩეული მოგეწონოს. 

-ამას რატომ აკეთებთ? 

 -ჰარის ვერ წამართმევ- მთელ ხმაზე იღრიალა, მომეჩვენა რომ ცრემლიც ჩამოუგორდა - ჰარის ვერ წამართმევ. 

 -მე.. 

-აირჩიე. 

-არ მინ.. 

-დროზეე - მაგიდას ხელი დაარტყა - თორემ გეფიცები აქედან შენს გვამს გაიტანენ. 

 -მგუდავი მსხალი - დაუფიქრებლად წამოვიძახე. 

-ჰმ.. საინტერესოა. ჰარიმაც იგივე აირჩია - ზედა გაისწორა და ხელსაწყოსკენ შებრუნდა. 

-მისის როჩესტერ გთხოვთ. - საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ უნდა გავჩუმებულიყავი. 

** 2 საათის შემდეგ** 

როგორციქნა სანატრელი კარები გაიღო და უკვე არ ვგრძნობდი პირში მეტალის არასასიამოვნო გემოს. პირის ოდნავ გამოძრავებაც არ შემეძლო. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ლოყებში ხელი მომკიდეს და მთელი ძალით გამწელეს. რაღაცამ დამკრა თავში და წამიერი სიბნელის შემდეგ გონს მოვეგე. არ ვიცი სად ვარ.. არვიცი ვინ ვარ? რატომ მიყურებს ამდენი ხალხი გაფართოებული თვალებით? რატომ აცვია ყველას თეთრი? საით მიდის ეს ინვალიდის ეტლი. რატომ ვერ ვლაპარაკობ? რატომ მტკივა ყველაფერი? ეტლი უცნობ ოთახთან გაჩერდა. ძალ-ღონით სავსე კაცმა ხელში ამიყვანა და ოთახში ერთადერთ საწოლზე დამაწვინა. მინდოდა მეკითხა რატომ ვიყავი აქ, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ენის გამოძრავებისთანავე ყრუ კვნესა აღმომხდა. წამიერი ტკივილი მაშინვე დამავიწყდა როგორცკი ენა გავაჩერე. მარტო დარჩენილი ჭერში ვიყურებოდი და ვცდილობდი გამეხსენებინა ვინ ვარ და აქ რას ვაკეთებ. როგორც ჩანს პაციენტი ვარ, მაგრამ რატო? თვალები დავხუჭე. თავიდან ფერადმა ნაპერცკლებმა იწყეს გამოჩენა, მაგრამ შემდეგ ადამიანის სახე გამოჩნდა. ლამაზი ქალის თაფლისფერი თვალები. ალბათ დედაჩემია. მუცელში სიმშვიდე ვიგრძენი. ნამდვილად დედაჩემია. ტბილს პირას პიკნიკზე ვზივართ და მაღალ ძაღლს ფრიზბით ვეთამაშენით. სიყუაცია წამებში იცვლება. ჩემკენ პატარა ხუჭუჭა გოგო მორბის. ფეხებამდე მწვდება, ამიტომ შესაფერისად მეხუტება და მიცინის. უკან ვიღაცის ლანდი მოყვება. ფეხსაცმლიდან ვიწყებ მის ათვალიერებას მაგრამ სახეს ვერ ვხედავ. დიდი ქუდი ახურავს და პატარა გოგოსავით კულულები აქვს გადმოყრილი. მისი სახის ნაკვთები ბუნდოვანი ხდება. ვერ ვხედავ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა იღიმის. მის ხელს წელზე ვგრძნობ და ეს შეხება ისეთი რეალურია, რომ მგონია ნამდვილად ხდება. თვალების გახელაც არ მინდა ამის შესამოწმებლად. ეს.. ეს ისეთი სასიამოვნოა. პატარა ოჯახივით აივანზე ვდგავართ და ცისკენ ვიყურებით. თითქოს რაღაცას ავღნიშნავთ. კარები იღება და ექთანი სასეირნოდ მიშვებს გარეთ. ვერ ვხდები რა უნდა? მე ხომ ჩემთვის ვიწექი.. უბრალოდ.. დიდ ბაღში ვდგავარ და ჩემთვის სრულიად უცხო ხალხს ვუყურებ. ისინიც მიყურებენ. თითქოს ჩემთან მოსვლა არ უნდათ, არ უნდათ არა.. უფრო ეშინიათ. ვერციმას ვხვდები რა დავუშავე მათ. გაწელილი ლოყები ისევ მტკივა. ნეტა როგორ უნდა ვჭამო? ალბათ ჩემი აცანცარებული თვალები, რომლებიც ყველას და ყველაფერს ასკანერებდნენ, ერთმა მოხუცმა ქალმაც შეამჩნია და ჩემკენ წამოვიდა. 

#HeForSheWhere stories live. Discover now