6

953 89 1
                                    


  სულ ჰარის სიტყვები მიტრიალებდა თავში. ახლაკიმივხვდი რასაც გულისხმობდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს გაქცევა ჰარიმ მოაწყო. ვიცი რომ ჩემ ძებნას დაიწყებს. ვიცი რომ ეს გაქცევაც ზუსტად ჩემ ხელში ჩასაგდებად მოაწყო. ბრბოს შევერიე და სააქტო დარბაზისკენ გავიქეცი. ეს ადგილი დამწყვდეული პაციენტებით საშიშია და წარმოდგენაც არ მინდა როგორი იქნება მათი თავისუფლების შემდეგ. ხალხი ერთმანეთს გავლაც არ აცდიდა. ერთმანეთს ახტებოდნენ და აბიჯებდნენ, ძირს აგდებდნენ და ზედ უვლიდნენ. მილიც სადღაც დამეკარგა და გაურკვეველი მიმართულებით მივრბოდი. ერთ-ერთმა თეთრხალათიანმა ფეხი დამაბიჯა და ძირს დავვარდი. თავი იმდენად ძლიერად დავარტყი,რომ ხმა ექოდ გაისმა. ჩემს გვერდით მოსიარულეებს შარვალზე ვეჭიდებოდი, ან მაღლა უაზროდ ხელს ვიწვდენდი, მაგრამ ჩემს საშველად არავის ეცალა. ცოტახანში გამვლელების რაოდენობაც შეწყდა და მეც ფეხზე წამოვდექი. დაცარიელებულ დერეფნებში ძლივს დავდიოდი და სააქტო დარბაზს ვეძებდი. შეშინებულმა რამდენჯერმე უკანაც გავიხედე. შეშლილების ხმა ექოდ ყველგან ისმოდა, თუმცა თვითონ არსად ჩანდნენ. თითქოს ჩემი სიხარული ნაადრევი იყოო. დერეფნის შესახვევიდან თავი ერთმა გიჟმა გამოყო. მელოტ თავზე ორი ღერი თმა შერჩენოდა, წამლებისგან გათეთრებული თვალები მოუსვენრად იყურებოდნენ.    
 -ლამაზო... მოდი წამალი გაგიკეთო - ძარღვებში სისხლი გამიყინა მისმა ხმამ, რაღაც არაადეკვატურად მხიარული და წკრიალა ხმა ქონდა. ხელში უზარმაზარი თეთრი დანით მოდიოდა, რომელიც როგორცმივხვდი სასადილოდან გამოიტანა, და ჩემს დასასჯელად მოდიოდა. 

-გთხოვთ პალატაში დაბრუნდით - რაზე ვფიქრობდი ეს რომ ვუთხარი? 

-აბა პალატა? - გაოცებული სახით მკითხა - სადაა პალატა? არაა.. ხომ არაა? არაა . არაა 

 -უკან დაიხიე.   
-და მე რომ მეთქვა შენთვის უკან დაიხიეთქო? წამალს მაინც არ გამიკეთებდი? 
-შენ დანით გინდა მომკლა, მეკი წამალს გაძლევდი. წა-მალს. -ხელებით ველაპარაკებოდი და ვცდილობდი დამერწმუნებინა, მაგრამ გიჟს აბა რას შეაგნებინებ? მკვეთრად ჩემკენ წამოიწია და თეთრი დანა კისერზე მომაბჯინა, რაც ძალადაღონე მქონდა ვეწინააღმდეგებოდი. წამლებისგან დასუსტებულს დიდი ძალა არცქონდა, მაგრამ მაინც დიდ წინააღმდეგობას მიწევდა. ცოტახანში პაციენტი ფრენით მომშორდა და იარაღით მუქარაც შეწყდა. 

#HeForSheWhere stories live. Discover now