ვიღაცის მკლავებში მოქცეულს გამეღვიძა. დიდიხანია ასე გემრიელად არ მძინებია. არც ღამის სიცივეს შევუწუხებივარ და არც მარტოობას. ვიცოდი რომ ჰარი იყო ამიტომ არანაირი შიში ან სინანული არ მქონია, უფრო ბედნიერება და სხვა პოზიტიური ემოციები იღვრებოდა ჩემში. სასიამოვნო ჟრუანტელი მთელ ტანზე მივლის. ცალი ხელი ჰარის ხელზე მიდევს, მეორეთი კი მის ნაჩუქარ ყელსაბამს ვეჭიდები. ჰარიმ ჩემი გაღვიძება იგრძნო და თვითონაც გაიზმორა. ისე საყვარლად რომ ჩამეცინა. თითქოს ხმის ამოღება არცერთს გვინდოდა. უსიტყვოდაც იდეალური იყო ეს მომენტი. წამით ორივეს დაგვავიწყდა რომ მალე შემოვლა დაიწებოდა და ჩემს პალატაში ორს გვნახავდნენ.
-შეიძლება გავიგო აქ რა ხდება? - აქამდე უნახავმა ექთანმა კარები შემოაღო.
ჰარი უცებ ახტა ჩემი ლოგინიდან და ფეხზე წამოხტა.
-ეს ის არაა რასაც თქვენ ფიქრობთ.
ამის შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. საიმონის მაგივრად ისევ მილი დაგვინიშნეს ზედამხედველად, მე და ჰარისკი ურთიერთობა აგვიკრძალეს. სასადილოშიც არ გვსვამდნენ ერთად, არც სასეირნობ და არც თერაპიის დროს. მაქსიმალურად ცდილობდნენ მე და ჰარის ერთმანეთი არ გვენახა.
სასადილოში ჰარი ჩემგან ორი მაგიდის მოშორებით იჯდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, მაგრამ ვერ ველაპარაკებოდით. სუფთა ჰაერზე სეირნობამაც აზრი დაკარგა. ჰარისთან საუბრისგარეშე მოწყენილობისგან სიკვდილს ვნატრობდი. როჩეტერი ყოველ კვირა ახალ-ახალ სიახლეებს გვთავაზობს. ნახევრად გადამწვარი საავადმყოფოს ნანგრევებზე ერთსართულიანი შენობა გადაჭიმა და შემოწირულობით ნაყიდი წიგნებით გაავსო. უკვე ბიბლიოთეკაც გვქონდა და სადილობის შემდეგ არჩევანი ჩვენზე იყო. ან ანიმაციისთვის უნდა გვეყურებინა, ან სასეირნოდ გავსულიყავით ან ბიბლიოთეაკში გვეკითხა. ექთნებისგადამკიდე მე და ჰარი ერთიდაიგივე ადგილას ვერასდროს ვჩნდებოდით. მე რომ ბობლიოთეკაში ვიყავი ის სასეირნოდ ყავდათ გაშვებული. შემოვალებზე გამკაცრებისგამო ჰარი ვერც ღამით მოდიოდა ჩემთან.
ბოლოს ხელი ჩავიქნიე და არაფრისმომცემი მცდელობები შევწყვიტე. ეხლაც წასაკითხად გამზადებულ ჰარი პოტერს ვუყურებდი და გულს ვერ ვუდებდი. ჰარი პოტერი. ჰარი სტაილსი. გრძნობამორეულმა კალამი ავიღე ერთი გვარი მეორეთი შევცვალე, თან მივაწერე < ნეტა ახლა აქ იყო>
ბიბლიოთეკაში მარტო მე ვიჯექი. როგორცჩანს გიჟებს წიგნები არ უყვართ.
-შეიძლება დავჯდე- საიმონის "ნანატრი" ხმა გავიგე.
-არა.
-რატომ? - გაკვირვებულმა მკითხა.
-კითხვაში ხელს მიშლი.
-რაც მოხვედი მაგის შემდეგ ერთი გვერდიც არ გადაგიშლია. რატომ მატყუებ?
-შენ რატომ მომატყუე? - წიგნი დავხურე- რატომ არ მითხარი რომ როჩესტერის შვილი ხარ.
თავიდან გაკვირვებული სახე მიიღო შემდეგ ჩაეცინა და წინ დამიჯდა.
-ეს რამეს შეცვლიდა?
-როგორ არა. იმის შვილი ხარ ვინც აქ გამომამწყვდია. - ირონია აშკარად იგრძნობდა ჩემს ხმაში.
-მე შენთან როგორც მეგობარი ისე მოვედი. დახმარება შემოგთავაზე. შენთვის სიკეთის კეთება დავიწყე. გინდ ტერორისტის შვილი ვიყო. ეს მცვლის? - თქვა და თვალებში ჩამხედა.
რატომღაც თავი უხერხულად ვიგრძენი. თვალებს ვერ ვუსწორებდი.
-მე მიყვარხარ და ამ გრძნობასთან დედაჩემს არანაირი კავშირი არააქვს -უბრალოდ ადგა და გავიდა.
მგონი მისთვის ბოდიშის მოხდა მომიწევს.
თერაპიის რიგში პირველი ვიდექი, ბოლოს კი ჰარი იდგა. არც ახლა მოგვცეს შეხვედრის ან გამოლაპარაკების საშუალება.
-მგონი კიდევ მოგიწევს ჩემი ატანა- ნაძალადევი ღიმილით მითხრა მილიმ.
-მილლ.. ყველაფერი ცუდად ჩანს,მაგრამ.
