4

1K 103 1
                                    

-გამარჯობა ბაჭია - ოთახში დაკრიჭული ჰარი შემოვიდა.
-გამარჯობა ჰარი - ზედმეტად ოფიციალურად მივმართე. არა როგორც მეგობარს.
ჰარი შემოვიდა და ჩემ წინ დაჯდა.
-მარტო ხარ ჰარი?
-ელაიზას მოსწონხარ. მე არა. -პირდაპირ მაჯახა თავისი აზრები ჰარიმ.
-არცაა აუცილებელი რომ მოგწონდე ჰარი. დავიწყოთ ხო?
ჰარიმ თავი დამიქნია.
-ფერები აირჩიე..
-ვიცი ვიცი. რომელიც მიყვარს პირველი და რომელიც არ მიყვარს ბოლოს.
ჰარის ჩამონათვალი ასეთი იყო:
შავი, ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, ყავისფერი, წითელი, მწვანე, ყვითელი.
-კარგია - გავუღიმე- თანმიმდევრობით დადებული კუბიკები ავრიე და დალაგება თავიდან ვთხოვე.
შავი,მუქი ლურჯი, ნაცრისფერი,წითელი, ყავისფერი, მწვანე და ყვითელი.
-მმმ. არადა ყვითელი ჩემი საყვარელი ფერია - ჩურჩულით ვთქვი.
-მეკიწითელი მიყვარს - ხუჭუჭა საყვარელმა ბიჭმა ღიმილით მითხრა.
-თუ წითელი გიყვარს შავი რატომ აირჩიე?
-შავი უფრო მიყვარს.
-გინდა ახლა შენ თავზე გითხრა რაღაც?
ჰარიმ თავი დამიქნია და დაამატა - ისეთს რას მეტყვი რაც ჩემ თავზე არ ვიცი?
-ჰარი რატომ გძულს შენი თავი? - ჩემმა კითხვამ ააწრიალა. აშკარად მისთვის მტკივნეულ და სათუთ არეს შევეხე.
-ეგ.. სა..საიდან მოიტანე?- ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
-შენი ფერების არჩევანმა მითხრა...
-სხვადროსაც ვირჩევდი ფერებს ასე მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამთ ასეთი.
-და რას გეუბნებოდნენ?
-რომ გიჟი ვარ.
-ხარ?
-მგონი - ხანგრძლივი პასუხის შემდეგ მითხრა ჰარიმ - გეილ აქ რაღაცას მიკეთებენ - ჩემს ზედმეტსახელზე ჩამეცინა, მაგრამ არ შევამჩნევინე.
-გინდა დაგეხმარო?
-მითხარი ვინ ვარ - საყვარლად შემომხედა ჰარიმ. მისი თვალები რაღაცას მემუდარებოდნენ. თითქოს ყვიროდნენ მიშველეთო... მე ამისთვის ვარ აქ ჰარი.. მე შენ დაგეხმარები.. და სწორედ ამწამიდან ჩაისახა ჩემში ჰარის გადარჩენის, მძიმე და ამოუწურავი სურვილი.
-შენ გიჟი არ ხარ. თუ იტყვი რომ გიჟი ხარ მალე შენ თვითონაც დაიჯერებ ამას. იცი შენი ფერები რას მეუბნებიან? რომ საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი. ჰარი რაღაც გაწუხებს და ეს რაღაც შეგაწუხებს სულ თუ არ ამოუშვი. ვიცი რომ ამაზე ლაპარაკი არ გინდა. ვერცკიამჩნევ როგორ იკეტები შენ წარმოსახვით სფეროში და გარემოსთან კავშირს როგორ კარგავ. ჰარი ასე არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ რომ შენი საკუთარი სამყარო გაქვს შექმნილი და შენს ირგვლივ ყველაფერი წარმოსახვითია. გყავს წარმოსახვითი მეგობარი და..
-მე წარმოსახვითი მეორე მე მყავს..- ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს კაცის მკვლელობაში შევუსწარი და ახლა თავს იმართლებსო.
-ჩვენ მას დავამარცხებთ - მუხლზე ხელი დავადე ჰარის.
თავი ჩახარა, თავიდან მეგონა რომ ტიროდა, თუმცა როგორცკი თავი ზემოთ აწია შიშის ჟრუანტელმა დამიარა.
