-22-

888 86 8
                                    



დილით ჩემს ლოგინში გამეღვიძა. ალბათ ჰარიმ აქეთ გადმომიყვანა. არ უნდოდა ჩემი წასვლის დღეს ვენახე. სანამ აქ ვარ კიდევ შემიძლია გადავიფიქრო.. მაგრამ ჰარის სიტყვები. ის შემპირდა რომ აქედან გამოვა და როცა გამოვა მე გარეთ დავხვდები.. მზად ყველაფერისთვის. ახალი ცხოვრებისთვის. ჩემი ცხოვრების პირველი ტომეულის წერას დავამთავრებ და ვეცდები მეორე ისეთი გამოვიდეს რომ პირველი ყველას დაავიწყოს. მეც მინდა რომ დამავიწყდეს? ჰარისთან საუბარი გამახსენდა. ვფიქრობ შესაძლლებლობა რომ მქონდეს ჩემს წარსულში არაფერს შევცვლიდი, გაგიკვრიდებათ და არც იმ მე-13 ოთახსაც,რადგან სწორედ მისი დახმარებით გავხდი ის ვინც ახლა ვარ. მეკიდე მომწონს ჩემი თავი.
ჯერ არ ყოფილა ამ უგემურ ლოგინზე წოლა ასეთი გემრიელი. განსაკუთრებით თუ იცი რომ შენი ტანჯვის ბოლო დღეა.
კარებზე კაკუნი მესმის.
-იღბლიანო - ჯმუხი ქალი ჩემდაგასაკვირად იღიმის - წადი.. „სამომავლო „ ოთახში გელოდებიან - ხოო სამომავლო ოთახი კარგია. მე-13 ოთახის საწინააღმდეგო... სრულიად საწინააღმდეგო. ჯერ ჩვეულ ცივ შხაპს თბილი წყლით გიცვლიან, შემდეგ შენს ნივთებს გიბრუნებენ და აქედან წასასვლელ კარს ფართოდ გიღებენ.
-მიხარია რომ აქედან მიდიხარ - მხარზე ხელი დამადო და გამიღიმა, ვერ ვიჯერებ რომ ამ ადამიანმა გამიღიმა. საპასუხოდ თავი დავუქნიე და მომავლისკენ გადავდგი პირველი ნაბიჯი.

არცკიმახსოვს ჩემს სხეულს თბილი წვეთები ბოლოს როდის დაეცა. მგონი ჯოჯოხეთში სამოთხე ვიპოვე. ზუსტად 30 წუთი ვიყავი თბილი წყლის ქვეშ +5 წუთი უბრალოდ ვიბანდი.პირსახოც შემოხვეული გარეთ გამოვედი და კარებთან ის ბარგი დამხვდა რომელიც პაციენტობამდე ჩემს ოთახში დავტოვე. სიხარულისგან არვიცოდი რომელი კაბა ჩამეცვა. ყველას ჰაერში ვატრიალებდი და ტანზე ვირგებდი. არჩევანი ყვითელ მუხლებამდე კაბაზე შევაჩერე.. პაციენტების უნიფორმასთან მიგდებულ ყელსაბამს ძებნა დავუწყე. ჰარის ნაჩუქარს. თუმცა იქ არაფერი დამხვდა.
-აქ ყელსაბამი მქონდა - ექთანს მივუბრუნდი.
-ყველაფერი რაც გქონდა იქ დევს.-უკმეხად მითხრა.
-არა.. აქ არ დევს. სად არის ჩემი ყელსაბამი? - ცივლმა ოფლმა დამასხა.
-აქ არარისმეთქი. - დამიბღვირა და ოთახიდან გავიდა.
ბევრი ვეძებე მაგრამ უშედეგდ. თითქოს სადღაც გაქრა.

#HeForSheWhere stories live. Discover now