როჩესტერის კაბინეტიდან პირდაპირ სასადილო ოთახში შემიყვანეს. სწორედ აქ ვნახე ჰარი. და მაშინ მივხვდი რასაც გულისხმობდა ალქაჯი როცა თქვა თუ აქედან წახვალ ვეღარ დაბრუნდებიო... ვიცი შემიძლია უარი ვთქვა წასვლაზე, მაგრამ რატომ? როცა მკითხავს რატომო რა ვუპასუხო? იცით ყველაფერი მახსოვს ისიც როგორ ძლიერ მიყვარს ჰარი და მის აქ დატოვებას არ ვაპირებთქო.? როჩესტერი გამანადგურებს. არმინდა ყოველდღე მე-13 ოთახში შეყვანის შიშით გავიღვიძო,იმიტომ რომ ვიცი რაზეცაა როჩესტერი წამსვლელი. ჰარის წინ დავჯექი.
-რამოხდა? - უზომოდ შეწუხებულმა კოვზი პირში ჩაიდო და გვერდზე გაიხედა.
-მიპოვეს.- არცერთს არ გვითქვამს სიტყვა. თავიდან ისიც ვიფიქრე რომ გუშინდელი ღამის გამო იქცეოდა ჰარი ასე. თითქოს მიიღო ის რაც უნდოდა და მორჩა. აქ დამთავრდა ყველაფერი. ეს აზრი გონებაში გამიჯდა. მღრღნიდა და მანადგურებდა. ჰარისთვის კითხვას ვერ ვბედავდი. მისი ფეხი ჩემსას შეეხო და ზემოთ-ქვემოთ დაიწყო მოძრაობა. ცივმა ოფლმა დამასხა.
-ჰარი გეყოფა - ღიმილით ჩემკენ გადმოიხედა.
-არ ვნანობ - ხო ახლა უკვე ვიცოდი რომ გუშინდელი ღამით არაფერი დამთავრებულა
- და ერთი სული მაქვს როდის გავიმეორებ - წარბები აათამაშა.
-ჰარი ხვალ აქედან მივდივარ - ჩემს ნათქვამზე თვალები გაუფართოვდა და ფეხი თავის ადგილას დააბრუნა.
-რათქვი.?
-როჩესტერი აქედან მიშვებს - ოდნავი ნერვიულობით ვთქვი. წამით სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს ჰარი სათქმელს იაზრებდა. მინდოდა სიჩუმე დამერღვია რამე მეთქვა, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ მოვძებნე.
-არაუშავს.. წადი.. დამტოვე...უკეთესი მომავალი ეძებე.. ეგ არაფერი.. უნამუსობა იქნება აქ დარჩენა რომ გთხოვო. მე ვიქნები აქ. ფიქრებში.. ვიქნები და წარმოვიდგენ შენთან ოჯახს. ქორწილს, შვილებს. საერთოდ მომავალს.. თუმექნა. მე ეგეც მეყოფა- პირველად ჩამოაგდო ჰარიმ ოჯახზე და შვილებზე საუბარი. არცკივიცოდი ასე სერიოზულად თუ იყო საქმე.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...