-ბაჭია.. ბაჭია.. რა სულელი ხარ - საშიშად თქვა და ჩემ ხელს, რომელიც მის მუხლზე მედო ხელი სტაცა.
-ჰარი დაწყნარდი.. ჰარი გამიშვი მტკენ..
კარგახანი მიყურა, თუმცა ხელი არ გაუშვია.
-არ მესმის ელაიზას რატომ მოსწონხარ? ჩემი აზრით აქ 1 თვესაც ვერ გაძლებ.. ამის პირობას მე გაძლევ. დღეიდან შენი კოშმარი ვიქნები. აქ გატარებულ ყოველ საათს ჩაგიმწარებ და პირადად ვიზრუნებ რომ აქედან ცოცხალი არ გახვიდე.
სახეზე ცხელ ცრემლებს ვგრძნობდი.. როგორცკი ჩემი ხელი დავიბრუნე აკანკალებულმა წიგნაკი გადავშალე და შიგნით წერა დავიწყე.
"ჰარი სტაილსი - გაორება.. საშიშია ! "
-რას წერ ბაჭია? - ცნობისმოყვარემ მკითხა.
-შენზე..
უეცრად მომვარდა, ტანით კედელს მივეკარი წინ კი ჰარი მედგა.
-ჰარი გადი თორემ ვიყვირებ - სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი.
-არა ბაჭია.. არ იყვირებ... და იცი რატომ? - მის კითხვაზე არ მიპასუხია - იმიტომ რომ თუ იყვირებ მეცამეტე ოთახში შემიყვანენ. იქიდან გამოსული კი უფრო ბოროტი და საბრალო ვიქნები.. გინდა ეს?
უარყოფის ნიშნად თავი შევიკავე.
-ბაჭია შეგეხები რა.. - მის თხოვნაზე პირი დავაღე.
-ჰარი არა..
-გთხოვ რა ბაჭია. არცკიმახსოვს ქალს ბოლოს როდის შევეხე გთხოვ -ისეთი სახე ქონდა თითქოს წლებით აუკრძალეს საპირფარეშოში გასვლა ისკიმეთელი ეს დრო ითმენდა.
-ჰარი არა..
-გთხოვ... ტუჩებზე მაინც... უბრალოდ შეგეხები.
პასუხი არ გამიცია, როგორც ჩანს ჩემი დუმილი თანხმობის ნიშნად მიიღო, რადგან რამდენიმეწამში მისი თითი ვიგრძენი ტუჩებზე. თითს ჩემი ტუჩების მოხაზულობას აყოლებდა, თვალები დახუჭული ქონდა და ტუჩები უკანკალებდა.
-ჰარი..
-ჩუუუ..გთხოვ - კისერზე ძარღვები დაეჭიმა, სახე გაუწითლდა და ოდნავი კვნესაც აღმოხდა. მიახლოებოდა. ცოტაცდა მისი ტუჩები შემეხებოდა.
-ჰარ გთხოვ არ გინდა...
გეზი შეიცვალა და ყურებისკენწავიდა. თან ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-რა კარგი სუნი გაქ ბაჭია - მის ცხელ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი და სიამოვნებისგან მბურძგლავდა - აღიარე რომ შენც გინდოდა ჩემთვის გეკოცნა.
ჰარი ბიძგით მოვიშორე, თუმცა დიდი ნაბიჯითაც ვერ დავახევინე უკან. მაინც ჩემთან ახლოს იდგა.
-ვაღიარებ.. გამშიფრე - წამოიწყო მან - თუმცა მეც შემიძლია გითხრა ვინ ხარ.
-და ვინ ვარ?
-20 მაქსიმუმ 22 წლის გოგონა, რომელიც დაბადებიდან წიგნებშია ჩაფლული, იმდენი იცის რომ უკვე არაფერი აინტერესებს. აქაც რაღაც ახალისთვის ჩამოვიდა, რომ თავის ერთფეროვან შავ-თეთრ ცხოვრებას გაქცეოდა. იმდენად ხარ მოკლებული მამაკაცის სითბოს, რომ ჩემი, ვიღაც გიჟის შეხებაზეც კი აკანკალდი. ნაძლევს ვდებ ქალიშვილი ხარ.
ეს ჩემთვის მეტისმეტი იყო. უფრო ძლიერად ვუბიძგე და დაცვას დავუძახე.
რამდენიმეწამში ჰარი გასაყვანად უკვე მზად იყო.. მიდიოდა თუმცა არცერთი წამით არ დავუტოვებივარ მის საშიშ მზერას.

#HeForSheWhere stories live. Discover now