-15-

869 81 0
                                    

აბიგეილის პ.ო.ვ


განგაშის სირენამ გამოგვაღვიძა ძლივს მიძინებული პაციენტები. ბანკში შეხიზნული მძარცველებივით გამოგვყვარეს.

-უსაფრთხოების მიზნით პაციენტები სასწაფოდ უნდა იყვნენ გადაყვანილი უსაფთხო ზონაში - კარგია.. ჩვენს უსაფრთხოებაზე მაინც ზრუნავენ. თვალებით ჰარის ოქროსფერ კულულებს დავუწყე ძებნა. ძლივს ერთმანეთის ნახვის შანსი მოგვეცა და სადღაც დაიკარგა. რომ ვნახავ არვიცი რას ვუზამ.

ერთ დიდ ოთახში შეგვკუჭეს და კარები მოგვიხურეს. ადგილის სიმცირისგამო ყველას ჩურჩული მესმოდა. ისინი კი მხოლოდ ერთ რამეზე ჩურჩულებდნენ - ჰარი სტაილსი. უამრავი ჭორი დადიოდა ზოგის თქმით ჰარის სხეულში რაღაც არაამქვეყნიური ბოროტი ძალა ჩასახლდა და ყველას კლავს ვინც წინ გადაეღობება. იმასაც ამბობდნენ ერთ-ერთი ზედამხედველი შემოვლის დროს მოკლაო. კისერზე ჩააფრინდა და უმოწყალოდ მიგუდა, უყურებდა როგორ კვდებოდა და ამ სანახაობით ტკბებოდაო.

ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რომ ეს სიმართლე იყო. წამებში უკვე ინფორმაცია დაზუსტდა. ახლა ყველას ჰარისი ეშინოდა, ჩემს გარდა. რატომღაც მქონდა ისეთი შემართებული განწყობა, თითქოს შეიძლებოდა ყველა მომკვდარიყო, მაგრამ მე არა. ვიცოდი ჰარი არასდროს არაფერს დამიშავებდა,მაგრამ.. მაგრამ ის ? მეორე ჰარი? ნამდვილში რომ იმალება და აგიჟებს? ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ დაცული არც მე ვიყავი. ჰარი არც მე და არც არავის არაფერს დაუშავებდა, მაგრამ თუ ჰარი ჰარი არ არის, მაშინ მეც საფრთხეში ვარ. თავი ამტკივდა ამდენი ფიქრისგან. გადავწვიტე ჩუმად ვმჯდარიყავი სადმე კუთხეში და აღარაფერზე აღარ მეფიქრა. უკვე შიში მეპარებოდა და გასასვლელი კარის მიღმა მდგარი მხეცის, რომელიც ხელებს უმოწყალოდ ურტყამდაკარებს, მეც მეშინოდა.

-როჩესტერ - არცკივიცი დირექტორი ჩვენთან როდის შემოვიდა - როჩესტერ კარები გამიღე რაღაც უნდა გაჩვენო, მანიაკალურმა სიცილმა იქაურობა გააყრუა - როჩეეესტერ.

#HeForSheWhere stories live. Discover now