მაღვიძარის წყეულმა ხმამ გამაღვიძა და სანატრელი
ხანგრძლივი ძილი გამიწყვიტა. არმინდოდა პირველივე სამუშაო დღეს დამეგვიანა სამსახურში ამიტომ სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და ცეკვა-ცეკვით გავაგრძელე გზა სააბაზანოსკენ. დღეს თუ ხალისიანად შევხვდებით მთელი დღე გაგვყვება. გულში ვიმეორებდი. სარკის წინ ვიდექი და აბურძგნულ კულულებს ვისწორებდი.
-დღეს შენი დღეა აბიგეილ. აბა შენ იცი. - კბილისპასტით შეიარაღებული სარკესთან ვცეკვავდი და ხასიათისთვის ხელებს ვიქნევდი.
ახალი ქალაქი, ახალი სამსახური, ახალი ცხოვრება. ვირჯინიის ერთ-ერთ შტატში ახლახან გადმოვედი საცხოვრებლად. მიზეზი კი ისაა ,რომ დაუსრულებელი დაწუნებების შემდეგ პირველას მიმიღეს სამსახურში. არცისეცნობილ სანტაკრუზის ფსიქიატრიულში ექთან-თანაშემწედ მოვეწყვე. დიდი ხანია ფსიქიატრიულზე ვსწავლობ და ამ პროფესიის შესწავლასაც თითქმის მთელი ახალგაზრდობა შევალიე.
სანტაკრუზი არცისე ცნობილია, თუმცა დასაწყისისთვის ცუდი არ არის. გამიგია,რომ საშიში პაციენტები ყავთ, მაგრა.. აბა რომელ ფსიქიატრიულში არ არის საშიში პაციენტი? მთავარია თავი არ დავზოგო და დანარჩენს მოევლება. ბარგი ჩავალაგე, რადგან ფსიქიატრიული ქალაქიდან შორს არის და იმ თანამშრომლებს,რომლებსაც გრძელი გზა აქვთ გასავლელი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე გამოყოფილ კოტეჯებში გვაცხოვრებენ. ჩემოდანი ჰიგიენის ნივთებით, ცოტა ტანსაცმლით და ბევრი წიგნით გავავსე. მატარებელში ჩავჯექი და ათრთოლებული გულის დაწყნარებას შევუდექი.
-ნუ გეშინია აბი.. ყველაფერი კარგად იქნება..
მგზავრობა უსასრულოდ გაიწელა. სადგურებს ვცდებოდით. ნელ-ნელა მატარებლის ვაგონიც იცლებოდა. მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი და ჩემი შემხედვარე ხველამ იცოდა სადაც მივდიოდი.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...