-მაგრამ საქმე იმაზე უარესადაა ვიდრე ჩანს. ვიცი გიჟი არ ხარ და.. თავის გასულელებაც უკვე აღარ მინდა. ჰარი მელაპარაკა თერაპიის ბოლო დღეს და მივხვდი რომ მართალი იყო. ხელი უნდა შეგიწყო. და ამას ვაპირებ კიდეც. ჩემი იმედი გქონდეს აბი. - მისი ღიმილი ახლა უკვე გულწრფელი იყო.
-მადლობა რომ ჩემი გესმის - პასუხად უბრალოდ თავი დამიქნია.
-სიმართლე გითხრაარცკივიცი შენთან თერაპიაზე რა უნდა ვქნა.
-სხვებთან რას აკეთებდი? - გაუაზრებლად წამომცდა.
-ვერ მივხვდი.. - თავი უხერხულად გააქნიე მილიმ.
-თავს ნუ ისულელებ მილ. ვიცი პირველი არ ვარ. როჩესტერს ჩემამდეც ბევრი ყავს იგივე ხერხით გამწარებული..
-საიდან მოიტ..
-მილ გეყოფა.. ისე იქცევი თითქოს ჩემთვის კარგი გინდა.. არადა.. სულ არ გეტყობა.
-აბი.. დაჯექი და ყველაფერს მოგიყვები - მხოლოდ ეხლა შევამჩნიე, რომ ფეხზე ვიდექი. ჩემს ადგილას დავჯექი და მოსმენა დავუწყე - მართალია. პირველი არ ხარ. როჩესტერს რაღაც დამოკიდებულება აქვს ჰარისთან. მისი აქედან გაშვება არ უნდა. ელაიზა მარტინესი.. ის.. ჰარის და იყო.
-ვიცი - ჩემი პასუხი გაუკვირდა, მაგრამ ჩვეულებრივად გააგრძელა მოყოლა.
-ელაიზასთან საკმაოდ ახლო დამოკიდებულება მქონდა. მოკლედ ელაიზა და როჩესტერი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. განსაკუთრებით როჩესტერი. მახსოვს ღამე შენს ყოფილ ოთახში ვიკრიბებოდით და როჩესტერზე ბოღმას ვანთხევდით - გაეღიმა- მაშინ ეგ ოთახი მას ეკუთვნოდა. მომენატრა.
-მილ საქმეზე გადადი.
-მოკლედ როგორცგითხარი როჩესტერს ჰარისთან რაღაც აკავშირებს. როცა ელაიზას სახით მისი დაკარგვის შანსი გამოჩნდა შეეშინდა. აქედან არ გაიყვანოსო. და თითქმის ასეც მოხდა ელაიზამ მოახერხა ჰარის გათავისუფლება, მაგრამ როჩესტერმა ისიც გიჟად გამოაცხადა და ამით ჰარის აქ ყოფნაც გაინაღდა. შენთანაც იგივეს აკეთებს. ჰარის ვერ შეელევა. ჰარის აქედან არ გაუშვებს. ალბათ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოახერხებს ჰარი აქედან გასვლას.
-უნდა გავარკვიოთ მათ შორის რა კავშირია.
-ოჰ..დეტექტივობას აპირებ? - გამიღიმა მილიმ.
-კი ვაპირებ მე ჰოლმსი შენ ვოტსონი.. უნდა დამეხმარო.
-მგონი მართლა გიჟი ხარ - გამიღიმა - კი დაგეხმარები. ახლაკი თავისუფალი ხარ.
-შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო? - სახე დავმანჭე.
-მითხარი.
-შეგიძლია ჰარის გადასცე რომ..
-რომ? - თვალები დააწვრილა თან მიღიმოდა ეშმაკურად.
-რომ მიყვარს - მორცხვად ვუთხარი და ოთახიდან გავედი.
რიგში ჩამდგარ ჰარის თვალი ჩავუკარი და იქაურობას მოვშორდი.
ჰარის პ.ო.ვ.
ჩემს საწოლზე პირაღმა ვწევარ და ადგილზე ვერ ვისვენებ. საშინელი სურვილი მაქვს ეს კარები გავანგრიო და ბაჭია ვნახო. ხელები მეფხანება.
-მიდი ნახე - ჩემი ბოროტი მხარე მეუბნება.
-თავი დამანებე..
-თავი დაგანებო? თავი დაგანებო? ისინი ბედნიერებას არ შეგარჩენენ. ელაიზა შენგან წაიყვანეს. მოკლეს. ახლა ბაჭიასაც მოგიკლავენ. მოგიკლავენ - საზიზღრულად ჩამსისინებდა.
-გეყოფა. მომშორდი - ჩემს გრძელ თმებს არ ვინდობდი. არ მინდა რომ მისი ხმა მესმოდეს არ მინდა.
-მიდი ჰარი.. ჩვენ ხომ ვიცით შენ როგორი ხარ. მიდი აჩვენე ყველას ვინ ხარ სინამდვილეში. რა მონსტრიც ხარ ჰარი სტაილს. აჩვენე მიდი.
გაუცნობიერებლად ფეხზე წამოვდექი და საკნის კარს იქამდე ვეჯაჯღურე სანამ სისხლიანი თითების ხარჯად არ დამიჯდა მისი გაღება. ჩემს დანახვაზე დარაჯს პირი ფართოდ გაეღო.
-შეგეშინდა? - მისკენ გავიწიე.
-ჰარი სტაილსს დაუყოვნებლივ დაბრუნდით პალატაში.
-ოოოო. კარგო.. ჰარი სტაილს ეხლა ღრმად ძინავს - გაფართოებული თვალებით ვუთხარი - ახლა ჩემი დროა.. ჩემი. - გრძელი თითებით კისერზე მოვუჭირე, მისი სიკვდილის ყურებით დავტკბი და ახალი მსხვერპლისკენ გავემართე.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...