ხშირ ტყეში გაურკვეველი მიმართულებით მივრბივარ. ისე ბნელა რომ ცხვირწინ რახდება იმასაც ვერ ვხედავ. წამდაუწუმ უკან ვიყურები. ვგრძნობ როგორ მიახლოვდება ხალხის ბრბო და ეს უფრო მაჩქარებს. ვცდილობ ფეხი რამეს არ წამოვკრა არ დავეცე. შორიდან მომავალი ფეხის ნაბიჯების ხმა იქაურობას აყრუებს. ხანდახან ბუც გაჰკივლებს ხოლმე და ისიც ჩაწყნარდება. ჯერკიდებ გაუკვალავ ბილიკზე ბალახს ვთელავ. ვიცი რომ ვერ გადავრჩები. თუ ვერ მიპოვეს შიმშილით მოვკვდები, თუ მიპოვეს კი საექპერიმენტო საკაცეზე, გაკვეთილი. არცერთი არ მაწყობს. ფეხს ავუჩქარე. როგორც ჩანს მომიახლოვდნენ, რადგან გზას უკვე მათი ფანრის შუქები მინათებს. გამწარებული უფრო ჩქარა დავდივარ. ულევ ხეებს თითქოს გავცდი და პატარა კენჭებს მივადექი. მდინარის პირას ვდგავარ და ყველა გზა მოჭრილი მაქვს. მორჩა ! გავიფიქრე და ის იყო უნდა დავნებებოდი, რომ მეწყვილეს ხმა გაისმა.
-ზურგზე შემაჯექი - თმახუჭუჭა და მწვანეთვალება, ჩემზე ბევრად მაღალმა ბიჭმა დახმარება შემომთავაზა.
-ჰარი ვერ გადავრჩებით.. - აღელვებულმა ვუთხარი, თუმცა მაინც მოვახტი და მანაც მდინარეში შეცურა.
-გადავრჩებით - თითქოს თავისი თავის დასარწმუნებლად თქვაო. დინება ძლიერი იყო, რამდენჯერმე წაგვიღო კიდეც. ჰარის ძლიერი მკლავების გამო ადვილად გადავრჩით. შუა მდინარეში მიგდებულ ქვას მოეჭიდა. ვიცი რა რთულია, როდესაც ჩემი წონის ადამიანი ზედ გაწევს და ასეთ ძლიერ დინებას ეწინააღმდეგები. 5 წუთში უკვე მეორე ნაპირას ვიყავით გალუმპულები და სუნთქვაგახშირებულები. უცნაურ ბუჩქებს ამოვეფარეთ.
-სად არიან? - თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი მდევრები დაგვეძებდნენ.
-არ ვიცი. მდინარეს ვერ გადაცურავდნენ- ერთმა უთხრა მეორეს.
-მაშინ ნაპირს დავუყვეთ - ერთმანეთს შესთავაზეს, დათანხმდნენ და გზას გაუყვნენ.
YOU ARE READING
#HeForShe
Fanfiction"როდესაც ადამიანი იმდენად გიყვარს, როგორც მე ის..ხვდები. რა უნდა... რას მალავს... რას გრძნობს...და რას ფიქრობს. მას მე ვუნდივარ... ის ტკივილს მალავს... ის თავს მარტოსულად გრძნობს.. და ფიქრობს. ფიქრობს, რომ ჩემი ერთი სიტყვით მისი გადარჩენა შემიძლია...