5

1K 98 1
                                    

ჰარის სიტყვებმა შემაშინა, თან ძალიან. თავში სულ მისი სიტყვები მიტრიალებდა " ჩემი აზრით აქ 1 თვესაც ვერ გაძლებ.. ამის პირობას მე გაძლევ. დღეიდან შენი კოშმარი ვიქნები. აქ გატარებულ ყოველ საათს ჩაგიმწარებ და პირადად ვიზრუნებ რომ აქედან ცოცხალი არ გახვიდე " დარწმუნებული ვარ თუ ჰარის ჩემი განადგურება მოუნდა ვერაფერი შეაჩერებს. რამე უნდა ვიღონო, როგორმე ის კარგი ჰარი უნდა გავაცოცხლო და ვთხოვო ცუდ ჰარის ებრძოლოს. ყოველშემთხვევაში ახლა ამაზე ფიქრი არც მინდა და რომც მინდოდეს არ გამომივა.

თერაპიის ოთახი მივალაგე და ჩავკეტე. ჩაბნელებულ დერეფნებს სადაც აქა-იქ იყო განათებული კედლები, შიშით დავუყევი და მეხუთე სართულისკენ დავიძარი. ოთახში შესულმა წიგნაკები მაგიდაზე დავდე. უნიფორმა გავიხადე და აბაზანა მივიღე. საწოლში ჩაწოლილს ძილი არ მომეკარა. ვწრიალებდი და სულ ჰარიზე და მის მუქარაზე ვფიქრობდი. ასე არ შეიძლება.. ხომ შემიძლია უარი ვთქვა ჰარის მკურნალობაზე? მაგრამ მაინც.. ვერ ველევი. მინდა ჩემ პროფესიაში წარმატებას მივაღწიო? მაშინ ჰარის უნდა დავეხმარო. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვინქები ნამდვილი ფსიქიატრი. ფიქრმა თავი ამატკია. წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. სასაცილოა ჩემს ფანჯრებსაცკი აქვთ გისოსები. როგორც შემეძლო გამოვაღე და თავი გავყავი. ჯერ ვარსკვლავებს შევხედე. როგორ შეიძლება ამათი შემყურე არ გაგიჟდე. უამრავი ვარსკვლავით მოჭედილი ცა. ყოველთვის მეგონა რომ ვარსკვლავებიდანაც გვხედავდნენ ჩვენ იქ მცხოვრებლები და ისინიც ასე ლაპარაკობდნენ ჩვენზე. თვალი ნელ-ნელა ჰორიზონტისკენ წავიღე და თვალები გამიფართოვდა, როდესაც დაცარიელებულ ეზოში მარტო მდგომი ჰარი დავინახე.. სახე ჩემი ფანჯრისკენ ქონდა მოქცეული და გიჟური ღიმილით მიღიმოდა. აი ისე მიღიმოდა ალისა საოცრებათა ქვეყანაში კატა რომ იღიმისხოლმე. ყურიდან-ყურამდე. ორი თითი შუბლთან მიიტანა და მომესალმა. თვალები დავხუჭე და გონებაში ათამდე დავითვალე. გახელისას ჰარი იქ არ დამხვდა. ალბათ მომელანდა. იმდენად მეშინია მისი, რომ უკვე მელანდება. იქნებ ამ სამსახურს თავი დავანებო და რამე სხვა მოვძებნო. უფრო.. უფრო ნაკლებად საშიში. საწოლს დავუბრუნდი.. ისე ჩამეძინა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი ვერაფრის. სახანძროს ზარივით მყვირალა ხმამ გამაღვიძა. აი თურმე როგორ გვაგებინებენ რომ სამუშაო დღე დაიწყო. ზანტად წამოვდექი.. ისეთივე ხალისიანი ვერ ვიყავი როგორც პირველ დღეს. ალბათ უკვე მომბეზრდა. სააბაზანოში თვალებდახუჭული შევედი. თვალების ძლივს გახელის შემდეგ მოვწესრიგდი და სამუშაოდ ქვედა სართულზე ჩავედი.

#HeForSheWhere stories live. Discover now